Friday, August 2, 2013


არქეტიპის მეტალოგიკა

(სქემატური  მასალა  წიგნისათვის)


ოკულტურ მეცნიერებათა მიხედვით სამყარო აგებულია ბგერის, ფერისა და ფორმის ვიბრაციებით და ყოველ მათგანს განსაძღვრავს რიცხვი - “შენ ყოველივე ზომით, თვლით და წონით განაწესე“ /სოლომონი. სიბრძნე 11.20/. ბგერის ვიბრაცია აშენებს ემანაციური სივრცეს, ფერის - შემოქმედებით სივრცეს და ფორმის - ფორმათა სივრცეს.
როგორც ვხედავთ, ხდება ვიბრაციათა სტრუქტურიზება ფაქიზიდან (ბგერა) უხეშამდე (ფორმა).
როდესაც თანამედროვე ამერიკელი ბიოლოგი ფრიმენ დაისონი ამბობს: „სიცოცხლის არსი კავშირშია სტრუქტურასთან და არა სუბსტანციასთან“, ამით ფაქტობრივად ადასტურებს უძველეს ალქიმიურ კანონს, რომ სიცოცხლე სტრუქტურირებული ენერგიაა.

ეპიციკლოიდი - სამყაროს გეომეტრიული მოდელი (საწყის მდგომარეობაში)


0
           
           1   mM  ----------------------------- Spiritus Mundi
M     2    aM                                             *
           3    fM                                             *

           4   mA                                             *
    5   aA                                              *  Anima Mundi
           6   fA                                               *

           7  mF                                               *
 F      8  aF                                                 *
           9   fF  ---------------------------------- Corpus Mundi


M - მენტალი ანუ ემანაციური სივრცე.

ამ სივრცის ხარისხობრივი მახასიათებელია რიცხვი 1. ნებისმიერი რიცხვი (ვიბრაცია) ამ სივრცეში აისახება თავისი პირველადი არსით.
სივრცე შედგება განზომილებებისაგან და ყოველ განზომილებას საკუთარი რიცხვი (ვიბრაცია) განსაზღვრავს. ემანაციური სივრცის განზომილებებია:

1 - მენტალი  მენტალში (mM).
     რიცხვი 1-ის ატრიბუტებია: ტრანსცენდენტალური სიყვარული;       ტრანსცენდენტალური „მე“; პირველადი იმპულსი; ღვთიური სუბსტანცია. აქტიური ბუნება; ნება; ინდივიდი.

2 - ასტრალი  მენტალში (aM).
     რიცხვი 2-ის ატრიბუტებია: ბინერი - როგორც წინააღმდეგობათა ერთიანობა, დიალექტიკა; ანტაგონიზმი; ენერგია; სიბრძნე.

3 - ფიზიკური  მენტალში (fM).
     რიცხვი 3-ის ატრიბუტებია: ქმნადობის პრინციპი; სტაბილურობა; განვრცობა; იდეა; გონიერება.

ემანაციური სივრცის სტატიკური მატრიცა იქნება:
1    4    7
2    5    8   
3    6    9
ემანაციურ სივრცეს დინამიურ პროცეში (ქმედებაში, იგივე დროში, რადგან ქმედება ხდება დროში. დროის ვიბრაციაც რიცხვით იზომება და რიცხვთა საიდუმლოება პირდაპირ კავშირშია დროის საიდუმლოებასთან) ექნება მატრიცა:
1    1    1
3    6    9
6    3    9
ემანაციური სივრცის სტატიკური მატრიცა პრინციპია იდეისა. ხოლო დინამიური - შემოქმედი იდეაა.

A - ასტრალი ანუ შემოქმედებითი სივრცე.

ამ სივრცის ხარისხობრივი მაჩვენებელია რიცხვი 2 და შესაბამისად ნებისმიერი რიცხვი ამ სივრცეში ტოლია თავისივე კვადრატის.
შემოქმედებითი სივრცის განზომილებებია:

4 - მენტალი  ასტრალში (mA).
      რიცხვი 4-ის ატრიბუტებია: ფორმა - როგორც სტრუქტურირებული ენერგია; ავტორიტეტი; სათნოება, გულმოწყალება.

5 - ასტრალი  ასტრალში (aA).
     რიცხვი 5-ის ატრიბუტებია: კვინესენცია; ტრანცენდენტალური სიცოცხლე; უნივერსალური მაგნეტიზმი; ლოგიკა; სიმტკიცე, სიმკაცრე; მეცნიერება სიკეთისა და ბოროტების შესახებ.

6 - ფიზიკური  ასტრალში (fA).
      რიცხვი 6-ის ატრიბუტებია: ლოგოსი; ანალოგიის კანონი; ჰარმონია (სილამაზე); თავისუფალი ნება; არჩევანი.

შემოქმედებითი სივრცის სტატიკური მატრიცა საფუძველია შემოქმედებისა:
1    7    4
4    7    1
9    9    9
ხოლო დინამიური მატრიცა თავად შემოქმედებაა:
1    1    1
1    1    1
9    9    9

F - ფიზიკური ანუ ფორმათა სივრცე.

ამ სივრცის ხარისხობრივი მაჩვენებელია რიცხვი 3 და შესაბამისად, ნებისმიერი რიცხვი ამ სივრცეში თავისივე თავის კუბის ტოლია.
ამ სივრცის განზომილებებია:

7 - მენტალი  ფიზიკურში (mF).
      რიცხვი 7-ის ატრიბუტებია: ფაქიზის გამარჯვება უხეშ მატერიაზე (იდეისა (3) ფორმაზე (4)); მეორადი მიზეზობრივობა; ფორტუნა; მეცნიერება; ცნობიერება.

8 - ასტრალი  ფიზიკურში (aF).
      რიცხვი 8-ის ატრიბუტებია: კანონზომიერება; კანონი; წონასწორობა; სამართალი.

9 - ფიზიკური  ფიზიკურში (fF).
      რიცხვი 9-ის ატრიბუტებია: მატერიალიზაცია; აღსრულება.

ფორმათა სივრცის სტატიკური მატრიცა გამოხატავს მატერიალიზაციის კანონზომიერებას:
1    1    1
8    8    8
9    9    9
ხოლო დინამიური - მატერიალიზაციაა:
1    1    1
9    9    9
9    9    9

0 - არქეტიპი

ეს სივრცეები მოქცეულია ე.წ. არქეტიპში. მისი ხარისხობრივი მაჩვენებელი რიცხვია 0. ამიტომ არქეტიპში ნებისმიერი რიცხვი 1-ის ტოლია, რაც იგივეა, რომ „ღმერთი ერთია“. რიცხვი 0-ის ატრიბუტებია: ყველაფერი და არაფერი; აბსოლუტური სული; უმაღლესი გონი; ანი და ჰოე; ღმერთი; და ა.შ. არქეტიპი თავის ბუნებით ნეიტრალურია და მასში დრო არ არსებობს.
ნებისმიერი სახის მოძრაობა წინააღმდეგობათა ერთიანობაა და ამიტომ რეალური სამყარო ბინერშია წარმოდგენილი. ყოველი სივრცე ჰქმნის თავის სარკისებულ ანალოგს (იგივე ანტისივრცეს).




No comments:

Post a Comment