Friday, June 14, 2013

ანბანური ჭეშმარიტება

                   ანუ

 ქართული ანბანის კაბალისტიკა



ერთნიშნა რიცხვთა ზოგადი ხასიათი 
(ატრიბუტიკა)

0 _ არაფერი და ყველაფერი. დრო.

1 _ პრინციპი. აბსოლუტი. “მე”.

2 _ ანტაგონიზმი. პოლარიზაცია.

3 _ იდეა. სინთეზი. დაბადება.

4 _ ფორმა, მატერიალიზაცია.

5 _ სიმტკიცე. სიცოცხლე. 

6 _ ჰარმონია. თავისუფალი ნება.

7 _ გამარჯვება. სამართლიანობა.

8 _ წონასწორობა. კანონი.

9 _ აღსრულება. განდობა.



  
 ქართულ ანბანში ბგერათა შესატყვის 

    რიცხვთა სივრცული განაწილება


0 _ არქეტიპი ანუ იერარქიული სივრცე         
       
              
         
            
            ანუ, ღმერთი ერთია.

 რიცხვები _ 1,  2,  3,  4,   5,  6,  7,   8,            9.
  ბგერები _  ა,  ბ,  გ,  დ,  ე,  ვ,   ზ,  ე მერვე, თ.

1 _ მენტალი ანუ ემანაციური სივრცე


  რიცხვები _ 10, 20, 30, 40, 50,  60,     70, 80, 90.
  ბგერები _    ი,   კ,  ლ,  მ,   ნ,  იოტა,  ო,  პ,   ჟ.

2 _ ასტრალი ანუ შემოქმედებითი სივრცე
                     
                      

   რიცხვები _ 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900.
    ბგერები _  რ,  ს,   ტ,   უ,  ფ,   ქ,   ღ,  ყ,   შ.
 
3 _ ფიზიკური ანუ ფორმათა სივრცე


  რიცხვები _ 1000,2000,3000,4000,5000,6000,7000,8000,9000.
   ბგერები _     ჩ,      ც,      ძ,      წ,      ჭ,      ხ,    ხარ,     ჯ,    ჰ.

  ტ-სა და უ-ს შორის ზის ასო-ბგერა ვიე,  რომელსაც შეესაბამება რიცხვი 0. ვიე ზის შემოქმედებით სივრცეში და მისი ატრიბუტია დრო.

 და ბოლოს, ჰოე, დასაწყისი და დასასრული, იგივე _ ციკლი. მისი რიცხვითი შესატყვისია _ 10 000.


 ბგერათა ზოგადი დახასიათება

1.ა – უმაღლესი “მე”. აბსოლუტი. 
პრინციპი. ნება. პოტენცია. ღვთიური      ესენცია. ინდივიდი. შემოქმედებითი საწყისი.

2.ბ _ ანტაგონიზმი. ბინერი. სიკეთე.       
      უარყოფა. პოლარიზაცია.
 
3.გ _ იდეა. სინთეზი. დაბადება. ტერნერი.
         გონიერება. ქმედება. მდგრადობა.

4.დ _ ფორმა. სათნოება. კვეტერნერი.
        ავტორიტეტი. მატერიალიზაცია.
        განვითარება.

5.ე _ სიმტკიცე. გამოვლინება.პენტაგრამმა.
      სიცოცხლე. ადამიანი _ როგორც 
      ფორმალური არსება. მიკროკოსმოსი.

6.ვ _ ჰარმონია. მოთმინება. ჰექსაგრამმა.
      თავისუფალი ნება. სიცოცხლის     
      ფორმირება. ბუნებასთან ჰარმონიული
      შერწყმა. სილამაზე.

7.ზ _ გამარჯვება. სამართლიანობა. 
      სეპტაგრამმა. განსულიერება.    
      მოძღვარი _ სულიერი მასწავლებელი. 
      წარმოსახვა.

8.ე მერვე _ ჭეშმარიტება. წონასწორობა. 
      ოქტაგრამმა. კანონი. სივრცე. 
      სტრუქტურა. ფორმალური მოდელი.
      ფიზიკა. მეტაფიზიკა.

9.თ _ განდობა. ზომიერება. აღსრულება.
       ფორმალური ჰარმონია დაფარული
       ანტაგონიზმით. შინაგანი კრიზისი.
       მზადება ახალი ნახტომისათვის.
       ბრძოლა.

10.ი _ სიბრძნე. რელიგიული _ სულიერი
       ადამიანი.

11.კ _ გონების ძალა. წინააღმდეგობათა 
       ერთიანობა. პროგრესი. ფსიქიკური
       ენერგია. ტრანსცენდენტალური 
       პრობლემები.

12.ლ _ გონიერება _ სიფრთხილე.  
        მსხვერპლი. ასტროლოგია. 
        მათემატიკა. კოსმიური ჰარმონია.


13.მ _ ტრანსმუტაცია. ინკარნაცია.
       სტაგნაცია. სიკვდილი. სულიერი 
       პროგრესი. გამოცდილება. ნიჰილიზმი.
       პროფანაცია.

14.ნ _ სიტყვის ძალა. ცოდნა. 
        გაცნობიერება. სულიერი სწავლება.
       თვითშემეცნება. ფერისცვალება.
       ლოგოსი _ განსხეულებული სიტყვა.

15.იოტა _ სინთეზი. ანალიზი. “გრიგალი 
       ჩაკეტილ სივრცეში”. ჰარმონიული 
       სიცოცხლე. მატერიისა და სულის 
       ცოცხალი სინთეზი.

16.ო _ იძულება. პასუხისმგებლობა. 
        მენტალური მართვა. ნგრევა.

17.პ _ განჭვრეტა. ინტუიცია. შებრალება.
       გულმოწყალება.

18.ჟ _ განდეგილობა.მარტოობა.საიდუმლო
       სწავლება. ეზოთერიკა. სიმბოლიზმი.
       საშიშროება. სასჯელი.

19.რ _ მიზანი. ზემოქმედება. გავლენა. 
       კონცენტრირებული ნება.
       გაცნობიერებული მისია. 
       შემოქმედებითი ნათელი. ალქიმიური 
       პროცესი. 

20.ს _ ენერგია _ აღსრულების ძალა. 
       მატერიის გაცოცხლება. სამკურნალო 
       ძალა. დროში გარდასახვა.

21.ტ _ განსჯა. ფორმალური ლოგიკა.  
       სულიერ არსში ჩაღრმავება. 
       მოგზაურობა.

0.ვიე _ არაფერი და ყველაფერი. 
       აბსოლუტი _ დრო.

22.უ _ პოლარიზაცია _ სიკეთე და 
       ბოროტება. სიკეთე და ბოროტება,
       როგორც კოსმიური საწყისი. ფაქიზი 
       სივრცის ხილული პოლარიზაცია.
       უარყოფა.

23.ფ _აქტიური ეგრეგორი. გრძნობა.უხეში 
        ბედისწერა. მისარგებელი. ვალი.
        ტანჯვა.

24.ქ _ ანალოგია. აზრთფორმა. მოდელი. 
       გეგმილი. კოსმიური კანონზომიერება.
       კოდირებული ბედისწერა.

25.ღ _ გამოცდა. ცდუნება. გამოცდილება. 
       გაცოცხლებული ბედისწერა. 
       ცხოვრებისეული გამოცდილება.

26.ყ _ განახლება. დაცემა. ბოროტების 
      გამარჯვება. სულიერი წინააღმდეგობა.

27.შ _ განცდა. მისტიური ერთიანობა. 
       სამოთხე. სულიერი აღტკინება. 
       სამყაროს ჰარმონიული ერთიანობის
       მისტიური განცდა. სულიერი 
       განფენილობა. განვრცობა.


28.ჩ _ ინდივიდუალობა. ხასიათი. 
       განსულიერება უხეშ სივრცეში.

29.ც _ პარტნიორობა. თანადგომა. 
       აღსრულებული სიკეთე. გახსნილობა.
       გულღიაობა.

30.ძ _ აზრი _ ინტერესი. წესრიგი. 
       სულიერი სიზარმაცე. ცდუნება
       ფიზიკურ რეალობაში.

31.წ _ სიმყარე. “ბოროტების ფესვი”.
       ბედისწერის კვანძი. ფორმირებული   
       ბოროტება.

32.ჭ _ ლოგიკა. მეტყველება. მეცნიერება.
       ლოგიკური ჭეშმარიტება. განსჯა.

33.ხ _ ფორმათა ჰარმონია. სახელმწიფო.
       იდეური ერთიანობა. იერარქია, როცა
       ყოველი საფეხური მოვალეობის 
       განცდითაა შეპყრობილი.


34.ხარ _ გამარჯვება. რწმენა. სულიერი და
       ხორციელი სიყვარულის ჰარმონიული
       ერთიანობა. განსხეულებული 
       სამოთხე.

35.ჯ _ კანონი. ტრადიცია. გონიერი 
        ადამიანი.

36.ჰ _ აღსრულება. უნივერსალური 
       სწავლება.

37.ჰოე _ციკლი. დასასრული და დასაწყისი.
       სრულქმნა. ჰარმონიული რიცხვი. 
       სულიერი ნათელი. უნივერსალური 
       მუდმივა.





 ქართული ანბანის კაბალისტიკა 


1. ა-ან რიცხვი 1    
 აბსოლუტი
 ან = 1 + 50 = 51 = 6

   აბსოლუტი, როგორც უნივერსალური შემოქმედებითი საწყისი, იგია პოტენციური რეალობა. პოტენციური სიტყვა და ძალა, რომელსაც შეუძლია გამოთავისუფლდეს ნებისმიერი სახით.  
   “თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი”(იოანე 1.1). “ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა”(იოანე 1.3).

   51 _ ჰარმონიული ღვთიური სიყვარულია, რომელიც თავისთავად ვლინდება როგორც ძალა, პირველწყარო და სიცოცხლის აზრი.



  2. ბ-ბან რიცხვი 2 
  ანტაგონიზმი
  ბან = 2 + 1 + 50 = 53 = 8
   
   ანტაგონიზმი საფუძველია წონასწორობის.

   ანტაგონიზმი, უმაღლეს არსში, წინააღმდეგობათა ერთიანობაა და ნებისმიერი სახის ევოლუციისათვის აუცილებელი საფუძველია.
   სიკეთე პირველადია და ამიტომ აბსოლუტის, როგორც უნივერსალური შემოქმედებითი საწყისის, პოტენციური რეალობა _ სიკეთეა; თუმცა, უხეშ სივრცეებში ხშირია ამ იდეის პროფანაცია და იგიც ხშირად ნეგატიურ არსში გამოვლინდება.
   “დაინახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი”(დაბადება 1.4).
   
   53 _ ანტაგონისტურად განწყობილ ელემენტთა შეკრების წერტილის მტკიცედ შეკავების (შენარჩუნების) უნარია.




3. გ-გან რიცხვი 3
იდეის არსი
გან = 3 + 1 + 50 = 54 = 9

   განდობილობის (ხელდასმის) არსი სიტყვის ძალის გაცნობიერებაშია.

   ანტაგონისტურად განწყობილ ელემენტთა სინთეზი ქმნის იდეას, ხოლო გონიერება განსაზღვრავს ამ იდეის არსს. იერარქიულ სივრცეში ეს არსი სიკეთეა.
   აქტიური იმარჯვებს პასიურზე, შთაბერავს რა მას სიცოცხლესა და მოძრაობას; სული პირველადია; სამყაროს აქვს სულიერი საწყისი და საფუძვლად უდევს სიკეთე. ბოროტება სიკეთის პროფანაციაა; იგი სუბიექტურია, ნებელობითი და პრიმიტიული ცნობიერების მახასიათებელია.

   54 _ “რასაც დასთეს, იმას მოიმკი”(ქართული ხალხური ანდაზა).




4. დ-დონ რიცხვი 4  
ფორმის არსი
დონ = 4 + 70 + 50 = 124 = 7

   შედეგზე პასუხისმგებლობის გაცნობიერება სამართლიანობის საფუძველია.

   ფორმა იდეის შედეგია. აქედან, რაც უფრო ნათელია იდეა, მით უფრო სრულყოფილია ფორმა.
   ნათელი იდეა ნათელი გონების შედეგია და თუკი იდეა გონიერია, მაშინ შედეგად სათნოება ფორმირდება. ხოლო უგუნური იდეა მახინჯ ფორმათა საფუძველია.
   “ყველას, ვინც ბოროტებას სჩადის, სძულს ნათელი და არ მიდის ნათლისაკენ, რათა არ იქნეს მხილებული მისი საქმენი.
ხოლო ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისაკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი”(იოანე 3.20-21). 




5. ე-ენ რიცხვი 5
სიმტკიცის არსი
ენ = 5 + 50 = 55 = 10 = 1

   სიბრძნეა სიმტკიცის საფუძველი.

   ფორმის გააზრება იძლევა გამოვლინების (განსხეულების) საშუალებას.

   “ოდეს დიადი წესრიგი დამყარდა: ყოველს თავისი სახელი ეწოდა. სახელთა დასაზღვრეს საგანთა საზღვრები”(დაო დე ძინი. XXXII).

   სიმტკიცე (სიმყარე) რეალიზებული ფორმის არსია.

   55 = 5 + 5 = 2 H 5 = 10 = 1 იგია სულიერი გამოვლინების პირველადი შემეცნება. იძლევა შესაძლებლობას: ხედავდე სიცოცხლეს უფრო ფაქიზ სივრცეებშიც და ითანამშრომლო მათთან. მეტაფიზიკური და ფიზიკური სივრცეების ერთიანობა.

   5 = 1 + 4 ადამიანის, როგორც ღვთიური ესენციის (1) გამოვლინება ფორმაში (4).

   5 = 4 + 1 იმპულსური ადამიანი.





6. ვ-ვინ რიცხვი 6
ჰარმონია
ვინ = 6 + 10 + 50 = 66 = 12 = 3
  
   ჰარმონიული განვითარების ფორმულა.

   66 _ ზომიერების შეგრძნება; სოციალური ადაპტაცია.

   66 = 11 * 6 წინააღმდეგობათა ერთიანობის შეგრძნება აძლევს მიკროკოსმოსს მოთმინების უნარს, რათა ჰარმონიულად განვითარდეს (განეფინოს; განივრცოს) მაკროკოსმოსში.

   66 = 33 * 2 სახელმწიფო მოწყობის იდეა: სახელმწიფო ემსახურება ადამიანს, ხოლო ადამიანი სახელმწიფოს.

   12 კოსმოსური ჰარმონიაა.

   12 = 6 + 6 ორი სივრცის ჰარმონიული ურთიერთობა და განსულიერება.

   12 = 4 * 3 მყარი ფორმის ჰარმონიზაციის შესაძლებლობა.

   6 = 3 + 3 ერთი იდეა (3) იზიდავს სხვა ანალოგიურ იდეას (3).

   6 = 2 + 4 ანტაგონისტურად განწყობილ ელემენტთა (2) უხეში მატერიალიზაცია (4) იწვევს სიცოცხლის ფორმირებას (6).




7. ზ-ზენ რიცხვი 7
გამარჯვების არსი
ზენ = 7 + 5 + 50 = 62 = 8

  სამართლიანობის (გამარჯვების) საფუძველი წონასწორობის შენარჩუნებაა და ამ უკანასკნელის (სამართლიანობის; გამარჯვების) მიღწევა სათნოებითა და სიკეთითაა შესაძლებელი.

  გამარჯვება ყველა აქამდე ჩამოთვლილი საფეხურის (1-დან 
6-ის ჩათვლით) გაცნობიერებაა. სამართლიანობა არქეტიპის კანონების მტკიცე ცოდნაა. რეალური გამარჯვება სამართლიანობის გამარჯვებაა.

   62 _ ხშირ შემთხვევაში იძლევა ადამიანურ პროფანაციას; ასევე აღნიშნავს შინაგან წინააღმდეგობას და ნიჰილიზმს.

   62 _ რეალობის პატივისცემაა.

   7 = 5 + 2 ბუნებრივი მოვლენები. გამარჯვების ბუნებრივი გზით წარმართვის ფორმულა.




8. ე მერვე რიცხვი 8
ჭეშმარიტების არსი
                           

   8 = 2 * 2 * 2 სივრცის ფორმალური მოდელია (განსაზღვრავს სამგანზომილებიან სივრცეს). 2 _ ანტაგონიზმია და დაპირისპირებულთა ერთიანობა (ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილი ელემენტები, რომლებიც მოცემულია სივრცის ყველა ნაწილში) მოძრაობის საფუძველია.

   8 = 1 + 7 გამარჯვებულის უპირველესი მოვალეობაა აღადგინოს კანონზომიერება და სამართლიანობა გამარჯვების შედეგად ათვისებულ არეალში.

   წონასწორობა _ მოძრაობისა და
სიცოცხლის კანონია.
   თავისუფლება _ მორალური წონასწორობაა.



9. თ-თან რიცხვი 9
განდობის არსი
თან = 9 + 1 + 50 = 60 = 6

   განდობა (ხელდასმა) აბსოლუტის (უმაღლესი “მე”-ს) შემეცნებაა და იწვევს შინაგან ჰარმონიას.

   60 საზოგადოების (სოციუმის) სიმბოლოა. საზოგადოება პასიურია (60 იყოფა 3-ზე და 3 გონიერების სიმბოლოა) და უკიდურესად პრაქტიკულია (იყოფა 4-ზე და 4 ფორმის სიმბოლოა); აქვს დიდი მოთმინების უნარი (იყოფა 6-ზე), მაგრამ უკიდურესი დაძაბულობის ჟამს საშიში ხდება (იყოფა 2-ზე) როგორც საკუთარი თავისთვის ისე ინდივიდისთვის.

   9 = 3 + 3 + 3 ეს ფორმულა გვეუბნება, რომ შესაძლებელია და სასურველია ხელდასმა (განდობა) მასწავლებლის (მოძღვრის) გარეშე. ასეთ შემთხვევაში მოძღვარი მხოლოდ ფაქტის კონსტატაციას ახორციელებს.

   9 = 2 + 7 უმაღლესი აღსრულება სიკეთის გამარჯვებაა.



10.ი-ინ რიცხვი 10
სიბრძნე
ინ = 10 + 50 = 60 = 6

   ეს ფორმულა იმ ბრძენს ასახავს, რომელთანაც რჩევის საკითხავად მიდიან და ისიც, რამოდენიმე სიტყვით, ან სულაც უსიტყვოდ ახერხებს დაძრას ადამიანი უძრავი მდგომარეობიდან, რათა იგი გაერკვეს სოციალურ რეალობაში და ჰარმონიაში მოვიდეს დროით შექმნილ გარემოებასთან.

   10 ფიზიკურ სივრცეში რელიგიურ ადამიანს ასახავს. ადამიანი მიისწრაფვის არქეტიპის შემეცნებისაკენ. უმაღლეს გამოვლინებაში იგი ბერია, ან წმინდანი. უმდაბლესში _ იგი შეგნებულად იბრძვის ყოველგვარი უმაღლესი გამოვლინების წინააღმდეგ.

   10 = 4 + 3 + 2 + 1 ადამიანი სულიერი (1), პოლარიზებული (2), გონიერი (3), მატერიალური ფორმაა (4).

   10 = 2 + 8 სიბრძნე გამოვლინდება ანტაგონისტურად განწყობილ ელემენტთა თანაარსებობის კანონზომიერების ცოდნაში.

   გწამდეს, ნიშნავს იცოდე, რომ რაც გწამს, ის აუცილებლად აღსრულდება.





11. კ-კან რიცხვი 20
გონების ძალა
კან = 20 + 1 + 50 = 71 = 8

   რეალურ სივრცეში ლავირების უნარი წინააღმდეგობათა ერთიანობის კანონზომიერების (გაცნობიერების) პირდაპირპროპორციულია.

   წინააღმდეგობათა ერთიანობა მოძრაობის საფუძველია. არ არის დაპირისპირება, არ არის ქმედება. არ არის ქმედება, არ არის განვითარება. იწყება სტაგნაცია.

   11 = 5 + 6 ნორმალური აქტივობის ფორმულა: როცა მიკროკოსმოსი მართავს მაკროკოსმოსს.

   11 = 10 + 1 პროგრესი ადამიანში ღვთიური ესენციის გამოვლინებაა.

   აზრი მატერიაა და მის შემადგენლობას განსაზღვრავს აზრის ხასიათი; ამ მატერიას, ოპერატორის შემოქმედებითი ძალიდან გამომდინარე, შეუძლია გამოიწვიოს ცვლილება; ეს ცვლილება პირდაპირპროპორციულია ოპერატორის ნების ძალისა და ცოდნისა.




12. ლ-ლას რიცხვი 30
გონიერება
ლას = 30 + 1 +200 = 231 = 6 

   მარტივად “სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს”.

   12 = 8 + 4 სიფრთხილეს წარმოშობს კანონის დომინირება ფორმაზე, ხოლო ფორმის დომინირება კანონზე (4 + 8) მსხვერპლის წინაპირობაა.



13. მ-მან რიცხვი 40
ტრანსმუტაცია
მან = 40 + 1 + 50 = 91 = 10 = 1

   ადამიანური არსებობის უმაღლესი მიზანი აბსოლუტის გაცნობიერებაა და იგი მხოლოდ სულიერი განვითარების გზით მიიღწევა _ 13 + 12 + 11 + . . . + 2 + 1 = 91.

   1 + 2 + 3 + . . . + 12 + 13 = 91 სრული დაცემის სიმბოლოა და მისი შედეგი სტაგნაციაა.

   პარალელისათვის: “ამინ” ებრაულად იწერება სამი ნიშნით אמנ “ალეფ” (რიცხვითი მნიშვნელობა-1), “მემ” (რიცხვითი მნიშვნელობა-40) და “ნუნ” (რიცხვითი მნიშვნელობა  _ 50) და მისი ჯამური რიცხვია 1 + 40 + 50 = 91.

   სიკვდილის ფორმულები:

   13 = 1 + 12 იდეის განხორციელებისათვის ნებაყოფლობითი მსხვერპლის გაღება.

   13 = 2 + 11 ძალისმიერი სიკვდილი.

   13 = 3 + 10 ბუნებრივი სიკვდილი.

   13 = 4 + 9 სიკვდილი გადაძაბულობით.

   13 = 5 + 8 სასიკვდილო განაჩენი.

   13 = 6 + 7 სიკვდილი იდეის გამარჯვებისათვის ბრძოლაში.

   13 = 7 + 6 სიკვდილი უთანასწორო ბრძოლაში.

   13 = 8 + 5 თვითმკვლელობა.

   13 = 9 + 4 არასასურველი გარემოებით გამოწვეული უდროო (ნაადრევი) სიკვდილი.

   13 = 10 + 3 სიკვდილი შთამომავლობაში.

   13 = 11 + 2 შინაგან წინააღმდეგობათა გადაულახაობის გაცნობიერებით გამოწვეული სიკვდილი.

   13 = 12 + 1 გადასვლა ფაქიზ სივრცეში, როგორც უხეშ სივრცეში არსებული ამოცანის დასრულების შედეგი.

   ადამიანი, რომელსაც არც არაფრის ეშინია და არც არაფერი სურს, მბრძანებელია. 



14. ნ-ნარ რიცხვი 50
სიტყვის ძალა
ნარ = 50 + 1 + 100 = 151 = 7
   გაცნობიერებული მიზანი გამარჯვების ტოლფასია.

   მიზანმიმართული სიტყვა, თავის მოქმედების არეალში, ჰქმნის იმას, რასაც ამტკიცებს.

   ცოდნა იძლევა საშუალებას. რაც მეტია ცნობილი ობიექტის შესახებ, მით უფრო იოლია მასზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. აქედან, ცოდნა _ ძალაუფლებაა.

   “ვინც ეტყვის ამ მთას: აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას”(მარკოზი 11.23).

   14 = 1 + 13 თვითშემეცნება _ ინდივიდუალური გამოცდილების გაცნობიერებაა.

   14 = 2 * 7 ყოველგვარი აპრიორული დასკვნა _ აპრიორული არჩევანია. თვითშემეცნებისათვის აუცილებელია ტრანსცენდენტალური სამართლიანობა.



15. იოტა. რიცხვი 60
სინთეზი. ანალიზი
იოტა = 10 + 70 + 300 + 1 = 381 = 12 = 3
    
   იდეის შექმნის აუცილებელი ატრიბუტებია პრინციპი, სიბრძნე, პასუხისმგებლობა და იდეის არსში ლოგიკური წიაღსვლა (ანალიზი).

    15 = 4 + 11 რაიმე პროცესის ანალიზი პირდაპირპროპორციულია გონების ძალის (11) მეშვეობით ამ პროცესის ფორმირებისა (4).



16. ო-ონ რიცხვი 70 
იძულება. პასუხისმგებლობა
ონ = 70 + 50 = 120 = 3
   
   სიტყვის ძალის მენტალური მართვის ფორმულა.

   16 = 2 + 14 აიღო პასუხისმგებლობა საგანზე (პროცესზე, მოვლენაზე) ნიშნავს გააცნობიერო ამ საგნის (პროცესის, მოვლენის) ორმაგი ბუნება.



17. პ-პარ რიცხვი 80
განჭვრეტა. ინტუიცია
პარ = 80 + 1 +100 = 181 = 10 = 1

   მხოლოდ განჭვრეტითა და  კონცენტრირებული ნების მეშვეობითაა შესაძლებელი აბსოლუტური “მე”-ს შემეცნება.

   17 = 1 + 16 გულმოწყალება ღვთიური ესენციისა და პასუხისმგებლობის შედეგია.

   17 = 6 + 11 თავისუფალ ნებასა და ფსიქიკურ ძალას მივყავართ ინტუიციამდე.



18. ჟ-ჟან რიცხვი 90
განდეგილობა. მარტოობა
ჟან = 90 + 1 + 50 = 141 = 6

   თავისუფალი ნების გამოხატვა მხოლოდ თვითშემეცნებითაა შესაძლებელი.

   18 = 4 + 14 ფორმირებული სიტყვის ძალა (თუ იგი ნეგატიური მუხტის მატარებელია) საშიშროებას წარმოადგენს ინდივიდისათვის.



19. რ-რაე რიცხვი 100
მიზანი. ზემოქმედება
რაე = 100 + 1 + 5 = 106 = 7

   ნების მიზანმიმართული გამოვლენა გამარჯვების ტოლფასია. ან, გამარჯვება კონცენტრირებული ნების გამოვლენის შედეგია.
   19 = 5 + 14 შემოქმედება გაცოცხლებული წარმოსახვაა.

   19 = 8 + 11 ალქიმიური პროცესის მართვა შესაძლებელია ბუნების კანონების შერწყმით გონების ძალასთან.

   

20. ს-სან რიცხვი 200
ენერგია _ აღსრულების ძალა
სან = 200 + 1 + 50 = 251 = 8

   ინდივიდის სტრუქტურირებული თვითშემეცნების ფირმულა.

   20 = 6 + 14 აღსრულების ძალა პირდაპირპროპორციულია თავისუფალი ნების (6) და გონების ძალის (14) შერწყმისა.



21. ტ-ტარ რიცხვი 300
განსჯა. ფორმალური ლოგიკა
ტარ = 300 + 1 + 100 = 401 = 5

   შეიძლება განვიხილოთ, როგორც ნეიროლინგვისტური პროგრამირება.

   21 = 7 + 14 სულიერ არსში ჩაღრმავება ინდივიდისთვის მხოლოდ სამართლიანი თვითშემეცნების გზითაა შესაძლებელი.




0. ვიე. რიცხვი 0
  არაფერი და ყველაფერი.
  აბსოლუტი _ დრო




22. უ-უნ რიცხვი 400
პოლარიზაცია _ სიკეთე და ბოროტება.
უარყოფა
უნ = 400 + 50 = 450 = 9

   განდობის არსი სიკეთისა და ბოროტების არსის შემეცნებაშია.

   22 = 8 + 14 ბუნების ფორმალური მოდელის გაცნობიერებას
მივყავართ პოლარიზაციის, როგორც კოსმიური საწყისის, აღიარებამდე.



23. ფ-ფარ რიცხვი 500
აქტიური ეგრეგორი
ფარ = 500 + 1 + 100 = 601 = 7

   ეგრეგორის მიზანმიმართული გააქტიურების ფორმულა.

   23 = 8 + 15 აქტიური ეგრეგორი ფიზიკისა და 
მეტაფიზიკის კანონების გაცნობიერებული სინთეზის პირდაპირპროპორციულია.



24. ქ-ქან რიცხვი 600
ანალოგია. აზრთფორმა
ქან = 600 + 1 + 50 = 651 = 12 = 3

   ანალოგიის კანონის ცოდნა იდეის სრულყოფილად გამოხატვის წინაპირობაა.

   “რასაც შეკრავ დედამიწაზე, ზეცაშიც შეკრული იქნება, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც”(მათე 16.19).  

   24 = 11 + 13 აზრთფორმა ფსიქოენერგიის ტრანსმუტაციის შედეგია.

   24 = 3 * 8 საგნის (ქმედების) ანალოგია ეს იგივეა, რაც ამ საგნის (ქმედების) ფორმალური მოდელი.




25. ღ-ღან რიცხვი 700
გამოცდა. ცდუნება
ღან = 700 + 1 + 50 = 751 = 13 = 4

   სულიერი პროგრესის ფორმულაა.

   25 = 23 + 2 გამოცდილება ანტაგონისტურ ელემენტთა შორის არჩევანის შედეგად ცოცხლდება. აქედან, ბედისწერაში თავისუფალი ნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 
   25 = 11 + 14 პროგრესირებადი ინდივიდი, თვითშემეცნებით ახერხებს სიცოცხლის სიღრმეების შეცნობას.





26. ყ-ყარ რიცხვი 800
განახლება. დაცემა
ყარ = 800 + 1 + 100 = 901 = 10 = 1

   განახლების ინდივიდუალური ციკლის ფორმულაა (მიზანი _ აბსოლუტის შემეცნება).

   26 = 13 + 13 ტრანსმუტაცია და სტაგნაცია _ სიცოცხლის (ცხოვრების) ციკლი.

   26 = 12 + 14 უმაღლეს სულიერებას ურთულესი გამოცდილებით მიჰყავს ადამიანი კოსმიურ ცნობიერებამდე.




27. შ-შინ რიცხვი 900
  განცდა. მისტიური ერთიანობა.
  შინ = 900 + 10 + 50 = 960 = 15 = 6
     
     ბუნებასთან ჰარმონიული შერწყმის სამი
 უმთავრესი ატრიბუტია: განცდა _ როგორც 
 მისტიური ერთიანობა, ცოდნა და სიბრძნე.

     27 = 9 + 9 + 9 აღსრულებული ხელდასმის ფორმულაა.

     27 = 13 + 14 განცდა, როგორც მისტიური ერთიანობა 
   პერმანენტული (13) თვითშემეცნების (14) შედეგია.


____________________________________________________
28. ჩ-ჩინ რიცხვი 1000
ინდივიდუალობა. ხასიათი
ჩინ = 1000 + 10 + 50 = 1060 = 7

   ინდივიდის სულიერი წიაღსვლა იწვევს
სამართლიანობის შეგრძნებას.

   28 = 1 + 2 + 3 + 4 + 5 + 6 + 7 სრული სულიერი გამოვლინება.

   28 = 27 + 1 მატერიალურ სამყაროში სულიერი ნეტარების ფორმულაა.

   28 = 24 + 4 ინდივიდუალობა, როგორც კოსმიური კანონზომიერების ფორმირება.

   28 = 4 * 7 მატერიის განსულიერება.



29. ც-ცან რიცხვი 2000
პარტნიორობა. თანადგომა 
ცან = 2000 + 1 + 50 = 2051 = 8

   გაცნობიერებული თანადგომის ფორმულა.

   29 = 22 + 7 სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლაში გამარჯვება თანადგომითაა შესაძლებელი.



30. ძ-ძილ რიცხვი 3000
აზრი _ ინტერესი. წესრიგი
ძილ = 3000 + 10 + 30 = 3040 = 7

   გამარჯვების საფუძველი ინტერესების ფრთხილი და ბრძნული გამოხატვაა.

   30 = 16 + 14 წესრიგის საფუძველი გაცნობიერებული პასუხისმგებლობაა. ან, წესრიგი პასუხისმგებლობის გაცნობიერების შედეგია.



31. წ-წილ რიცხვი 4000
სიმყარე
წილ = 4000 + 10 + 30 = 4040 = 8

   შეგნებული მსხვერპლშეწირვის ფორმულა.

   31 = 29 + 2 “ბოროტების ფესვი” მოუწესრიგებელი სიკეთეა. და კიდევ, “ბოროტების ფესვი” უკეთური ინტერესებია.



32. ჭ-ჭარ რიცხვი 5000 
ლოგიკა. მეტყველება
ჭარ = 5000 + 1 + 100 = 5101 = 7

   შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ტარ, ე.ი. ნეიროლინგვისტური ზემოქმედების ფორმულაა.

   32 = 24 + 8 ლოგიკა კანონზომიერების ფორმალური მოდელია.

საინტერესოა ქართული სიტყვა “ჭარ-ტალ-ი”, . . “ლ”-მ (შესაძლებელია) “რ” ჩაანაცვლა.



33. ხ-ხან რიცხვი 6000
ფორმათა ჰარმონია 
ხან = 6000 + 1 + 50 = 6051 = 12 = 3

   ფორმათა ჰარმონიის (სახელმწიფოს) შემეცნების ფორმულა.

   33 = 3 * 11 სახელმწიფოს მშენებლობის ქვაკუთხედი წინააღმდეგობათა ერთიანობაა.






34. ხარ რიცხვი 7000
გამარჯვება. რწმენა
âარ = 7000 + 1 + 100 = 7101 = 9
   
   გამარჯვების მიზანი აღსრულებაა.

   34 = 17 + 17 სულიერი და ხორციელი სიყვარულის ჰარმონიული ერთიანობის ფორმულა.

   

35. ჯ-ჯან რიცხვი 8000
კანონი. ტრადიცია
ჯან = 8000 + 1 + 50 = 8051 = 14 = 5

   კანონის ცოდნა (გაცნობიერება) იძლევა  სიმტკიცის (სიმყარის) შეგრძნებას.

   35 = 5 * 7 სიცოცხლის განსულიერება.



36. ჰ-ჰაე რიცხვი 9000
აღსრულება
ჰაე = 9000 + 1 + 5 = 9006 = 15 = 6

   “მიწა იყავ და მიწად იქეც”(ქართული ხალხური თქმა).

   “შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე ფასობს შენითა” (ვაჟა ფშაველა).

   36 = 20 + 16 აღსრულება, როგორც დროში იძულებითი გარდასახვა, იგივე “გარდაცვალება”.
   ქართული სიტყვა “გარდაცვალება” უნდა მიგვანიშნებდეს ადამიანის გადასვლას უხეში (მატერიალური) არსებობიდან უფრო მაღალ, ფაქიზ (სულიერ) არსებობაში.



37. ჰოე რიცხვი 10 000
ციკლი. დასასრული და დასაწყისი. სრულქმნა
ჰოე = 9000 + 70 + 5 = 9075 = 21 = 3
   
   სრულქმნა _ აღსრულებული (ფორმირებული) იდეა.

111 = 3 * 37 გასაღები. ექსტრემალური 
     “მე”. განსულიერებული იდეა. “ოქროს 
     შუალედი”.

222 = 6 * 37 შემოქმედებითი ენერგია.
      ექსტრასენსი. მიწა (დედამიწა).

333 = 9 * 37 არასტაბილური ინტერესები.
      დანაკარგი. უწესო (თავქარიანი, 
      თავაშვებული) ცხოვრება.


444 = 12 * 37 სისხლი და ხორცი. 
      ფორმირების ციკლი. ასტრალური
      გველი.

555 = 15 * 37 “ყოველივე, რაც 
      წუთისოფელშია: ხორციელი 
      გულისთქმა, თვალთა გულისთქმა 
      და სიამაყე ცხოვრებისა,_ მამისაგან
      კი არა, წუთისოფლისგან არის (იოანე 2.16).
      სატანა. ცოდვა.

666 = 18 * 37 მხეცის რიცხვი. “მე ვარ 
      მიწის მბრძანებელი”. 
      ხორციელი სიყვარული. 
      “მისი გარყვნილების მძვინვარე 
      ღვინისაგან სვა ყველა ერმა;
      დედამიწის მეფეები მეძაობდნენ
      მასთან და დედამიწის ვაჭრები 
      მისი ფუფუნების ძალისაგან 
      გამდიდრდნენ”(გამოცხადება 18.3).

777 = 21 * 37 ანგელოზის რიცხვი. განცდა.
      მოთმინება. ამტანობა. ადამიანის 
      შინაგანი რაობა. ღვთიური 
      სიყვარული.

888 = 24 * 37 ტრადიცია. ლოგოსის 
      დემოსტრაცია. სიცოცხლის
      ფორმირება.

999 = 27 * 37 ღმერთის სახელი. 
      აბსოლუტური გონი. სიტყვა,
      რომელიც არ გამოითქმის. 
      განჭვრეტა.






მალხაზ გველუკაშვილი 2006





   
    


   

No comments:

Post a Comment