Saturday, June 8, 2013

მეტაფიზიკური მისტერიები

           

მეტაფიზიკური მისტერიები - 

METAPHYSICAL MYSTERIES



1.  მას შემდეგ, რაც ადამიანი საბოლოოდ დაშორდა  ბუნებას, დაკარგა რა მეტაფიზიკური  ხედვის უნარი, შექმნა ფიზიკურ მეცნიერებათა (ბუნებისმეტყველებათა) მიმართულებანი და დაიწყო ძიება კოსმოსის შექმნის მიზეზებისა თუ რაგვარობისა. უძველესი ადამიანისთვის, ანუ საწყისებში მცხოვრები იმ კაცისათვის, რომელიც ბუნების ჭეშმარიტი  შვილი იყო, მსგავსი კითხვები, თანამედროვე მეცნიერების წინ რომ დგას, არასოდეს იბადებოდა. მათთვის ნათელი იყო, რომ თეოსმა ქაოსისაგან შექმნა კოსმოსი.
თეოსი (წარმართულში იგივე “ცა”, იგივე ღმერთთა პანთეონი, ბიბლიაში _ მამა ღმერთი) ესაა გონიერი არქეტიპების “სივრცე” (იგივე _ მეტაფიზიკური სივრცე), მისგან იქმნება და სულიერდება ხილული სამყარო და ეს იგივეა, რაც ქართული “საუფლო”, ბერძნულ კოსმოგონიაში შეიმეცნებოდა, როგორც გონებრივი ბიპოლარობა.
ქაოსი ესაა საწყისი (პირველადი) ერთიანი მეტაფიზიკური ველი, ყოველგვარი მახასიათებლის გარეშე; მასში დევს განხორციელების (ფორმირების) უნარი (ინფორმაცია); ბერძნული კოსმოგონიით  _                      არადიფერენცირებული ერთიანობა. ესაა იგივე სიტყვა (სულიწმინდის თვისებებით): “თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთან. Dდა სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო თავდაპირველად ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა. Dდა მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა” /იოანე 1 (1, 2, 3) /.
კოსმოსი ესაა ხილული სამყარო, სამგანზომილებიანი სივრცე, ცვალებად დროში; იგივე, განცხადებული სამება, ფიზიკური სხეული.
საუფლო და სამყარო ერთად აღებული, არის მსოფლიო. ძველ ქართველებში სიტყვა “სამყაროს” მრავალი სინონიმი ჰქონდა და ერთ-ერთი იყო ”სოფელი”.


2. ფიზიკაში სიდიდეს, რომელიც განსაზღვრავს სხეულის მიერ  სამუშაოს შესრულების უნარს, ენერგიას უწოდებენ, ანუ ეს იგივეა, რაც მატერიის მოძრაობის საერთო რაოდენობრივი მახასიათებელი.
მეტაფიზიკური ენერგია მაცოცხლებელი და მკვებავია ნებისმიერი ფიზიკური ენერგიისა. მეტაფიზიკური ენერგია ატარებს ქმედების ინფორმაციას”: თქვა ღმერთმა. . . და იქმნა” /დაბადება 1 (3, 7, 9, 20, 24, 30)/, აქედან: მეტაფიზიკური ენერგია ეს არის ქმედების ინფორმაციის მოძრაობის საერთო მახასიათებელი. ხოლო მეტაფიზიკური ველი ინახავს ქმედების ინფორმაციას. ინფორმაცია შეიძლება იყოს სასიცოცხლო, გრძნობიერი, ნებელობითი და სხვა, მიმართული სრულყოფისაკენ (იგივე _ ”დადებითი”, ან “იან”, ან “ჰო” ) ან სურვილებისაკენ (იგივე _ ”უარყოფითი”, ან “ინ”, ან “არა”). Aამ ინფორმაციას ღებულობს, ინახავს და გასცემს ნებისმიერი ფიზიკური სხეული, პლანეტა იქნება ეს თუ მინერალი, მცენარე, ცხოველი თუ ადამიანი. Aაქედან გამომდინარე; ნებისმიერ ფიზიკურ სხეულს გააჩნია მეტაფიზიკური ენერგია და ველი, რომელნიც საერთო, მსოფლიური მეტაფიზიკური ენერგიისა და მეტაფიზიკური ველის ნაწილს წარმოადგენენ.


3. ახლა მოკლედ დავახასიათოთ ის ოთხი ელემენტი, რომელთაც ძველი მეცნიერები  და ფილოსოფოსები მიიჩნევდნენ მსოფლიოს შექმნისა და აგებულების ქვაკუთხედად.
ცეცხლი _ ინტუიციური და იმპულსური საწყისია, გამოხატავს გრძნობებს, აზრებს, ნებელობას, რომელშიაც “მე”, პიროვნება აირეკლება. ცეცხლი არის მეტაფიზიკური ენერგია, რომელიც მიმართულია “ზემოთ” (ინტუიცია) სრულყოფისაკენ, ან “ქვემოთ” (ნებელობა) სურვილებისაკენ.
მიწა გამოხატავს ფიზიკურ სხეულს, ფორმას, მატერიას (მინერალურ საწყისს).
ჰაერი, როგორც მეტაფიზიკუტი ელემენტი, ეთერული სხეულია; არაფიზიკური, ზეგრძნობადი სუბსტანცია _ ვიბრირებული სულიერი სინათლეა; იგივე სამშვინველი. იგი აკავშირებს ”მე”-ს ასტრალურ სხულთან.
წყალი  გამოხატავს ასტრალურ სხეულს. მასში დევს სიცოცხლის საიდუმლოება.


 4. უძველესი სწავლებით, მარადისობა (ქრონოსი) _ იგივე გაჩერებული, გაყინული (უმოძრაო) დრო _ იყო პირველადი  და მასში იყო იდეა (ნება _ სიყვარული _ გონი) მსოფლიოს (როგორც ფიზიკურის, ანუ სამყაროს, ანუ “მიწის”, ასევე მეტაფიზიკურის, ანუ საუფლოს, ანუ “ცის”) შექმნისა.
ძველ სამყაროში იგი ითვლებოდა  ყველაფრის საწყისად; მისგანვე იშვა მსოფლიოს შექმნამდე არსებული ქაოსი _ ცარიელი სივრცე _ რომელიც, როგორც სიბნელე და ნისლი წარმოიდგინებოდა. ჩინელი ბრძენი ლაო-ძი გვამცნობს:” დასაბამში დაბრუნებას _ სიმშვიდე ჰქვია, სიმშვიდეს _ არსში დაბრუნება ჰქვია, არსში დაბრუნებას _ მარადისობა ჰქვია” /დაო დე ძინი. XVI/.


5. მარადისობის ამოძრავებამ შექმნა დრო. "უძრაობაა საფუძველი მოძრაობისა” /დაო დე ძინი XXVI /. მოძრაობა არსია ქმედებისა და მიზეზი პირველი ამოძრავებისა (ეს იყო იდეა: ნება _ სიყვარული _ გონი), რომელმაც შექმნა დრო (და შემდგომ დროში განახორციელა: ქმედება _ ენერგია _ ფორმა), განუყოფელი სიყვარული იყო.
   6. ძველი სამყაროს წარმოდგენებით, დროთა განმავლობაში, მოძრაობის შედეგად ნისლებმა (ქაოსმა) კვერცხის სახე მიიღო, შემდეგ ორად გაიყო და ერთისაგან წარმოიშვა “ცა”, ხოლო მეორისაგან “მიწა”.
“ცა” _ როგორც უკვე ვთქვით, ეს იგივე საუფლოა, რომელიც მეტაფიზიკური სივრცის სინონიმს წარმოადგენს. ხოლო  “მიწა” (იგივე სამყარო) _ ფიზიკური სივრცეა. თითოეული სივრცე სტატიკურ მდგომარეობაში (მოძრაობის, ე. ი. Dდროის გარეშე), სამგანზომილებიანია და იგი სტერეომეტრიულად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:
                   
მეშვიდე (დინამიური) განზომილება _ ესაა დრო.

 7. შვიდგანზომილებიანი მსოფლიო სტატიკურ მდგომარეობაში,   ე. ი. Dდროის (მენტალური) განზომილების გარეშე სიბრტყეზე (პლანიმეტრულად) ექვსქიმიანი ვარსკვლავის სახით წარმოგვიდგება (ორი ტოლგვერდა სამკუთხედი).
Aაქედან, ერთი სამკუთხედი (ნება _ სიყვარული _ გონი) მეტაფიზიკურ სივრცეს ასახავს; ხოლო მეორე (ქმედება _ ენერგია _ ფორმა) _ ფიზიკურს.


   

8.მსოფლიოს შექმნაში (და  მის ჩამოყალიბებაში) პირველადვე მთავარი (და ძირეული)   როლი ლოგოსებმა აღასრულეს.
ლოგოსი _ განხორციელებული (ცხოველი) სიტყვაა (“თავდაპირველად იყო სიტყვა . . .”  /იოანე 1 (1) /) რომელიც ენერგეტიკულად წარმოადგენს არადიფერენცირებულ ერთიანობას; მასშია გონებრივი ბიპოლარობის (განცხადებული სამებაში) აღსრულების მექანიზმი.
ანუ, უფრო მარტივად, ლოგოსში დევს მექანიზმი იდეის განხორციელებისა (აღსრულებისა).
როგორც მსოფლიოს სტატიკური მდგომარეობის გეგმილიდან ჩანს, ლოგოსი სამია:
პირველი ლოგოსია ნება _ ქმედება;
მეორე ლოგოსია სიყვარული _ ენერგია;
მესამე ლოგოსია გონი _ ფორმა.
აქედან, პირველი სამეული ნება (7) _ სიყვარული (6) _ გონი (5) მეტაფიზიკური განზომილებანია (ასახავს თეოსს); მეორე სამეული ქმედება (1) _ ენერგია (2) _ ფორმა (3) ფიზიკური განზომილებანია (ასახავს კოსმოსს). მათ (თეოსს და კოსმოსს) აკავშირებს დრო, რომელსაც მოჰყავს მოძრაობაში (დინამიკაში) მთელი მსოფლიო.
გაგება სრული ლოგოსისა (ანუ, ჰარმონია _ არსი ლოგოსისა), რომელიც მოიცავს სამივე ლოგოს (ანუ, იგივეა რაც “თეოსმა ქაოსისგან შექმნა კოსმოსი”), ერთიან, ჰარმონიულ შვიდგანზომილებიან მსოფლიოს აგებულებაში მდგომარეობს.

9. შვიდგანზომილებიანი მსოფლიო (იგივე, ექვსგანზომილებიანი მსოფლიო დინამიკაში) წარმოიდგინება რვაქიმიანი ვარსკვლავის სახით. იგი წარმოადგენს სტატიკური (ექვსგანზომილებიანი) მსოფლიოს სპირალისებურ ბრუნვას დროის (მენტალური) განზომილების (იგივე ღერძის) გარშემო.
გრაფიკულად: ბრუნვის დროს თითოეული სამკუთხედი (რომლებიც ასახავენ ფიზიკურ და მეტაფიზიკურ სივრცეებს) ორდება და მიიღება ოთხი სამკუთხედი (ოთხი სივრცე), რაც სიბრტყეზე აისახება როგორც რვაქიმიანი ვარსკვლავი.
შვიდგანზომილებიანი მსოფლიო სტერეომეტრულად წარმოიდგინება როგორც ოთხი სამკუთხედი. თითოეული სამკუთხედი სამგანზომილებიან სივრცეში მდებარეობს, რაც ილუზიურად თორმეტ განზომილებად წარმოიდგინება (3 X 4 =12), სინამდვილეში კი ეს არის ორი სივრცის (ფიზიკურის და მეტაფიზიკურის, ანუ ექვსი განზომილების) გაორება, რაშიაც მისტერირდება მსოფლიოს ბიპოლარობა.

10. აღმოსავლურ აზროვნებაში არსობის დამფუძნებელი პრინციპი წინააღმდეგობათა ერთიანობაში მდგომარეობს, რაც თავისი არსით დიალექტიკურ აზროვნებას უახლოვდება. ჩინეთში ამას წრეში შავ და თეთრ სიმბოლოთა ერთიანობით გამოსახავდნენ. მის თეთრ ნაწილს “იან”-ს უწოდებენ, ხოლო შავს _ “ინ”-ს. დასავლურ აზროვნებაში მათ დადებითი  (+) და უარყოფითი (_) ცვლის, რაც ქართული “ჰო” და “არა”-ა.
შესაბამისობა ამ სახელთა (სხვადასხვა ეპოქებსა თუ აზროვნებაში) ასეთია:
(+) = ჰო = იან = ცა = მამრი = თეოსი = მეტაფიზიკური = აქტიური
(_) = არა = ინ = მიწა = მდედრი = კოსმოსი = ფიზიკური = პასიური.
A







არსობის დამფუძნებელი პრინციპი_წინააღმდეგობათა ერთიანობა მსოფლიოს ბიპოლარობაშიც თვალნათლივ აისახება.
Dდავუბრუნდეთ შვიდგანზომილებიანი მსოფლიოს დინამიურ მოდელს. მეტაფიზიკური სივრცის პოლარობა ფიზიკურ სივრცეში გამოიხატება და პირიქით. მაგრამ, თვით (შიგნით) ფიზიკურ და მეტაფიზიკურ სივრცეებშიც არსებობს ბიპოლარობა.
მაგალითად: ფიზიკური სივრცის ქმედება (1) _ ენერგია (6) _ ფორმა (3) პოლარობა აისახება ქმედება (9) _ ენერგია (6) _ფორმა (8) სივრცეში. Aაქ “ქმედება (1)”-ის პოლარობა “ქმედება (9)”-ა, ისინი ერთმანეთის მიმართ წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებაში იმყოფებიან და ერთად წონასწორობას (ზომიერებას, თანხმობას) ქმნიან. ლაო-ძი გვასწავლის: “ყოფიერი და არყოფნა ერთმანეთს შობს, მძიმე და მსუბუქი ერთმანეთს შეიქმს. გრძელი და მოკლე ურთიერთს გასწონის, მაღალი და დაბალი ურთიერთს ფლობს. ბგერათა შერწყმა თანხმობას იქმს. წინმავალი და უკანმავალი ერთმანეთს მორჩილებს” /დაო დე ძინი. II /
მეტაფიზიკური სივრცის ნება (9)_ სიყვარული (4)-_გონი (7) პოლარობა აისხება ნება (1)_ სიყვარული (4)_ გონი (2) სივრცეში.
როგორც ვხედავთ, ენერგია (6) და სიყვარული (4) უცვლელია, ე. ი. ისინი ერთ არსში არიან ბიპოლარულები, ანუ მათი არსობის პრინციპია ბიპოლარული (წინააღმდეგობათა ერთიანობა _ დიალექტიკა).
სრულ ლოგოსში, რომელიც სამივე ლოგოსს მოიცავს (ნება_ქმედება, სიყვარული_ ენერგია, გონი_ფორმა), მეორე ლოგოსი (სიყვარული_ენერგია) უუცვლელია და  საფუძველია მარადისობის.
თითოეული ლოგოსი თავის არსში (საფუძველში და შინაარსში) ბიპოლარულია.
Aაღმოსავლურ აზროვნებაში სრული ლოგოსი ერთი სიტყვით _ ”აუმ” _ გამოიხატება, სადაც “ა” _ დაწყებას, გახსნას და დაბადებას ნიშნავს; “უ” _ გამოვლინებას, აღორძინებას; “მ” _ ციკლის დასრულებას.
“აუმ” _ თავისი არსით თითოეულ ლოგოსშიცაა მოცემული და სამივე ლოგოსის ერთიანობაშიცაა: “ა” _ პირველი ლოგოსია; “უ” _ მეორე; “მ” _ მესამე.

    11. ადამიანის აგებულება მსოფლიოს აგებულების ადექვატურია, და სწორედ ამიტომ ხშირად მას მოკროკოსმოსსაც უწოდებენ. _ახლა გადავხედოთ ადამიანს ინდური თვალთახედვიდან.
წრეში აღნიშნული რიცხვები ჩაკრებს აღნიშნავს, ხოლო თავისუფალი _ სხეულებს. თითოეულ ჩაკრასა და სხეულს თავისი სახელები აქვს.
თუ დავუკავშირებთ შვიდგანზომილებიან მსოფლიოს და ადამიანის აგებულებას ერთმანეთს, მივიღებთ ქვემოთ მოყვანილ ცხრილს (ცხრილი იხ.
Qქვემოთ).


ჩაკრების ინდური დასახელება შესატყვისი
მსოფლიოს         აგებულება ელემენტი
ლოგოსები
7
6
5
4
3
2
1  სახასრარა
  აჯილ
  ვიშუდხა
  ანახარა
  მანინურა
  სვადხისტანა
  მულადხარა აბსოლუტი
ინტუიტიური
კარმიული
მენტალური
ასტრალური
ეთერული
ფიზიკური ნება
სიყვარული
გონი
დრო
ფორმა
ენერგია
ქმედება წყალი
ჰაერი
მიწა
ცეცხლი
წყალი
ჰაერი
მიწა  I
  I I
  I I I

  I I I
  I I
  I
თეოსოფიური სწავლების მიხედვით თანამედროვე ადამიანი ოთხწევრაა: პირველი წევრი ხორცია, მეორე _ სამშვინველი, მესამე _
სული, ხოლო მეოთხე_მენტალური (“მე”).

თითოეული წევრი თითო ლოგოსს უკავშირდება:
პირველი: ნება (აბსოლუტი) _ ქმედება (ფიზიკური)
მეორე: სიყვარული (ინტუიტიური) _ ენერგია (ეთერული)
მესამე: გონება (კარმიული) _ ფორმა (ასტრალური)                
პირველი “კაცი” (უძველესი ადამიანი) სამწევრა იყო, ხოლო შემდგომ, დროთა განმავლობაში მას გაუჩნდა მენტალიტეტი (შემეცნება, იგივე “ჰო” და “არა”) და იქცა ოთხწევრა (ანუ თანამედროვე) ადამიანად.


თუ ელემენტთა მიმართებას დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ბიპოლარობა ადამიანისა და მსოფლიოს აგებულებაში ადექვატურია.
ყოველივე ზემოთქმულში დევს ანთროპოცენტრული აზროვნების არსი, რომელსაც ძველ კოლხეთში სიმბოლურად გამოხატავდნენ თორმეტქიმიანი სვასტიკის სახით რომლის ცენტრშიც დგას ოთხწევრა ადამიანი (“კაცი”) _”ჰო” და “არა”: “შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი” /დაბადება 1 (27) /. ლაო-ძი გვამცნობს: “ვინცა შეიცნო მამრობა თვისი; მანვე შეიცნო მდედრობა თვისი. იგი ველია სამყაროსი” /დაო დე ძინი XVIII /. შემდგომ რვაქიმიანი ვარსკვლავი, იგივე შვიდგანზომილებიანი მსოფლიო დინამიკაში და ბოლოს კვადრატი, რომელიც მსოფლიოს ამგებ ოთხ ელემენტს (ოთხ სტიქიას) გამოსახავს.                                                                              

                   
     


         






როგორც ვხედავთ, ლოგოსები სრულადაა ასახული კოლხურ (იბერიულ) სვასტიკაში.
 ლოგოსის სტატიკური რიცხვია რვა (7 + 1; 6 + 2; 5 + 3) ,ხოლო დინამიური _ თორმეტი (7 + 4 + 1; 6 + 4 + 2; 5 + 4 + 3). 4, 8 და 12 ეს სვასტიკის ციკლია, ერთად სრული ლოგოსის (ჰარმონიის) მისტერიას გამოსახავენ.
       

 12.  სიტყვა “ადამიანი” ქართულ მეტყველებაში გვიანაა შემოსული, ადრე მას “კაცი” ეწოდებოდა და “მამაკაცად” და “დედაკაცად” იყოფოდა.
Aამჟამად ჩემს მიზანს არ შეადგენს “კაცი”-სა და “ადამიანი”-ს მეტაფიზიკური არსის განსხვავებაზე ვისაუბრო.  ჩემი მიზანია მოკლედ აღვწერო მათი (რამეთუ იდენტურია) ენერგეტიკული აგებულება. ისევე როგორც მსოფლიო, ადამიანიც ბიპოლარულია, ანუ , რაც იგივეა, სქესთა (მამაკაცის და დედაკაცის) ენერგეტიკული აღნაგობა ურთიერთპოლარულია.

 Aაი, რას წერს ადამიანის ენერგეტიკული აღნაგობის შესახებ კარლ ბრანდლერ პრახტი თავის წიგნში “ოკულტიზმი”: “ყველა ასტრალური შეტყობინება ხდება მხოლოდ ესასრულოდ უწვრილესი, ფაქიზი სუბსტანციის დახმარებით. მისმა აღმომჩენმა მეცნიერმა კარლ ფონ რეიხენბახმა მას “ოდი” უწოდა, ნორვეგიული ღმერთის  “ოდინი”-ს საპატივცემლოდ.
 რეიხენბახმა ცდებით, რომლებსაც იგი ატარებდა მკაცრი მეცნიერული სახით, დაამტკიცა, რომ ადამიანის სხეული გამოყოფს მნათ, ზოგიერთ პირობებში ხილულ და შეგრძნებად გამოსხივებას, რომელიც მთელ სხეულს მოიცავს.
შემდეგში მან დაამტკიცა, რომ “ოდ”-ს აქვს პოლარიზაციის უნარი, სხეულის მარჯვენა ნაწილი უშვებს მოცისფრო სხივებს და მარჯვენა ხელის მსგავსად მინერალურ მაგნიტზე დადებითად მოქმედებს, მაშინ, როცა მარცხენა მხარე ასხივებს მოწითალო სხივებს და “ოდი” მარცხენა ხელის მსგავსად უარყოფითად მოქმედებს.
ეს ოდიური გამოსხივება ორივე სქესის წარმომადგენლებს სრულიად განსხვავებული აქვთ . . .”
 თავად “ოდი”-ს ხსენებული ავტორი ასე განმარტავს: “ოდი წარმოადგენს სასიცოცხლო ენერგიისა და აზრთა ნების მატერიალურ გამტარს”. კარლ ბრანდლერ პრახტი აღნიშნავს, რომ “ოდს გამოასხივებს ყველა ორგანული და არაორგანული ნივთიერება. Aამ გამოსხივებითაა სავსე მთელი სამყარო. მზეც  და მთვარეც კი ასხივებს მას”.
 ხოლო “ოდი”-ს წარმოშობას იგი ასე ხსნის: “ადამიანის ორგანიზმში (სხეულში) ის წარმოიქმნება ქიმიური გზით”.
ფრიად საინტერესო, მაგრამ საეჭვო კონცეფციაა. საფიქრებელია, რომ მეტაფიზიკური ველი და ენერგია თავად წარმართავენ ქიმიურ პროცესებს ადამიანის ორგენიზმში.
 
 13. ქართული ხალხური პოეზიის საგანძურში ერთი ასეთი უძველესი და ამასთან ერთად თავისი არსით მეტად ღრმა ლექსია შემორჩენილი:
                     “ მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი,
                      მოციმციმე ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი”
 ეს ლექსი სათავეს უძველეს დროში იდებს, სწორედ მაშინ ქართველმა ხალხმა პლანეტას, რომელზეც ცხოვრობდა “დედამიწა” დაარქვა, ხოლო მიწის იმ ნაკვეთს, რომელიც თავის ქვეყნად დაიგულა _”სამშობლო”, ანუ მშობლის მხარე (ალაგი). Mმშობელი _ ეს იგივეა, ვინც მშობა, ანუ დედა. Mმამა _ შემქმნელია (ფართო გაგებით შემოქმედია).
დედმიწის დედაობა, ეს ადამიანის ფიზიკური სხეულის შობაში დედამიწის როლის მეტაფიზიკური გააზრებაა. ხოლო დანარჩენი კოსმოსის როლი ადამიანის ჰარმონიულ ჩამოყალიბებაში (ხორცშესხმაში) ამ უძველეს ლექსშია მოცემული, ქართველი კაცის მეხსიერებას ატლანტიდური პერიოდიდან რომ შემორჩენია.




14. ადამიანი მეტაფიზიკური ენერგიის ერთ-ერთი უმთავრესი გამტარია. იგი “ციდან” მოსულ ენერგიას ღებულობს მეშვიდე ჩაკრის მეშვეობით და შემდეგ გადასცემს “მიწას” პირველი ჩაკრის მეშვეობით.  ასევე, პირველი ჩაკრის მეშვეობით იგი ღებულობს ენერგიას “მიწიდან” და ატარებს “ცისკენ”.
მეტაფიზიკური ენერგია თირკმელებში გარდაიქმნება იმ მაცოცხლებელ ენერგიად (ფიზიკურ ენერგიად), რომელიც აძლევს ადამიანს გამრავლებისა და შემოქმედების იმპულსებს.
როდესაც ადამიანი ცუდი გამტარია, ანუ, ის ბუნებასთან (გარესამყაროსთან) არაჰარმონიულ დამოკიდებულებაში იმყოფება, მას პირველ რიგში უავადმყოფდება (უბინძურდება) თირკმელები, რამეთუ მასში შემოსული ინფორმაცია ტვინშივე (მეექვსე ჩაკრა) “ბინძურდება” ნებელობით (მიწიერი, მზარდი სურვილებით), რომლის ნაწილიც თირკმელებში დაილექება და შემდეგ გადაეცემა სხვა ორგანოებს (სწორედ ამას გვაფრთხილებს ახალი აღთქმა, როდესაც გვეუბნება: “. . . და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ ვიკვლევ თირკმელებსა და გულს; და ყოველ თქვენთაგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ” /გამოცხადება 2 (23)/. მათ (სხვა ორგანოებს) აავადმყოფებს ენერგიის (ინფორმაციის) უკმარისობა, რაც იწვევს ნივთიერებათა (მინერალთა, მიკროელემენტთა და სხვა) ცვლის რღვევას. Aასევე “ბნელი” (უარყოფითი) ინფორმაციით  “ბინძურდება” ადამიანის მეტაფიზიკური ველი _ რაც გავლენას ახდენს მის ფიზიკურ გამომეტყველებაზე. ხშირია სქესში პოლარობის შეცვლაც (ანუ მამაკაცში დედაკაცის ენერგეტიკული პოლარობა და პირუკუ, დედაკაცში მამაკაცის ენერგეტიკული პოლარობა), რაც ჰორმონალურ დარღვევებს იწვევს და საფუძველი ხდება ჰომოსექსუალური გამოვლინებებისა.
აქ მე დაწვრილებით ვერ შევეხები ყველა იმ ენერგეტიკულ პროცესს, რაც ადამიანთანაა დაკავშირებული, ხოლო რა ხდება ამ დროს გარე სამყაროსთან ურთიერთობაში, ამაზე ქვემოთ.


15. ახლა მოკლედ განვიხილოთ ადამიანისა და კოსმოსის (კონკრეტულ შემთხვევაში _ მზის სისტემის) მეტაფიზიკური ურთიერთობის სქემა. ეს იგივეა, რაც მეტაფიზიკური აღქმა ანტროპოცენტრულ-გეოცენტრული სისტემისა.    
ამისათვის გამოვიყენებთ იმ ასტროლოგიურ ცოდნას, რომელიც კაცობრიობამ დააგროვა თავისი არსებობის მანძილზე.
მ ზ ე პირველად მატერიას ავსებს მუხტით, ინდივიდუალური დიფერენციითა და ცნობიერებით. მისი სინათლე კოსმიური საწყისის მაორგანიზებელია.
მზის მეტაფიზიკური ენერგიის ინფორმაციაა ინდივიდუალობა, რადაც უნდა იქცეს ადამიანი და ამაღლებული სულიერი შემოქმედებითი იმპულსები. მაგრამ ენერგიის კარგვის შემთხვევაში (თუ ადამიანი  ცუდი გამტარია _ ანუ, როდესაც მისი “მე” ნებელობითია) ინფორმაცია ღებულობს უარყოფით სახეს, აქდანაა: სიამაყე, დესპოტიზმი, ტირანია, ძალაუფლება.
ფიზიკურად მზე წარმოადგენს გაზურ (პლაზმურ) ბურთს წყალბად-ჰელიუმიანი შემადგენლობით. მასში მსუბუქადაა გაფანტული ყველა სხვა ქიმიური ელემენტი (1%-ზე ნაკლები). მზის ფიზიკური ენერგიის ძირითადი  წყაროა წყალბად-ჰელიუმის თერმობირთვული რეაქცია:  

                                          1H + 1H      2D + ე + ν
                                          2D + 1H       3Hე + γ
                                                                                                                                                                                     
                                          3Hე + 3Hე     4Hე + 1H + 1H



სადაც νν_ ნეიტრინოა,  γγ_ გამა-კვანტი, ე+ _ პოზიტრონი, ამ პროცესში მთელი გამოთვისუფლებული ენერგია
41Hე + 4Hე = მც2 = E
არ გადაეცემა მზეს, რადგანაც მისი ნაწილი მიაქვს ნეიტრონს.
მზე ინკარნაციულ პლანეტათა ჯგუფის წევრია (მთვარესთან ერთად).
Mმთვარე _ ფიზიკური სხეულით შიდა პლანეტების (მერკური, ვენერა, დედამიწა, მარსი) მსგავსი შედგენილობისაა.
მისი მეტაფიზიკური ენერგიის დადებითი ინფორმაციაა მგრძნობიარობა, ძლიერი წარმოსახვის უნარი, ის ღამის მბრძანებელია და მართავს შეუგრძნობად და ირაციონალირ სამყაროს, ესთეტიზმის სამყაროს. მას ადამიანივით ცვალებადი ფსიქიკა აქვს და ატარებს ციკლურ ხასიათს: დაბადება, აპოგეა და ქრობა (მაგრამ, არა სიკვდილი, და ახალი ციკლის დასაწყისი). მთვარის მეტაფიზიკური ენერგიის  დადებითი ინფორმაცია ხშირად ნეიტრალიზდება და ვლინდება როგორც  მეოცნებეობა, ეჭვიანობა, ფანტაზიორობა და მერყეობა.
Dდედამიწა _ პითაგორა გვასწავლის: “სული ბოძებული გვაქვს მზისგან, სამშვინველი _ მთვარისაგან, ხოლო სხეული _ დედამიწისაგან”.

    N
NOUშ


 PშYჩHE


 შOMA    O
     U



 A
NOUშ _სული (მზე)
PშYჩHE _სამშვინველი (მთვარე)
შOMA _ფიზიკური სხეული (დედამიწა)

მერკური, ვენერა და მარსი ფიზიკურად შიდა (დედამიწის ოჯახის) პლანეტათა ჯგუფს მიეკუთვნებიან. ისინი გარე (იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი) პლანეტებისაგან განსხვავდებიან მყარი კრისტალური (მაღალი სიმკვრივე _ 3,34 _ 5,52გ/სმ2) აგებულებით. მათს აგებულებაში მთავარ როლს ასრულებს: ჟანგბადი, მაგნიუმი, რკინა, ნიკელი და გოგირდი. მათი ქიმიური შემადგენლობის განსხვავება გამოწვეულია მზისგან დაშორებით. მაგალითად მზესთან ყველაზე  ახლოს მდებარე  პლანეტა მერკურის   2/3-ის შემადგენლობა მეტალურია, ხოლო ყველაზე შორეულის, მარსის 1/5-ია მეტალური.
მეტაფიზიკურად ეს პლანეტები ფსიქიკურ პლანეტათა ჯგუფს შეადგენენ.
მერკური ინტელექტის, უმაღლესი გონისა და ადაპტაციის პლანეტაა.  ის დაკავშირებულია ახალგაზრდობასთან, ურთიერთობებთან და ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან.
მერკურის მეტაფიზიკური ენერგიის დადებითი ინფორმაციაა ენაწყლიანობა, მოქნილობა, გამტანობა, მიხვედრილობა, დიპლომატიურობა. რაც ენერგიის კარგვის დროს გამოიხატება იდეების არამყარობაში (მერყეობაში), სიცრუეში, ეშმაკობასა და ნერვოზულობაში. ის აღელვებს სულს.
ვენერა მომხიბვლელობის, ესთეტიური გრძნობების, სილამაზის, ჰარმონიის, სიამოვნებისა და სიყვარულის პლანეტაა. იგი აღვიძებს ყოველგვარ მსუბუქ  და სასიამოვნო გრძნობებს. ის არეგულირებს შეგრძნებათა სამყაროს.
მარსი _ მოქმედებისა და ენერგიის პლანეტა _ ძალის, სიმამაცის, მტკიცე გადაწყვეტილებების ენერგიისა და ბრძოლისუნარიანობის სიმბოლო. იგია ნება _ მიმართული მომავლისაკენ და ხელმძღვანელობისაკენ.
მარსის მეტაფიზიკური ენერგიის დადებითი ინფორმაციაა სიმამაცე, უშიშარობა, ინიციატიურობა, რომელიც ენერგიის კარგვის შემთხვევაში გადადის ეჭვიანობაში, გაცხარებაში, უხეშობაში, დაუნდობლობაში, ცინიზმსა და სკეპტიციზმში.
იუპიტერი, სატურნი, ურანი, ნეპტუნი და პლუტონი ფიზიკურად წარმოადგენენ გარე პლანეტებს. მათ ძირითადად ცივი გაზური შემადგენლობა აქვთ (წყალბად _ ჰელიუმის (4/1)) და ახლოს დგანან მზესთან (შემადგენლობით), რის გამოც შეიძლება  განვიხილოთ როგორც გაცივებული მზიური მასა.
მეტაფიზიკურად იუპიტერი და სატურნი სიცოცხლისა და ადამიანური არსობის მომწესრიგებელი (მარეგულირებელი) პლანეტებია, ხოლო ურანი, ნეპტუნი და პლუტონი _ სამყაროს სახის მაფორმირებელი.
იუპიტერი წონასწორობისა და განვითარების პლანეტაა. ის აძლევს მგრძნობიარე და გონიერ ადამიანს ზრდის, განვითარებისა და გაძლიერების იმპულსებს. იუპიტერი ატარებს ოპტიმიზმსა და ენთუზიაზმს, და ასევე მართავს კოსმიურ წესრიგსა და ეთაყვანება კანონს _ ასრულებს საკანონმდებლო ფუნქციებს.
იუპიტერის მეტაფიზიკური ენერგიის დადებითი ინფორმაციაა გულუხვობა, მოთმინება, დიდსულოვნება, სამართლიანობა. ენერგიის კარგვის დროს გადადის ქედმაღლობასა და სიამაყეში.
სატურნი _ კრისტალიზაციის პლანეტაა. ის ცდილობს გაამაგროს, მატერიალურად დააფიქსიროს არსებული.
სატურნის მეტაფიზიკური ენერგიის დადებითი ინფორმაციაა მოთმინება, ეკონომიურობა, სიფრთხილე, სიზუსტე; მაგრამ, ენერგიის კარგვისას_სიძუნწე, პესიმიზმი, სიბრაზე, სიცივე, მელანქოლია, სევდა, სიძულვილი, ეგოიზმი და ყველაფრისადმი სულერთიაობა.
ურანი ევოლუციისა და ტრანსფორმაციის პლანეტაა. ის მართავს გარდაქმნებს, რიტმსა და ორიგინალობას. ის სიმბოლოა ყოველგვარი მოულოდნელობის.
 ურანის მეტაფიზიკური ენერგიის დადებითი ინფორმაციაა _ ძმობა, ჰუმანიზმი, იდეალიზმი. Uუარყოფითი _ ექსცენტრიულობა, მეამბოხეობა, სარკაზმი, მძვინვარება, გაუწონასწორებლობა, ნერვიული კრიზები და აფეთქებები.
ნეპტუნი იძლევა განსხვავებულ წინადადებებს, სისტემებს, მეტ-ნაკლებად მისაღებ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის კავშირშია უმაღლეს “მე”-სა და ღვთიურის გამოვლინებასთან. ის ბადებს მისტიციზმისა და თვითშეწირვის მიდრეკილებას. ნეგატიურ ასპექტებში ქმნის მირაჟს, ეიფორიას, ჰალუცინაციას, უტოპიზმსა და გაუცხოებას.
ნეპტუნის მეტაფიზიკური ენერგიის დადებითი ინფორმაციაა სულიერება, მისტიციზმი, წარმოსახვა, ინტუიცია. უარყოფითი _ გარყვნილება, სიგიჟე,შიში.
პლუტონი ძველის ნგრევისა და ახლის აღორძინების პლანეტაა. ის განასახიერებს სამართლიანობას, ნგრევას, დასჯას, ტრანსფორმაციასა და აღორძინებას, დაბადებისა და სიკვდილის საიდუმლოებას, ტრანსმუტაციას.
პლუტონის მეტაფიზიკური ენერგიის დადებითი ინფორმაციაა პატიოსნება, მიდრეკილება სულიერი ზრდისაკენ, ძიების მოთხოვნილება. უარყოფითი _ სიფიცხე, ოკულტური ძალების ბოროტად გამოყენება, სადიზმი.      
ეს არის გეოცენტრული სისტემა, ანუ კოსმოსის მეტაფიზიკური მისტერიის არსი, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი.


16. როგორც ირკვევა სამყარო გარკვეული წესრიგია და ადამიანი წარმოადგენს მის ნაწილს, შესაბამისად, იგი ექცევა განსაზღვრულობასა და სამყაროს კანონზომიერების ფარგლებში.
ადამიანი მჭიდროდაა დაკავშირებული კოსმოსთან და ღვთაებრივ ჰარმონიასთან და ემორჩილება უზენაესი წესრიგის საყოველთაო კანონებს.          
 მაგრამ, ადამიანი ხომ მსოფლიოს მიკრომოდელია; ჰოდა, მას გააჩნია ნება . . .


 17.   წმინდა წიგნი ბიბლია ასე იწყება: “თავდაპირველად ღმერთმა შექმნა  ცა და მიწა” /დაბადება 1. (1)/. პირველ დღეს ღმერთმა თავისი ნება გამოხატა, თქვა სიტყვა და შექმნა ცა და მიწა.
ღმერთმა პირველ დღეს შექმნა კოსმოსი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფორმა: “მიწა იყო უსახო” /დაბადება 1 (2)/. კოსმოსი იყო ერთიანი მასა, რომლის ფიზიკური შემადგენლობის 95%-ზე მეტს წყალბადის ატომები წარმოადგენდა.
“თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი” /დაბადება 1 (3)/ და დაიწყო წყალბადის ჰელიუმად ქცევის თერმობირთვული რეაქცია, რის გამოც მთელი ეს მასა უზარმაზარ ფიზიკურ ენერგიას (სინათლეს) გამოახივებდა.
სხვათაშორის, ძველი ბერძნების მიხედვით, ერებოსი _ მარადიული სიბნელის განსახიერება _ ქაოსის ვაჟია. ნიკტი _ ღამის განსახიერება, ქაოსის ქალიშვილი და ერებოსის დაა. ორფელების აზრით ნიკტი მსოფლიოს არსებობის პირველადი მიზეზია. ერებოსისა და ნიკტის ქორწინების შედეგად იშვა ჰემერა _Dდღის სინათლის განმასახიერებელი ღმერთქალი და ეთერი _ ჰაერის მაღალი ფენის განსახიერება, ჰემერას მეუღლე, რომელიც მიჩნეული უყო მსოფლიოს უმაღლეს სფეროდ, საიდანაც წარმოიშვა მზე და ვარსკვლავები _ სამყაროს პირველსაწყისი.
“დაინახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი” /დაბადება 1 (4)/.  როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოსმოსი ძირითადად შედგებოდა წყალბადისა და ჰელიუმისაგან, ხოლო ყველა სხვა ელემენტი (ამ შემთხვევაში ფიზიკური სხეული _ ქიმიური ელემენტი) გაბნეული იყო მთელ ამ მასაში უმცირეს ნაწილაკებად. ეს ის პერიოდია, როცა ნაწილაკებმა ერთად შეკრება დაიწყეს, რათა შემდგომ ეტაპზე მიეღოთ ფორმა. “ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა _ პირველი დღე” /დაბადება 1 (5)/.
ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა სამყარო შექმნა ექვს დღეში _ ექვს მეტაფიზიკურ დღეში (”წელი ათასი _ ვითარცა ერთი დღე”. იოანე ზოსიმე. “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”) _ ოთხი მეტაფიზიკური ელემენტისაგან, რომლებმაც ოთხ მეტაფიზიკურ სტიქიას (ცეცხლი, მიწა, ჰაერი, წყალი) დაუდეს სათავე.
პირველი დღე დაკავშირებული იყო პირველ ელემენტთან (და სტიქიასთან) ცეცხლთან.
მეორე დღეს დაიწყო კოსმოსმა ფორმირება, მიიღო ღვთისგან ფიზიკური სხეული_ თქვა ღმერთმა: “იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები” /დაბადება 1 (6)/.
 მესამე დღეს კოსმოსი განაგრძობს ფორმირებას _ იქმნება მისი ეთერული სხეული. Aასევე, ჩვენი მიკროკოსმოსი, დედამიწაც. “თქვა ღმერთმა, შეგროვდეს ერთად ცისქვეშეთისA წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. Dდა იქმნა ასე” /დაბადება 1 (9)/.
მიწა დაიფარა მცენარეულით _ “თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული _ ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. Dდა იქმნა ასე”. /დაბადება1 (11)/. სხვათაშორის, როგორც ოკულტისტები, თეოსოფები, ალქიმიკოსები და სხვა სულიერ მეცნიერებათა მიმდევრები თვლიან _ მინერალებს, მცენარეებს და ცხოველთა სამყაროს უმარტივეს წარმომადგენლებს მხოლოდ ორი სხეული გააჩნიათ: ფიზიკური და ეთერული.
მეოთხე დღეს დასრულდა კოსმოსის ფორმირება _ “თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად _ დღეებისა და წელიწადებისა” /დაბადება 1 (14)/. კოსმოსმა მიიღო ასტრალური სხეული.
კოსმოსის ერთიანობა სამებაში განისაზღვრება, ხოლო (დღევანდელ) ადამიანს მეოთხე ემატება _ “მე”, რომლითაც იგი ყველა სხვა მიკროკოსმოსისაგან (სამყაროებისაგან) განსხვავდება.
მეხუთე დღეს “თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე ფრინველმა იფრინოს. Dდა იქმნა ასე” /დაბადება 1 (20)/.
მეექვსე დღეს “თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგუმული თავ-თავისი გვარისდა მიხედვით _ პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. Dდა იქმნა ასე” /დაბადება 1 (24)/. ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა კაცი _ “თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელ დედამიწას და ყველა ქვემძრომს რაც კი მიწაზე დახოხავს” /დაბადება 1 (26)/.
ეს არ იყო ადამი _ “შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი” /დაბადება 1 (27)/. ეს იყო კოსმოსივით, სამწევრა კაცი (სულით, სამშვინველით და ხორცით), ღვთის ხატი და ღმერთმა მთელ ამ ცოცხალ სამწევრა კოსმოსს მცენარეული მისცა საკვებად: “თქვა ღმერთმა: აჰა მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი, ეს იყოს თქვენი საზრდო. მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. Dდა იქმნა ასე” /დაბადება 1 (29-30)/. მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა.

       
18.  “თქვა ღმერთმა” და “იქმნა” ჰარმონიული ცხოვრება: არ იღვრებოდა სისხლი; არ იყო შური, ეჭვი, ომები, სურვილები და ყველა სხვა მდაბიო ვნებები, რადგან ჯერ კიდევ არ დადიოდა ოთხწევრა (თანამედროვე) ადამიანი დედამიწაზე _ რომელსაც ჰქონდა “მე”, ყველა ნებელობის სათავე. კაცი (ღვთის ხატი) ბუნების შვილი და პატრონი _ ჰარმონიულ ურთიერთობაში იყო მსოფლიოსთან და მას ამის გაცნობიერება არ სჭირდებოდა, რამეთუ ამას ის შეიგრძობდა  მთელი სხეულით (სამწევრა სხეულით). Dდა ეს იყო პირველი მიწიერი სამოთხე (3 X 4 = 12, სრული კოსმიური  ციკლი, ასევე 8 + 4, სრული ლოგოსი) _ სიტყვის ეტაპი. სიტყვა ატარებდა უდიდეს მეტაფიზიკურ ენერგიას და იგი ქმნის ტოლფასი იყო.


19.  ადამამდელ კაცთა ჰარმონიულმა პერიოდმა საკმაო ხანს დაჰყო დედამიწაზე. ეს იყო დაურღვეველი და შეურყვნელი ერთიანი მეტაფიზიკური ველის ხანა. ისინი (კაცნი) “კმარობდნენ მცირედს და: სისავსეს არ მიელტვოდნენ. სისავსეს არ მიელტვოდნენ და განახლება არ სურდათ.  განახლება არ სურდათ და კმარობდნენ ძველს. კმარობდნენ ძველს და იყვნენ სრულქმნილნი” /დაო დე ძინი. XV/.
”და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა” /დაბადება 2 (5)/ და არც სჭირდებოდათ მიწის დამუშავება, რამეთუ მათ უფლისაგან ებოძათ საკვებად “ყოველი ბალახი თესლის მთესველი” და “ყოველი ნაყოფიერი ხე თესლის მთესველი” /დაბადება 1 (29)/. ბუნებაში ყველაფერი საკმარისი იყო.
კაცნი ცხოვრობდნენ ინტუიციითა და მეხსიერებით: არ იყო ეჭვი და არ იყო სიკვდილი.  Aარსებობის ყველა შრე გახსნილი იყო მათთვის და პირდაპირ, გრძნობის ყველა ორგანოთი (ხედვითი, სმენითი, ყნოსვითი, შეხებითი . . .) აღიქვამდნენ ცისა და მიწის  (იგივე, სულისა და ხორცის) ერთიანობას; “დასაბამითვე ერთიანობით მოცულა ყოველი: ერთიანობამ მოუბოძა ცას სიწმინდე. ერთიანობამ მოუბოძა მიწას სიმშვიდე. ერთიანობამ მოუბოძა სულს სილბო. ერთიანობამ მოუბოძა ტბას სისავსე. ერთიანობამ მოუბოძა ყოველ არსს სიცოცხლე” /დაო დე ძინი XXXIX/. არ იყო გარჩევა (დიდი და მცირე, მაღალი და დაბალი, კეთილი და ბოროტი...), იყო ზომიერება _ ”ზომიერებაა ყოველივეს ძირი და ფუძე” /დაო დე ძინი. V/.                                              
მაგრამ, ღმერთმა შექმნა პირველი (ოთწევრა) ადამიანი:” გამოსახა უფელმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად” /დაბადება 2 (7)/.
Aადამის დედა “მიწა” იყო,ხოლო მამა “ზე-ცა” (ღმერთი; თეოსი). ღმერთმა ის რჩეულ ადგილზე, ედემში დაასახლა. შუაგულ ედემში იყო “ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა” /დაბადება 2 (9)/. “გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში, მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ მოკვდებიო” /დაბადება 2 (16. 17)/. ეს იყო პირველი გაფრთხილება მოსალოდნელი უბედურების შესახებ.
სიკეთე და ბოროტება (ჰო და არა), ეს ის ორი უკიდურესობაა, რომელმაც წარმოშვა გარჩევა (ანუ ზომიერების დაკარგვა): სიყვარული და სიძულვილი, სამართლიანობა და უსამართლობა, ლამაზი და მახინჯი და სხვა მრავალი ვნება, რომელთა გამოც დაიკარგა სიმშვიდე: “დასაბამში დაბრუნებას _ სიმშვიდე ჰქვია. სიმშვიდეს _ არსში დაბრუნება ჰქვია. არსში დაბრუნებას _ მარადისობა ჰქვია” /დაო დე ძინი. XVI /. სიმშვიდის დაკარგვამ შვა უამრავი უბედურება _ მათ შორის ავადმყოფობა და ომები _ და ადამიანმა დაკარგა უკვდავება (მარადისობა): “როგორც კი შეჭამ მოკვდებიო”.
ღმერთმა, ადამს გარდა, მიწისაგან შექმნა “ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა” /დაბადება 2 (19)/ აქ პირველად გამოავლინა ადამმა თავისი ინტელექტი “მე”. “ოდეს დიადი წესრიგი დამყარდა: ყოველს თავისი სახელი ეწოდა. სახელთა დასაზღვრეს საგანთა საზღვრები” /დაო დე ძინი. XXXII/. მაგრამ “დიადი წესრიგის” დამყარებას ხელს უშლიდა ის, რომ “ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი” /დაბადება 2 (20)/ და “ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. Dდედაკაცი  ერქვა მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული” /დაბადება 2 (22. 23)/. Dდამყარდა “დიადი წესრიგი”.
“შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი და არა რცხვენოდათ” /დაბადება 2 (24)/. ჯერ კიდევ არ იყო “დიადი თანხმობა” /დაო დე ძინი/ დარღვეული _ სიშიშვლე ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა იყო.


        20. გველი, ძველ აღმოსავლეთში, სიბრძნის სიმბოლოდ იყო მიჩნეული (ცნობილი), ხოლო ბიბლიაში: “ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა” /დაბადება 3 (1)/.
 გველმა აცდუნა ევა: კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფს “როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელი”-ო /დაბადება 3 (5)/.
 კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე ძალიან გვაგონებს ქართული მითოლოგიის სიცოცხლის (უკვდავების) ხეს, შუმერულ  ხალუბსა და აქადურ ცარბათუს _ ამ ხის ფესვებსა და კენწეროზე ორი სხვადასხვა, ერთმანეთის საპირისპირო სკნელის არსება ბინადრობს: გველი და არწივი (ფასკუნჯი; ანზუდი). გველი, როგორც ხთონური არსება, იკალათებს სიცოცხლის ხის ფესვებში, ხოლო არწივი, ცის ბინადარი _ მის კენწეროზე იკეთებს ბუდეს. სიცოცხლის ხე მსჭვალავს სამყაროს სკნელებს და უნდა ვიფიქროთ, რომ დგას მის შუაგულში, განასახიერებს რა სამყაროს მოდელს.
D და აი, ნებელობის პირველი გამოვლინება (მეტაფიზიკური ინფორმაციის პირველი კარგვა) _ გველისაგან ნაცდუნებ ევას სურვილი გაუჩნდა “ღმერთივით კეთილისა და ბოროტის” შემცნობელი გამხდარიყო _ ”არაფერი არ ისურვო, და არ მოითხოვო ცხოვრებისაგან, რამეთუ მიზეზი ყოველი ჩვენი უბედურებისა _ მხოლოდ სურვილია. თქვენ გსურთ რაიმე, ეს სურვილი არ აგისრულდებათ, და შედეგად ამისა _ თქვენ უბედურდებით. რომ არ ყოფილიყო სურვილი, არ იქნებოდა მწუხარება” /ვივე კანანდა. ჯნანა-იოგა/.
 სხვათაშორის, ძველი ბერძნების წარმოდგენით, პირველი მოკვდავი ქალი ზევსის ბრძანებით თიხისა და წყლისაგან ჰეფესტომ გამოძერწა. პანდორე ზევსმა მოუვლინა კაცობრიობას როგორც სასჯელი იმის გამო, რომ პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი წაართვა და მათ მოუტანა (გავიხსენოთ, ცეცხლი ადამიანში მენტალურ სხეულს _”მე”-ს ასახავს). პანდორე ზევსმა ცოლად მისცა ეპიმეთეს _ პრომეთეს ძმას. ასევე, ეპიმეთეს ზევსმა აჩუქა თავდახურული ყუთი, რომელშიც დამწყვდეული იყო ყოველგვარი უბედურება და ავადმყოფობა. მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, ერთხელ, პანდორეს წასძლია ქალურმა ცნობისმოყვარეობამ და ყუთი გახსნა. გახსნისთანავე ყუთიდან ამოცვივდა ყველაფერი და მთელს დედამიწაზე გაიფანტა. ყუთში ყველა ამ მანკიერებიდან დარჩა მხოლოდ იმედი, რომლის წყალობითაც დღესაც ცხოვრობს ადამიანი.
 ევამ იგემა “კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი და მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ” /დაბადება 3 (6. 7.)/. მათ მიიღეს შეცნობის (შემეცნების) უნარი და დაკარგეს ბუნებრიობა. სიკეთისა და ბოროტის შეცნობით (“მიხვდნენ რომ შიშველნი იყვნენ”) დაირღვა მეტაფიზიკური ველისა და ენერგიის პირველადი მთლიანობა, გაჩნდა ინფორმაცია (ცოდნა) ორი უკიდურესობის (ჰო და არა) შესახებ: “ოდეს შეიცნეს ცისქვეშეთში: სიკეთე რომ სიკეთეა: იშვა სიბოროტეც” /დაო დე ძინი. II/.
 ამით ადამის სიცოცხლეშივე დაიწყო ახალი ეტაპი დედამიწაზე _ ”დიადი თანხმობის” რღვევა. ეს არის ევოლუციისა და ტრანსფორმაციის დასაწყისი ეტაპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთის მხრივ ძმობა და ჰუმანიზმი, მეორეს მხრივ  მეამბოხეობა, მძვინვარება და გაუწონასწორებლობა.
 “უთხრა ყფალმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე” /დაბადება 3 (14)/. ეს იყო უფლის პირველი სასჯელი: მან დასაჯა გველი _ ნებელობა.
 “დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე” /დაბადება 3 (16)/. ეს იყო ტანჯვისა და ტკივილის დასაწყისი.
 ს. ნ. ლაზარევი წერს: “დაავადებას სხვადასხვა ფუნქციის შესრულება შეუძლია. პირველი ფუნქციაა _ გაფრთხილება, მეორე _ ზემოქმედების შეჩერება, რომლებიც ადამიანის ნორმალურ განვითარებას ხელს უშლის. Mმესამე _ იმ მექანიზმების უკუგდება, რომლებიც უარყოფითი ინფორმაციის გავრცელებას უწყობს ხელს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის, რაც კაცობრიობის უჯრედებს წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ, ერთიანი სისტემის _ სამყაროს ნაწილია. მსოფლიო რელიგიების უმთავრესი ცნებები წარმოადგენს შიფრირებულ კონცეფციებს სამყაროს აგებულებისა და ჩვენი მასთან ურთიერთობის წესების შესახებ. Aამჟამად მოგვეცა საშუალება გავაფართოვოთ ჩვენი ცოდნა მსოფლიოს შესახებ, დავინახოთ ის რაც ადრე მხოლოდ უდიდესმა განდობილებმა იცოდნენ” /კარმის დიაგნოსტიკა/.
 “უთხრა უფალმა ადამს: პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე  მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აგებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი” /დაბადება 3 (19)/. ამით დაიწყო “ბრძოლა არსებობისათვის” და ხორციელი კვდომის დასაწყისი.
Aახალმა ეტაპმა ადამიანი დააშორა თავის ბუნებით საწყისებს.
 მეტაფიზიკური ენერგიის მთლიანობის რღვევამ გამოიწვია მეტაფიზიკური ინფორმაციის გაყოფა “ჰო” და “არა” ინფორმაციებად, რომელთაგანაცA დაბინძურდა მეტაფიზიკური ველი. Dდაირღვა წონასწორობა ადამიანის ორგანიზმშიც _ რამაც გამოიწვია ფიზიკური ტანჯვა და ტკივილი, ხოლო სიკვდილის შეგნებამ დაბადა შიში. ყველაფერმა ამან საწყისი მისცა ბრძოლის სურვილს. გაჩნდა ბზარები ადამიანსა და ბუნების ჰარმონიულ ურთიერთობაში. დაიწყო რღვევა “დიადი წესრიგისა”.


        21.  და კვლავ ადამის სიცოცხლეშივე, “დიადი თანხმობის” რღვევამ შვა “კაენის ცოდვა” _ რომელმაც შვა სიბრაზე, სიძულვილი, ეგოიზმი.
 “უთხრა ღმერთმა (კაენს): ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას: დევნილი და მიუსაფარი შეიქმნები ამ ქვეყანაზე” /დაბადება 4 (10. 11. 12)/. და ადამიანი იქცა უსუსურ არსებად.
 გავიხსენოთ ისევ ს. ნ. ლაზარევის “კარმის დიაგნოსტიკა”: “ერთხელ პაციენტს ვკითხე: _ როგორ გგონიათ, ადამიანის მიერ ჩადენილი რომელი ცოდვა შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე მძიმედ?
_ კაცის მოკვლა
_ არის უფრო დიდი ცოდვა _ სიყვარულის მოკვლა, რადგანაც ადამიანის მოკვლამდე ჯერ მისდამი სიყვარულს კლავენ. სწორედ სიყვარულის მოკვლის გამო ხდება უამრავი უბედურება და დანაშაული”.
 დიახ, კაენმა მოკლა სიყვარული, რის შედეგადაც იშვა სიძულვილი. მის მიერ ჩადენილმა ცოდვამ უფრო დააბინძურა დედამიწის მეტაფიზიკური ველი. ეს იყო პირველი ცოდვა, ჩადენილი მსოფლიოს ერთიანობის წინააღმდეგ (მსოფლიოს ერთიანობის არსი ხომ სიყვარულში მდგომარეობს). ადამიანი უფრო და უფრო შორდებოდა თავის საწყისებს _ დაიწყო სერიოზული კატაკლიზმები ერთიან მეტაფიზიკურ ველში (რაც ეკოლოგიური რღვევის დასაწყისი იყო). დაირღვა ერთიანი მსოფლიური სიმშვიდე.
 ბრძანა უფალმა: “შვიდწილად მიეზღვება კაენის მკვლელს” /დაბადება 4 (15)/.


        22. “დიადი თაანხმობის” რღვევის დაწყების პერიოდშივე მეტაფიზიკურ და ფიზიკურ სივრცეებს შორის, მენტალურ (იგივე დროის) განზომილებაში გაჩნდა ბზარი და შემდეგ გაიყო ორ: მეტაფიზიკურ (ჰო) და ფიზიკურ (არა) დროდ. აკი ამიტომაცაა ფიზიკური წელი ათასი_ ვითარცა ერთი დღე /იოანე ზოსიმე. ქებაი  და დიდებაი ქართულისა ენისაი/ მეტაფიზიკური. მანამდე  (რღვევის დაწყებამდე) თუკი ადამიანისათვის ხილული იყო მთელი მსოფლიო, შემდგომ რღვევისა მხოლოდ ფიზიკური სივრცე გახდა ხილული, რამეთუ ადამიანის ფიზიკურ შეგრძნებებს მენტალური (იგივე დროის) ღერძი, გაორმაგების გამო, ვითარცა უხილავი და შეუგრძნობადი კედელი აეფარა. მას უკვე ამ დროთა მიღმა (ჰო და არას იქით) გადახედვა აღარ შეეძლო, რამაც დაბადა ეჭვი მეტაფიზიკური სივრცის (თეოსის, ღმერთის) არსებობის შესახებ.
 ლაო-ძი გვასწავლის: “ვინც სულსა და ხორცს ამთლიანებს აღწევს მთლიანობას” /დაო დე ძინი. X/. დროის გაყოფამ ადამიანის შემეცნებაში  გაყო სული და ხორცი, და ბოლოს სული მხოლოდ შემეცნებისა და რწმენის საგნად აქცია. ამ გაყოფამ ისიც გამოიწვია, რომ ადამიანს გაუჭირდა ერთდროული ყოფნა ორივე სივრცეში, არადა სული თავისას თხოულობს, ხორცი თავისას და . . .  გაჩნდა სიკვდილი (გარდაცვალება), ანუ ადამიანმა დაიწყო შეგრძნებათა ერთი მდგომარეობიდან (ფიზიკურიდან) გადასვლა _ გარდაცვალება მეორეში (მეტაფიზიკურში).
 მსოფლიოს გაყოფით, ადამიანის მიერ აბსოლუტში (მეშვიდე ჩაკრაში) სენსორებით მიღებული მეტაფიზიკური ინფორმაცია (ჭეშმარიტება-სიყვარული), იგივე ადამიანმა ინტუიციაში (მეექვსე ჩაკრაში) ეჭვქვეშ დააყენა და დაყო “ჰო” და “არა” ინფორმაციებად. გაჩნდა მსჯელობა, ჭეშმარიტება საეჭვო გახდა და ლოგოსი იქცა ლოგიკად, ჭეშმარიტება _ სუბიექტურ სიმართლედ; რამდენი ადამიანიცაა, იმდენი სუბიექტური სიმართლეა დედამიწაზე და მართალია ის, ვინც უფრო კარგად ამტკიცებს თავის სიმართლეს; ხოლო ვინც ვერ მოახერა თავისი სუბიექტური სიმართლის დამტკიცება, მან უკვე ძალის გამოყენება დაიწყო.
მეტაფიზიკური აზროვნებიდან (ჭვრეტიდან) ადამიანი გადავიდა დიალექტურ აზროვნებაზე.
ყოველივე ამან გამოიწვია თავდაცვის აუცილებლობა. ჯერ შეიქმნა  გარკვეული გვარტომეული დაჯგუფებანი, შემდგომ ეტაპზე _ ქალაქი სახელმწიფოები, შემდეგ ესენიც გაერთიანდნენ და _ ეროვნული სახელმწიფოები . . .
 საზოგადოებრივი ცხოვრების ჩამოყალიბებასთან ერთად გაჩნდა საშიშროება მისი შიგნიდან რღვევისა, რამაც წარმოშვა ჯერ მარტივი ტრადიციები და ბოლოს კანონები. ლაო-ძი გვეუბნება: “რაც მეტია აკრძალვა: მით მეტია სიღარიბე. რაც მეტია იარაღი: მით მეტია ამბოხი. რაც მეტია ცრუბრძნობა: მით მეტია სიხარბე. რაც  მეტია კანონი და ბრძანება: მით მეტია ქურდი და ავაზაკი” /დაო დე ძინი.LVII/.
 “ჰო” და “არა”-სთან ერთად წარმოიშვა განსხვავება ადამიანთაA შორის: ბრძენი და სულელი, მაღალი და დაბალი, ლამაზი და მახინჯი, კეთილი და ბოროტი, მეფე და მათხოვარი და ა. შ. დაიკარგა ყოველგვარი ზომიერება. სწორედ ამის გამო აღმოხდა ჩინელ ბრძენ-კაცს: “ო, რა მცირეა სხვაობა ჰო და არას შორის. Dდა რა დიდია სხვაობა კეთილსა და ბოროტს შორის” /დაო დე ძინი. XX/.
Aადამიანის ტვინში შესული მეტაფიზიკური ინფორმაციის დაბინძურებამ გამოიწვია ორგანიზმში მრავალგვარი დაავადებანიც. Aადამიანი ფიზიკურადაც დაუძლურდა და უსუსური და უუნარო გახდა ბუნებასთან (გარე სამყაროსთან) ურთიერთობაში. მას აღარ ესმოდა მისი (ბუნების) და დაიწყო ძიება გზებისა, რათა ბუნების ყოფილი პატრონი ბუნების ბატონად ქცეულიყო: “ხშირად ძნელი დასაჯერებელია თუ როგორ მოქმედებს ჩვენი საქციელი ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე” /ს.ნ.ლაზარევი “კარმის დიაგნოსტიკა”/ და შექმნა ადამიანმა უამრავი მეცნიერებანი, რომელნიც მთლიანად მის შემეცნებასა და ლოგიკას ექვემდებარებოდნენ, რამეთუ მას მათ (შემეცნებისა და ლოგიკის) გარეშე აღარაფრისა აღარ  სჯეროდა. ხოლო ყოველივეს გაუგებარს (ანუ, რისი გაცნობიერებაც მის ფიზიკურ ტვინს არ შეეძლო) ან სასწაულს უწოდებდა ან აბსურდს, რადგან იგი (გაუგებარი, აუხსნელი) ლოგიკის კანონებს არ ექვემდებარებოდა.
 შემოქმედებიდან (ჭეშმარიტი შემოქმედება თავისი არსით ლოგოსია) ადამიანი ხელოვნებაზე გადავიდა, რამეთუ მან თავისი  არსი (შემოქმედი) დაივიწყა და დაიჯერა, რომ იგი მექანიზმია (მიწაა) მხოლოდ და მხოლოდ, და ამ მექანიზმს ამოძრავებენ ტვინში და მთელს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიური პროცესები, სწორედ აქედან დაიბადა აზრი, რომ ადამიანი მოაზროვნე ცხოველია და მეტი არაფერი.
 ყველაფერმა ამან ადამიანი მიიყვანა პარადოქსამდე: მიუედავად იმისა, რომ იგი გარკვეულ საზოგადოებაში ვხოვრობს, მაინც მარტოა და დაიწყო ბრძოლა ამ მარტოობის წინააღმდეგ.
 მაპატიეთ, რომ ყველაფერს ასე შავად ვხატავ, მაგრამ ლაო-ძი გვეუბნება: “ვინცა შეიცნო ნათელი თვისი: მანვე შეიცნო წყვდიადი თვისი. იგი ხატია სამყაროსი” /დაო დე ძინი. XXVIII/.
 ჩვენ ხომ საერთოდ დავშორდით ბუნებას. ჩვენ ხომ უკვე აღარაფერი ვიცით მის შესახებ. ჩვენ ხომ საკუთარ თავსაც  ვეღარ აღვიქვამთ ხეირიანად. ყველაზე დიდი ბრძენიც კი “გენიოსს” რომ ვუწოდებთ, ადამიანური შესაძლებლობის მინიმუმის მაქსიმუმის გაკეთებას ახერხებს მხოლოდ. ხშირად გაგვიგონია და თავადაც გაგვიმეორებია, რომ უცოდველი ბავშვია მხოლოდ. Aაი, რას გვეუბნება ს.ნ.ლაზარევი: “ფეხმძიმობის მეხუთე თვეში ნაყოფი_ბავშვი აბსოლუტურ ერთიანობაშია ღმერთთან და სამყაროსთან. რაკი ნორმალური ცხოვრებისათვის ადამიანს დრო და დრო სამყაროსთან კონტაქტზე გასვლა ესაჭიროება, იგი სარგებლობს ფეხმძიმობის მეხუთე თვის მოგონებებით, რაც მის ველშია კოდირებული.თუ დედა ან მამა ამ დროს ბავშვზე უარს ამბობს, ეს კი სერიოზული კამათის დროს ქვეცნობიერად შეიძლება მოხდეს, ბავშვი ავტომატურად მემკვდრეობად იღებს არა მარტო თავისი მშობლების, არამედ მთელი სამყაროს განადგურების პროგრამას. ორგანიზმიც შესაბამისად რეაგირებს. Aასეთი პროგრამის ბლოკირება ხდება მხოლოდ ღმერთისადმი სწრაფვითა და სიყვარულით. თუ ადამიანი ასე არ მოიქცევა, მთელი გვარის რღვევა უცილობლად მოხდება”. ”დაკვირვებით ირკვევა, რომ ბავშვი დაბადებამდე აქტიურ ურთიერთობაშია გარემომცველ გარემოსთან, მის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე კი პირველ რიგში დედის სულიერება და ეთიკა მოქმედებს. ფეხმძიმობის მეხუთე თვეზე ბავშვი ღმერთთან მთლიანობაშია და მისგან იღებს ნიჭსა და უნარებს. მესამე-მეოთხე თვეზე ჯერ დედა გადის გამოცდას, რაც სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოიხატოს, მაგრამ მის შედეგებზეა დამოკიდებული მომავალი ბავშვის ხასიათი და სიცოცხლე. Aაუცილებელია, რომ მთავარი ორიენტაცია სულიერებისაკენ იყოს, ვიდრე ყველაფერ სხვაზე”. /”კარმის დიაგნოსტიკა”/. Aადამიანმა დაკარგა თავის ბავშვობა. ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფმა დაკარგა ბავშვობა და შემდეგ მთელი ცხოვრება, ქვეცნობიერად, ან იმ საზოგადოებას დაუპირისპირდა, რომლის გამოც დაკარგა ეს ბავშვობა, ან დამორჩილდა და მისი უღიმღამო წევრი გახდა. გვხვდება უკეთესი შემთხვევებიც, როცა ადამიანი ამაღლდა საზოგადოებაზე, მაგრამ მსგავსი რამ იმდენად იშვიათია, რომ ამინდს ვერ ქმნის.
Aაქ, კიდევ  ერთხელ, ისევ ჩინელ ბრძენ-კაცს მოვუსმინოთ: “ვინცა ბრძენია და თავი უმეცრად მოაქვს: ზნემაღალია. ვინცა უმეცარია და თავი ბრძნად მოაქვს: სნეულია. უწოდე სნეულებას სნეულიება და გაგეცლება სნეულება!” /დაო დე ძინი LXXI/.


23.  ახლა მოკლედ პირველი ეკოლოგიური კატაკლიზმების შესახებ,რომელიც ადამიანის ცნობიერებაში აღიქმება როგორც “წარღვნა”.
“იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამქვეყნად” /დაბადება 6 (5)/ და გადაწყვიტა უფალმა _ წარღვნა მოევლინა კაცობრიობისათვის. “მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში” რადგან “მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე” /დაბადება 6 (8. 9.)/.
Aანტიკურ სამყაროში ნოეს პროტოტიპს დევკალიონი ერქვა სახელად და იგი პრომეთეს ვაჟი იყო. როდესაც ადამიანის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა საზღვარს გადააჭარბა და ზევსმა მათ დასასჯელად მსოფლიოს წყლით დაფარვა გადაწყვიტა, დევკალიონმა პრომეთეს რჩევით ააგო გემი, რომელშიც ჩასხდნენ იგი და მისი ცოლი პირო და ამდენად ერთადერთნი გადარჩნენ დაღუპვას და კაცობრიობა გადაშენებისაგან იხსნეს. წარღვნის შუმერი გმირია ზიუსუდრა, რომელსაც, როგორც “შემნახველი სულდგმულთა და კაცთა თესლისა” ღმერთებმა “მარადიული ღვთიური სუნთქვა შთაბერეს”. ხოლო უთანაფიშთი (ზიუსუდრას აქადური სახელი) თავად მოუთხრობს გილგამეშს თავის ამბავს: როგორ ცხოვრობდა იგი ევფრატის ნაპირას გაშენებულ ძველ ქალაქ შურუფაქში, სადაც ღმერთებიც სახლობდნენ, როგორ განიზრახა ღმერთთა კრებულმა წარღვნის მოხდენა, როგორ გაუმჟღავნა ეს საიდუმლო ენქიმ და ააშენებინა ხომალდი წარღვნისაგან თავის დასაცავად. უთანაფიშთი ტვირთავს ხომალდს ყოველი დოვლათით, რაც კი საჭირო იქნებოდა კაცობრიული ცხოვრების აღსადგენად წარღვნის დასრულების შემდეგ. წარღვნას გადაურჩა უთანაფიშთი თაავისი ოჯახითურთ  და აღადგინეს კაცობრიობის თესლი. უთანაფიშთი და მისი მეუღლე ენლილმა და სხვა ღმერთებმა გააუკვდავეს და დაასახლეს “შორეთში, მდინარეთა დასაბამთან”, სადაც მიდის გილგამეში, რომ უთანაფიშთისაგან შეიცნოს სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოება.
Aახლა ისევ დავუბრუნდეთ ბიბლიურ წარღვნას.
 “იმატა ადამიანთა უკეთურებამ” და ადამიანთა მიერ “დაბინძურებულმა” მეტაფიზიკურმა ენერგიამ და ინფორმაციამ “დააბინძურეს” (“დააბნელეს”) დედამიწის მეტაფიზიკური ველი. Dდედამიწის “დაბინძურებულმა” მეტაფიზიკურმა ველმა “აგრესულად განწყობილი” მეტაფიზიკური ენერგიის წყალობით უარყოფითი ინფორმაცია მიაწოდა დედამიწის ფიზიკურ სხეულს. გათბა ჰაერი, გახურდა “გააგრესიულებული” მეტაფიზიკური ენერგიის შედეგად, რომელიც ასეთივე “აგრესიული ქმედების” ფიზიკურ ენერგიად გარდაიქმნებოდა და “მოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცათა სარკმლები. Aაწვიმდა ქვეყანას ორმოცი დღე და ორმოცი ღამე” /დაბადება 7 (11. 12)/. დედამიწაზე სათბურის მსგავსი მდგომარეობა შეიქმნა, რამაც უამრავი წყალი აიტაცა ჰაერში ორთქლის სახით და შემდეგ წარღვნად დაუბრუნდა დედამიწას _ ”მეტისმეტად მომძლავრდა წყალი ქვეყანაზე და დაიფარა მაღალი მთები, რაც კი იყო მთელს ცისქვეშეთში” /დაბადება 7 (19)/. განადგურდა “ყოველი ხორციელი, რაც კი იძვროდა ამ ქვეყნად” /დაბადება 7 (21)/.
Dდა ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ადამიანი ცუდი გამტარი გახდა მეტაფიზიკური ენერგიისა, ის აბინძურებდა მას თავისი ნებელობით. ადამიანის ნებელობას, არასწორ ქმედებასა და დარღვეულ ზნეობას მრავალი ცუდის ჩადენა რომ შეუძლია, ამას ს. ნ. ლაზარევიც აღნიშნავს: “ჩვენი ნათესავები და შინაური ცხოველებიც ჩვენზე არიან დამოკიდებულნი, და თუ ეთიკის კანონებს დავარღვევთ, ისინიც ჩვენთან ერთად დაისჯებიან” /კარმის დიაგნოსტიკა/.
 მაგრამ ამით როდის გასწორდა ყველაფერი: წარღვნის დასრულების შემდეგ, როდესაც "გამოშრა დედამიწა” /დაბადება 8 (14)/ “აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმინდა პირუტყვიდან და ყოველი წმინდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან  აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას,  როგორც მოვიქეცი” /დაბადება 8 (20. 26)/.
Aადამიანმა კვლავ ჩაიდინა ბოროტება, პირველი წარღვნისშემდგომი ბოროტება, ღვთის მიერ შექმნილი სამსხვერპლოზე მიიტანა _ სისხლი დაღვარა. მიუხედავად ამისა “აკურთხა ღმერთმა ნოე და მისი შვილები და უთხრა: ინაყოფეთ, იმრავლეთ და აავსეთ ქვეყანა” /დაბადება 9 (1)/.
Dდიდია უფალი!!!
 უფრო და უფრო დაშორდა ერთმანეთს ადამიანი და ბუნება _ დაშორდა საწყისებს ადამიანი. Aადრე თუ ერთმანეთთან თანხმობით ცხოვრობდა ყოველი ცოცხალი დედამიწაზე, აქედან უკვე _ ”თქვენი შიში და ძრწოლა ჰქონდეს მიწის ყველა მხეცს, ყველა ფრინველს, ყოველ სულდგმულს რაც კი იძვრის დედამიწაზე, და ზღვის ყველა თევზს. თქვენს ხელთ არიან ისინი” /დაბადება 9 (2)/.
შეიცვალა რაციონიც, ადრე თუ მხოლოდ  მცენარეულით იკვებებოდა ადამიანი /დაბადება 1 (29), 2 (16), 3 (17, 18)/, ახლა უკვე “ყოველი იძვრისი, რაც ცოცხლობს საჭმელად გქონდეთ, როგორც მწვანე ბალახს ისე გაძლევთ ყველაფერს” /დაბადება 9 (3)/, თან სთხოვა უფალმა (!!!) “ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ” /დაბადება 9 (4)/. მაგრამ ყველა სულიერს მოეკითხება ჩადენილი ბოროტებისთვის, დაღვრილი სისხლისთვის: “მე კი თქვენს სისხლს თქვენი სიცოცხლის წილ მოვიკითხავ, თქვენ მოგკითხავთ ერთმანეთის სიცოცხლეს. ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამი” /დაბადება 9 (5. 6)/ და უფალმა აღქმა მისცა ნოეს, მის შვილებსა და ყველა სულიერს, რომ “აღარ აღგვის ხორციელს წარღვნა და აღარ მოვა წარღვნა ქვეყნის დასაღუპავად” /დაბადება 9 (11)/.


 24. “თქვა ღმერთმა” და ქმედების მეტაფიზიკური ინფორმაცია, სიტყვა მოვიდა ქმედებაში, გარადაისახა ფიზიკურ ენერგიად და “იქმნა” ფიზიკური (მინერალური) სამყარო (მთელი ეს პროცესი სრული ლოგოსის _ ჰარმონიის გამოხატვა იყო).
 სამყაროში ვერ ნახავთ ვერცერთ ატომს ან იონს, ვერცერთ მოლეკულას გაჩერებულ მდგომარეობაში: ისინი მოძრაობენ, მაგრამ ეს მოძრაობანი განსხვავებულია. გაზებში ეს ნაწილაკები მოუწესრიგებლად მოძრაობენ: შეუსვენებელი მოძრაობისას ისინი ეჯახებიან ერთმანეთს, გავარდებიან ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით და ახლა სხვა ნაწილაკს შეეჯახებიან _ ასე, შეუსვენებლივ და შეუწყვეტლივ მიმდინარეობს სწრაფი და ქაოტური მოძრაობა ატომებისა და მოლეკულების. ასევე უწესრიგიდ მოძრაობენ ნაწილაკები სითხეებშიც, თუმცა აქ ისინი უკვე დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან, ყოველი მათგანი (ატომი, მოლეკულა) მიისწრაფვის შეინარჩუნოს სიახლოვე მეზობლებთან. სულ სხვაგვარად მოძრაობენ ნაწილაკები კრისტალებში.
 კრისტალში ატომები მკაცრად მოწესრიგებულ მწყობრში დგანან. მათი  მიძრაობა უფრო რხევასა ჰგავს განსაზღვრულ მდგომარეობასთან მიმართებაში (ნაწილაკების მოწესრიგებული მწკრივები სივრცეში ქმნიან კრისტალურ სტრუქტურას).
 ატომთა განლაგების მოწესრიგებულობა, პერიოდულობა და სიმეტრია _ ეს არის მახასიათებელი კრისტალებისა, წესრიგის რღვევა არღვევს ნაწილაკთა მწკრივებს, ე. ი. კრისტალი გალღვა და გადავიდა თხევად მდგომარეობაში,ან აორთქლდა, იქცა გაზად.
 კრისტალები, ისევე როგორც ადამიანები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები, წარმოადგენენ ერთ-ერთ გამტარს მეტაფიზიკური ენერგიისა, მათ (კრისტალებს) გააჩნიათ სიმეტრიის ღერძი (სიბრტყე და ცენტრი), რომელზეც გადის (და ინახება) მეტაფიზიკური ენერგია (და ინფორმაცია).
ძველი თქმაა: “ბუნებას უყვარს მრავალფეროვნებააო”; განსხვავებულ მინერალთა კრისტალები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავიანთი ფორმებით და კრისტალის სტრუქტურა ასახავს მინერალის ხასიათსა და ფორმას.
 მაგალითად _ ნახშირბადის ატომი:
 მური _ მსუბუქი, შავი ფხვნილი ქვაბის ძირზე ან ბუხრის მილზე ახვეტილი _ ნახშირბადია.
 ნახშირი _ ხის ან ქვის _ ნახშირბადია.
 გრაფიტი _ ფანქრის, კვალს რომ ადვილად სტოვებს ქაღალდზე და ტექნიკაში მრავლად გამოიყენება: ეს ნივთიერება კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას _ ასევე ნახშირბადია.
ალმასი _ ძვირფასი ქვებიდან ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე ლამაზი. Yველაზე მაღალი სიმაგრის ქვა დედამიწაზე _ ესეც ნახშირბადია.
ძნელი დასაჯერებელია, რომ ალმასი და გრაფფიტი აგებულია ერთი და იგივე ატომებისაგან, გრაფიტი _ რბილი, გაუმჭვირვალე, შავი. Aალმასი _ მაგარი, გამჭვირვალე, მოკაშკაშე (გვხვდება მომწვანო, მოლურჯო და სრულიად შავი ფერის _ კარბონადი). Gგრაფიტი _ ცეცხლგამძლე, ალმასი _ ადვილად იწვის _ რჩება მხოლოდ ნამწვი ან გრაფიტი, დიახ, მური, ნახშირი, გრაფიტი და ალმასი შედგება ერთი და იგივე, ნახშირბადის ატომებისაგან, განსხვავდება მხოლოდ ატომთა წყობაშია (განლაგებაშია, მესერშია).
მეტაფიზიკურ ენერგიას და ინფორმაციას ატარებენ და ინახავენ არა მარტო კრისტალები, ასევე სითხეებიც (წყალი, ნავთობი . . .).
მინერალებს  (კრისტალურს, თხევადს თუ გაზურს) გააჩნიათ მეხსიერება, რომელიც არეგულირებს მათ ფორმირებას. Dდა ეს ფორმირება სრული ლოგოსის ციკლითაა განსაზღვრული: დაწყება (დაბადება), გამოვლინება (აღორძინება), ციკლის დასრულება და ისევ თავიდან; ასე უსასრულოდ.
მაგრამ, ადამიანის ნებელობას მათი დანგრევაც შეუძლია, რამეთუ მეტაფიზიკური ინფორმაცია, რომელიც ადამიანის ნებელობითაა დამძიმებული, შედის კრისტალის, სითხისა და გაზის ნაწილაკების (ატომების) მეხსიერებაში და დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს მათზე (ახდენს უარყოფით გავლენას მასში მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ პროცესებზე).
ასე რომ დიდი სიფრთხილე მართებს ადამიანს არა მარტო ქმედებაში, არამედ აზრთან მიმართებაშიც.
ოდითგანვე არსებობდა რწმენა ქვების (მინერალების) არაჩვეულებრივი ზებუნობითობის შესახებ. მაგალითად: ალმასი ითვლებოდა ყოვლისშემძლე თილისმად _ რომელიც მის მფლობელს ანიჭებს ძალასა და სიმამაცეს. წითელი კორუნდი _ რუბინი (იგივე ლალი) აძლიერებს გულსა და აღადგენს ძალებს. რუბინი მაცოცხლებელი ქვაა, მაგრამ გარდა ამისა, როგორც ამბობენ, აძლიერებს ბუნებრივ სისასტიკეს ბოროტ ადამიანებში. ლურჯი კორუნდი _ საფირონი ერთგულების, სიბრძნის სიყვარულის, იმედისა და თავმდაბლობის სიმბოლოა. იგი იცავს მფლობელს შიშისაგან. ზურმუხტი მწვანე ფერის ბერილი, აძლიერებს გულსა და მხედველობას, კარგია ცუდი სიზმრების წინააღმდეგ და იცავს მფლობელს სტრესებისა და ბოროტებისაგან. აქვამარინი _ ერთგული მეგობრობის, განსჯისა და მჭერმეტყველების ქვაა . . . და სხვა მრავალი.
Aალბათ გაგიგონიათ ძველებისაგან, ცუდ სიზმარს რომ ნახავთ, წყალს გაატანეთ_წყალი ინფორმაციის ყველაზე კარგი გადამტანია და ასევე ყველაზე კარგი გამწმენდია.
მე არ მინდა დაწვრილებით შევჩერდე ამ საკითხებზე, რადგან ძირითადი მიზანი მხოლოდ გარკვეული ინფორმაციის მოწოდებაა.
მთელი ეს რწმენა ჩამოყალიბდა იმ დროს, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ მთელი არსით შეიგრძნობდნენ ბუნებას; როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ერთმანეთისაგან “დასაზღვრული” ფიზიკური და მეტაფიზიკური სივრცეები; როდესაც ჯერ კიდევ არ იყო “დიადი თანხმობა” დარღვეული ადამიანსა და ბუნებას შორის.
Aასე რომ, რწმენა მინერალური სამყაროს ზებუნებითობის შესახებ უსაფუძვლო არ ყოფილა, უბრალოდ მან აზრის განვითარების ისტორიის ხანგრძლივი ძნელბედობის ჟამს თავისი სიღრმისეული საფუძველი ღრმად ჩამარხა მივიწყებულ კულტურებთან ერთად და დაგვიტოვა ადვილად დასანახი ის წითელ-ყვითელი ფარჩის მაგვარი ლეგენდები, თუ მითები, ასე საოცრად რომ  გვანან ბებიას უვნებელ ზღაპრებს, ძილის წინ საამოდ რომ ესალბუნება ჩვენს გონებას.

        25. ახლა კიდევ ერთი ნებელობითი “მე”-ს გამოვლინების შესახებ.
“ერთპირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. როცა დაიძრნენ აღმოსავლეთიდან, ჰპოვეს ველი შინკარის ქვეყანაში და იქ  დამკვიდრდნენ” /დაბადება 11 (1.2)/.
თქვეს და დაიწყეს გოდოლის შენება: “ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. Aაღვმართოთ ნიშანსვეტი, რომ არ გავიფანტოთ დედამიწის ზურგზე” /დაბადება 11 (4)/.
ერთ ადამიანს თავისი “ბნელი” ინფორმაციით იმდენად ნაკლები ბოროტების გაკეთება შეუძლია მსოფლიოსათვის, ე. ი. იმდენჯერ ნაკლებად შეუძლია შებღალოს ერთიანი მეტაფიზიკური ველი, არსებულ ადამიანთა საერთო რაოდენობის მერამდენედ ნაწილსაც შეადგენს ის (თუ  “გამონაკლისთა” ენერგიის სიდიდეს დავივიწყებთ).
იხილა რა უფალმა “გოდოლი, რომელსაც ადამიანები აშენებდნენ. თქვა უფალმა: “აჰა, ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ ყველას; რაკი ეს საქმე წამოუწყიათ, ამიერიდან დაუბრკოლებრივ გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი განიზრახავენ. აბა ჩავალ და ენას ავურევ მათ, რომ ვერაფერი გააგებინონ ერთმანეთს” /დაბადება 11 (5. 6. 7.)/.
ადამიანთა ერთიან ნებელობას (“რასაც კი განიზრახავენ”) უდიდესი კატასტროფის გამოწვევა შეეძლო სამყაროში, ამიტომ “გაფანტა ისინი უფალმა იქიდან მთელს დედამიწის ზურგზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქისა და გოდოლის შენება” /დაბადება 11 (8)/.
ბაბილონის გოდოლის მეტაფიზიკური მისტერია იყო ადამიანთა ნებელობითი “მე”-ს გამოვლინების მწვერვალი, რომელსაც ღვთის შეწევნით, აღსრულება არ ეწერა.


26.  თუკი ოდესმე მომეცა ნება და შესსაძლებლობა სრულიად გამოვხატო ჩემი ღარიბი შეგრძნებები კაცისა და ღვთის მიმართ, რომელიც თავადაა ლოგოსი _ განხორციელებული სიტყვა, რომელიც თავად იყო დასაბამი (ანი) და თავად იქნება დასასრული (ჰოე) არსობისა, წინ მის მიერვე ნათქვამ ერთ ფრაზას წავუმძღვარებდი: “ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და სწამთ” /იოანე 20 (29)/.
ყველაფერი დაიწყო სიტყვით: “თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი” /იოანე 1 (1)/. “და იქმნა” ჭეშმარიტება (სიტყვა განხორციელდა _ ლოგოსი): “სიტყვა იქცა ხორცად და დამკვიდრდა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე. და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება” /იოანე 1 (14)/.
დაიწყო დასკვნითი ეტაპი დედამიწაზე _ ეს არის ჭეშმარიტების (განხორციელებული სიტყვის, ანუ განხორციელებული სიყვარულის) ანუ ქრისტეს (განხორციელებული ღმერთის _ სრული ლოგოსის) ეტაპი: “მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა” /იოანე 1 (17)/.
ადამიანთა ცოდვებმა იმდენად დააბინძურეს დედამიწის მეტაფიზიკური ველი, რომ საჭირო შეიქმნა მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან აცილება და აღმავალი წელთაღრიცხვის დასაწყისი (ადამიდან წელთაღრიცხვა დაღმავალი გზით მიდიოდა _ იგივე დროის უკუსვლა _ დაცემა) “სიტყვა იქცა ხორცად და დამკვიდრდა ჩვენს შორის”. ღმერთი განხორციელდა კაცთა შორის: “მე და მამა ერთი ვართ” /იოანე 10 (30)/. როგორც ძე ღვთისა მოევლინა ქვეყანას ქალწულის შეურყვნელი საშოდან: “მე იმიტომ დავიბადე და მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დამემოწმებინა. ყველა, ვინც ჭეშმარიტებიდანაა, ისმენს ჩემს ხმას” /იოანე 18 (37)/. იგი (იესო ქრისტე) კარგად იცნობდა ადამიანს: “არც სჭირდებოდა ვინმეს დაემოწმებინა ადამიანის შესახებ, რადგან იცოდა რა იყო ადამიანში” /იოანე 3 (17)/. და მოვიდა მიწაზე არა იმიტომ “რომ განეკითხა წუთისოფელი; არამედ გადარჩენილიყო მის მიერ” /იოანე 3 (17)/.
ქრისტეს კაცთა შორის ყოფნის მონაკვეთი დღე იყო იმ  დიდი მეტაფიზიკური ღამისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ: “ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმენი იმისა, ვინც მე მომავლინა, სანამ დღე არის; მოდის ღამე, როცა ვერავინ შეძლებს კეთებას, სანამ წუთისოფელში  ვარ, წუთისოფლის ნათელი ვარ” /იოანე 9 (4. 5.)/ და რომელსაც უნდა მოჰყვეს დიდი მეტაფიზიკური დღე.
ქრისტე სიყვარულით დაუპირისპირდა ადამიანთა ნებელობას: “გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთ შორის” /იოანე 13 (34. 35)/. რადგან ადამიანს მხოლოდ სიყვარულით ძალუძთ შეიმეცნოს, რომ “ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა” /იოანე 8 (34)/. და მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გადაარჩინოს მსოფლიო; რამეთუ დავაბინძურებთ საკუთარ “მე”-ს ბოროტებით, დავარღვევთ “დიად თანხმობას” მსოფლიურ მეტაფიზიკურ ველში, მოვწყდებით საწყისებს და უსასრულო “სიბნელეში” დავიკარგებით: “ჭეშმარიტების მოქმედი ნათლისკენ მიდის, რათა ცხადი გახდეს მისი საქმეები, რადგან ღმერთშია ქმნილი” /იოანე 3 (21)/ და გავწირავთ სამყაროს დასაღუპავად.
“სიტყვა იქცა ხორცად”, რათა თვალნათლივ ეხილათ ადამიანებს, რომ: “მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე” /იოანე 14 (6)/; რომ გადარჩენა თავისუფლებაშია: “შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ” /იოანე 8 (32)/; რომ მხოლოდ ნებელობისაგან გათავისუფლებულ ადამიანს ძალუძს არ დაემორჩილოს ბოროტებას: “მაღლიდან მომავალი ყველაზე მაღლაა, ხოლო ვინც მიწიდან არის, მიწიერია და მიწის შესახებ ლაპარაკობს; ციდან მომავალი კი ყველაზე მაღლაა” /იოანე 3 (31)/.
“ღმერთი არასდროს არავის უნახავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გააცხადა” /იოანე 1 (18)/, რათა ადამიანთა შორის დამყარდეს “დიადი თანხმობა”: “მე სხვა ცხვრებიცა მყავს, არა ამ ფარეხისა. მე ისინიც უნდა მოვიყვანო; მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი ფარა და ერთი მწყემსი” /ოანე 10 (16)/. Dდა ეს იქნება ჭეშმარიტების აღსრულება, ადამიანის დაბრუნება დასაბამში _ მსოფლიოს გადარჩენა.


27.  ახლა მოკლედ “ანი”-სა და “ჰოე”-ს შესახებ: ესაა  გზა _ სიტყვა და . . . ჭეშმარიტება: “მე ვარ ანი და ჰოე _ ამბობს უფალი ღმერთი _ ის, ვინც იყო და ვინც მოდის ყოვლისმპყრობელი” /გამოცხადება 1 (8)/.
  ანი _ “თქვა ღმერთმა... და იქმნა”; აღმავალი დრო; დღე პირველი, დღე მეორე..;       მსოფლიოს შექმნა და ოქროს ხანა _ სამწევრა ადამიანთა (კაცთა) ჰარმონიული ეტაპი დედამიწაზე.
             დაღმავალი დროის (იგივე _ დროის უკუსვლა) დასაწყისი _ 5604 წელი ქრისტეს შობამდე.
             “დიადი თანხმობის” რღვევა _ ევოლუციისა და ტრანსფორმაციის დასაწყისი.
             პირველი სისხლი _ დაირღვა “დიადი თანხმობა”. კაცსა და ღმერთს შორის საჭირო გახდა შუამავალი (ქურუმი, იგივე ღვთისმსახური).
             პირველი ეკოლოგიური კატაკლიზმა. კაცობრიობის გადასარჩენად გამართული “ომი”.
             თავს იჩენს ადამიანის მესაკუთრული ბუნება. მიწიერი კეთილდღეობისათვის ბრძოლის დასაწყისი. ნიადაგი რიცხვისა 666.
             ქალური საწყისის აღორძინების პერიოდი: გათანაბრების, სულიერი და ხორციელი ემანსიპაციისა და იმპოტენციის დასაწყისი.
             Aადამიანს სურვილი უჩნდება დაუბრუნდეს თავის მამაკაცურ საწყისს _ შეიმეცნოს და ჩაღრმავდეს “მე”-ში, ანუ დადგინდეს მსოფლიოსთან მიმართებაში.
ჰოე _  მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე /იოანე 14 (6)/. Aაღმავალი დრო, რომლის უმაღლესი განვითარებაა რიცხვი 999, და რომელიც კაცობრიობამ უნდა შეიმეცნოს ამ ხანგრძლივი დროის დასასრულს (დასაწყისი _ ქრისტეს შობა), ან, რაც იგივეა, როდესაც კაცობრიობა განწმენდილი დაუბრუნდება თავის საწყისებს _ რასაც მოჰყვება ბედნიერთა ათასწლეული, ანუ მთელი თავისი სრულყოფილებით აღიქმება ჭეშმარიტება: “მე ვარ ანი და ჰოე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული” /გამოცხადება 22 (13)/, ხოლო ჯერ “გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებს და გულს; და ყოველ თქვენთაგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ” /გამოცხადება 2 (23)/.

No comments:

Post a Comment