Thursday, June 13, 2013


      ზღაპარი მხატვარზე  

ეს ამბავი ერთ პატარა ქალაქში მოხდა. ეს ქალაქი ჩვეულებრივი კაცებით ჩვეულ ცხოვრებას ჰქმნიდა დიდი გატაცებით. უყვარდათ და სძულდათ, უხაროდათ და სწყინდათ, და ყველა წუწუნებდა.
ჩვეულებრივი კაცების გარდა, კიდევ ერთი კაცი ცხოვრობდა ამ ქალაქში. მისი სახელი არავინ იცოდა, არც ის, საიდან მოვიდა, რას აკეთებდა, რა ულხინდა და რა უჭირდა. Gგამოვიდოდა სახლიდან და ხმის ამოუღებლად დაეხეტებოდა ქალაქში. სადაც დაინახავდნენ, სტვენით იპდ.აიკლებდნენ იქაურობას. . .  ასე იყო თუ ისე, ერთი გიჟი ქალაქს სჭირდებაო და . . . ერთობოდნენ.
Eერთი უცნაურობა სჭირდა ქალაქს: მზე არა ჰქონდა და ლამპიონებით აჩახჩახებდნენ.
ერთ დღეს ეს კაცი, ჩვეულებისამებრ, დაბრუნდა შინ, კარები მიიხურა და . . .  გავიდა დრო, არა და არ გამოვიდა სახლიდან. დაინტერესდა ჩვეულებრივი ხალხი _ რა დაემერთაო და კარები შეამტვრიეს. სახლში არავინ იყო. ოთახში იატაკზე პალიტრა ეგდო, ხოლო კედელზე მზე იყო დახატული. განცვიფრდა ჩვეულებრვი ხალხი: დახატულ მზეს ნამდვილი, კაშკაშა სინათლე და სიმხურვალე ჰქონდა. გამოხსნეს ფანჯრები, რომ სიცხისაგან არ დახუთულიყვნენ და. . . ჰოი და საოცრებავ, მზე გადმოგორდა კედლიდან და . . .  ცაზე თავისი ადგილი დაიკავა.
მეორე დღესვე ალაპარაკდა პატარა ქალაქის გაზეთები.
ტანსაცმელი პანთეონში დაკრძალეს. ძეგლი აუგეს ქალაქის შუაგულს _ პატარა ქალაქს დიდი კაცი ჰყოლიაო.
მის სახლში მუზეუმი გახსნეს.
. . . ის კი იდგა და იცინოდა.
                                        1983 წ.      

No comments:

Post a Comment