Thursday, June 13, 2013

  მსოფლიო,როგორც სივრცეთა (სამყაროთა) ერთიანობა 


1.არქეტიპი ანუ იერარქიული სივრცე

    იოანეს სახარება ასე იწყება: “თავდაპირველად იყო სიტყვა

და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი”(იოანე 1.1).

    კაბალაში, იერარქიული პრინციპით, ღმერთის ათი სახელია

მოცემული და ყოველი მათგანი გარკვეულ ძალას ასახავს.

სახელი სიტყვაა და ე. ი. ძალაა, რომელიც

საფუძველია ქმნადობის.

    ქართულ მაგიურ შელოცვებში ხშირად დასაწყის

ფორმულებად გამოიყენება: “სახელო სახელისაო”, ან “სახელო,

სახელო ღვთისაო”, ან კიდევ “სახელო ღვთისა მამისაო”, რაც

იმაზე მიგვანიშნებს, რომ არქეტიპი ძველ ქართველებშიც

სახელთა (სიტყვათა) ფაქიზ ვიბრაციების სივრცედ აღიქმებოდა.

    ღმერთის დანახვა არავის ძალუძს, ის უნდა გწამდეს,

გრძნობდე და თუ გაიაზრებ კიდეც, მაშინ, როგორც

ხორცშესხმული უფალი ასწავლიდა მოწაფეებს: “ვისაც ჩემი

სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, ისიც გააკეთებს, და

მათზე დიდსაც გააკეთებს”(იოანე 14.12).

   არქეტიპის სივრცეში ხარისხობრივი მაჩვენებელი K = 0.

ნებისმიერი რიცხვი 0 ხარისხში 1-ის ტოლია:
                       0
                    N = 1  

ანუ ღმერთი ერთია და განუყოფელი. ასევე, არქეტიპის

სივრცეში შედეგიც 1-ის ტოლია:
                     0    0
                  N (N + 1) / 2 = 1

რაც ზემოთქმულს, რომ ღმერთი ერთია და განუყოფელი, კიდევ

ერთხელ ამტკიცებს.

   ყველაფერი ზემოთ თქმული შესაძლებელია შემდეგნაირად

ჩამოყალიბდეს:

არქეტიპის სივრცე, ეს არის უნივერსალური 

შემოქმედებითი საწყისი ყოველგვარი 

რაობის არსით, სულერთია რას 

ვიგულისხმებთ ამ რაობაში: საგანს, 

პრინციპს, ქმედებას. . . და რადგან ყველა ეს 

რაობა აბსოლუტს უკავშირდება, მათი 

მახასიათებელი - სიყვარულია.



2.მენტალი ანუ ემანაციური სივრცე 

   მენტალური სივრცე აზრთა სივრცეა. აზრი ცოცხალი

არსებაა. იგი ქმნის, აშენებს შესაბამის სტრუქტურებს (მაგრამ

ეს უკვე შემდგომ, ასტრალურ და ფიზიკურ სივრცეებში).

   არქეტიპში არსებული სახელის ძალა პირველ ამოქმედებას

(როგორც სიტყვა _ ლოგოსი) მენტალურ სივრცეში იწყებს.

მენტალური სივრცისთვის K = 1 და ნებისმიერი რიცხვი თავის

თავს ასახავს ისეთად, როგორიც არის:

შედეგი განისაზღვრება ფორმულით:

                        N(N+1)/2


3.ასტრალი ანუ შემოქმედებითი სივრცე 


   ასტრალურ სივრცეში K = 2 და ნებისმიერი N-ისათვის

 რაც მთელის გაყოფის, სიცოცხლის საწყისისა და

წინააღმდეგობათა ერთიანობის (პოლარიზაციის)

სიმბოლოა.

   მენტალურ სივრცეში წარმოქმნილი აზრი თავისი 

ხასიათისდა მიხედვით ასტრალურ სივრცეში აშენებს (ქმნის)

შესაბამის სტრუქტურებს. თუ აზრი დაცემულია (იგივე: 

რეგრესიულია; ნეგატიურია), შესაბამისად სტრუქტურა 

დამანგრეველია.

   რიტუალი (ნებისმიერი სახის: რელიგიური იქნება ეს თუ

მაგიური) მოქმედებს ასტრალური სივრცის მეშვეობით. მისი

აღსრულების ფორმულა (იგივე შედეგი) ჩაიწერება

შემდეგნაირად:
                      2      2
                   N (N + 1)/2

   გამოცხადებაში სწერია: “ვისაც გაგება აქვს, გამოთვალოს

მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია

ექვსას სამოცდაექვსი”(გამოცხადება 13.18)

   როცა N = 6, ასტრალურ სივრცეში გვექნება:
                     2    2
                   6 (6 + 1) / 2 = 666

  ეს იგივე ჰექსაგრამის (6) რიტუალია. 666-ის

არიფმოლოგიური ჯამი 9-ის ტოლია, რაც ნიშნავს

აღსრულებას.


4.ფიზიკური ანუ ფორმათა სივრცე 

   ფიზიკური სივრცისათვის K = 3 და ნებისმიერი არსებობა
                              3
                           N

აისახება უხეშ მატერიაში. ანუ, ასტრალურ სივრცეში

ჩამოყალიბებული სტრუქტურები (აზრთფორმები) ფიზიკურ

სივრცეში ღებულობენ უხეშ მატერიალურ ფორმებს.

   ნებისმიერი N-ისთვის შედეგი ფიზიკურ სივრცეში

(ფიზიკური ფორმირება) იქნება:
                      3    3
                   N ( N + 1) / 2   


   მალხაზ გველუკაშვილი 2006
                                                           


No comments:

Post a Comment