Sunday, June 9, 2013

სამსჯავრო ანუ უმისამართო წერილი ტყიდან


                 სამსჯავრ ანუმისამართო წერილი ტყიდან      


შორიდან გესალმები უცნობო მეგობარო! ბევრი ვიფიქრე, სანამ წერილის წერას დავიწყებდი, მაგრამ დაწყებისთანავე თავში ყველაფერი ამერია და ვფიქრობ, მაპატიებ, თუ სიტყვათა გამას ისე ვერ დავალაგებ, როგორც ამას გრამატიკა მოითხოვს.
მე ტყეში ვცხოვრობ. . . თუმცა, სჯობია ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვე.
ტყე (სადაც ვცხოვრობ) სადღაც ქვემოთ ბარში იწყება და მთაზე ადის. გადაშლილია ქვემოდან ზემოთ. ხარობს ურთხმელი, წიფელი, ვერხვი, მუხა თუ ნაძვი და ათასგვარი მათი მოყვარე; სარეველანიც უხვად არიან.
მი, მი _ სი, მღერის. . . და ყოფიერის მი _ მაჟორ გამა მხიარულ ნოტებს ტოტებში ხლართავს. მზე ააცეკვებს მიწაზე ჩრდილებს. მი, მი _ სი, მღერის; ფა _ დო, მი _ სი. . . და ჩრდილებს შორის თავს წამოყოფს რომელიმე ლამაზმანი და გულს გადაშლის, რათა მედღეურ ფარვანას სიამტკბილობის წუთი აჩუქოს. ეს ყველაფერი გაზაფხულია.
შემდეგ ზაფხული. მზე ხელებს მოჰხვევს ქვეყანას ეგზომ, თითქოს ეჭვოანობის ნიადაგზე დახრჩობას უპირებდეს. ტყე გაზანტდება და მხიარული მი, მი _ სის ნაცვლად გაიწელება სი _ მი _ სი, რე _ სი, დო _ ლა _ სი. მაგრამ უეცრად აქაც მოვარდება საიდანღაც გამოსხლეტილი ანცი სიო, ჩაუქროლებს, გამოაცოცხლებს ტყეს და დაამთავრებს ამ საოცარ მაჟორ _ მინორულ წყობას: ფა _ ლა _Mფა, სი _ ფა, ლა _ ფა _ მი.
მაგრამ, მი, მი _ სი, მღერის. . . შემოდგომა გადააყვითლებს სიმწვანეს. ააკვნესებს ვიოლინოს ქარი და მინორული განწყობილებით შემოურბენს ტყეს. ქარს ყინვა მოჰყვება, აახმიანებს ფლეიტას და ჩამოურიგებს გახდილ _ გაძარცვულ ხეებს ზამთრის საჩუქარს. მაგრამ ეს ყველაფერი დიდებული მაშინაა, როცა მთელი ბუნება ერთიანად ამღერდება. ფაგოტი გაიბუტება, კონტრაბასი აბუბუნდება, სიყვარულის მომლოდინე ვიოლინო გაინაბება, კლარნეტი აჭორავდება: სი _ მი _ სი, რე _სი, დო _ ლა _ სი; ფა _ ლა _ ფა, სი _ ფა, ლა _ ფა _ მი.
. . . . .
ერთი კაცი ცხოვრობს ჩვენს ტყეში. კომედიანტია. მაჩაბელა ჰქვია. დასი ჰყავს. დაეხეტება ტყეში და წარმოდგენებს მართავს. სწორედ ერთ _ ერთი მისი, ამას წინათ გამართული წარმოდგენის შესახებ მინდა მოგითხრო.
. . . შეარჩია სამი დიდი ხე მაჩაბელამ და მის ქვეშ გამართასცენა”. ხეები იყვნენ განლაგებულნი, რომ ტოლფერდა, ბლაგვკუთხა სამკუთხედს ჰკრავდნენ. “სცენასსამი კუნძი და ერთი წაქცეული ხე წარმოადგენდა.
ერთი კუნძი მარჩხენა ხესთან იდო. Mმეორე _ სამკუთხედის ბლაგვი კუთხის წვეროსთან. ხოლო მესამე _ მარგვენა ხესტან. მასთან ახლოს, “სცენისსიღრმეში ხე იყო წამოწოლილი. კარგი დრო შეერჩია მაჩაბელას წარმოდგენისათვის. გაზაფხულზე ტყე ხომ ძალიან ლამაზია.
მოლედ, თავი რომ არ შეგაწყინო, პირდაპირ წარმოდგენაზე გადავალ.
მაჩაბელა _ პატივცემულო საზოგადოებავ, ფრიად მოხარული გახლავართ თქვენის მობრძანებით და წინასწარ გიხდით მოკრძალებულ მადლობას იმ გულახდილი აღფრთოვანებისათვის, რომელსაც გამოხატავთ ამ უჩვეულოდ ჩვეული ამბის წარმოდგენის დასასრულს.
მაგრამ ხომ იცით, ოჰ! მაპატიეთ! როგორ არ იცით! არც მიფიქრია თქვენს ცოდნაში ეჭვის შეტანა, მხოლოდ მინდოდა შემეხსენებინა, რომ ჭრელია კაცის ბუნება და შეიძლება, თუმცა ძალიან მეეჭვება, აქ, ჩვენს შორის აღმოჩნდეს ისეთი კაცი, რომელიც წარმოდგენის განქიქებას მოინდომებს: აქაოდა, რეალური სახე არა აქვსო; ვერც მიზანსცენებია მაინცდამაინც კარგად შერჩეულიო; ანდა, ეს წარმოდგენა ამათ მაგიერ იმათ რომ ეთამაშათ, უკეთესი გამოვიდოდაო და მრავალი სხვა მსგავსი. არა, არ უნდა ვლაპარაკობდე ამას. ამისთანა კაცი მეტად საეჭვოა აღმოჩნდეს ჩვენს შორის, ჭეშმარიტად დიდებულ საზოგადოებაში; მაგრამ ხომ იცით, რა არ ხდება. . .
მაშ ასე! ხალხნო და ჯამაათნო! ბატონებო და ბატონების ცოლებო! კარგებო! ლამაზებო! კუზიანებო და ბრუციანებო! იჩქარეთ და იქეცით სმენად და მზერად! თქვენ გელოდებათ წარმოდგენა: სიამოვნება და სიმართლე, რომლის გაგებასაც ასე ელოდებით და გაგების შემდეგ შეიძლება სიცილით გაიგუდოთ _ ნუთუ ეს იყო სიმართლეო?!
მოემზადეთ, პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ! წარმოგიდგებიან კომედიანტი მაჩაბელა და ქალბატონი ბუბუ!
ბუბუ _ საღამო მშვიდობისა, პატივცემულო საზოგადოებავ! მიუხედავად მთელი დღის დაძაბულობისა, გთხოვთ მაქსიმალურად დაიძაბოთ და მოემზადოთ აქტიური დასვენებისათვის, რომელსაც გპირდებათ ჩვენი დღევანდელი წარმოდგენა.
წარმოდგენა გადავწყვიტეთ ზღაპრის ფორმით წარმოგვედგინა.
ზღაპარი, განსაკუთრებით ძილის წინ, ფრიად სასარგებლოდ მოქმედებს ტვინის უჯრედებზე, ათავისუფლებს მათ მთელი დღის დაძაბულობისაგან და ახვევსცისფერ ბურუსში”, რასაც ტექნიკურად და ჩვენთვის გასაგებ ენაზეოცნებასუწოდებენ. ოცნებას, განსაკუთრებით მის ცისფერ სახესხვაობას, რა სასიკეთო შედეგის მოტანა შეუძლია, ყველასათვის ცნობილია. იგი შეიცავს”, “”, “და ყველა სხვა ვიტამინს, კვლავ უიმედობის ბაქტერიებს და ძირშივე სპობს ფრიად საშიშ ავადმყოფობას _ “მიზანთოპიას”.
სიტყვა გამიგრძელდა და თავი რომ არ შეგაწყინოთ, შევეცდები, შევუდგე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.
უჩვეულო სასამართლო მოეწყო ტყეში, მდინარის პირას. სასამართლოს წარმართავდა ინდიფერენტული მოსამართლე. განსასჯელის სკამზე ისხდნენ პეტრე და პავლე.
მაგრამ, სანამ წარმოდგენას დავიწყებდეთ, გავეცნოთ რამოდენიმე ნიუანსს სასამართლოს წესიდან.
პოლი _ წესი, ბატონებო! წესი! წესს უნდა დავემორჩილოთ ყველა! ! !                     
ბუბუ _ ეს გახლავთ პოლიციელი პოლი _ ფრიად ერთგული დამცველი ყოველგვარი წესისა და წესრიგისა! მაგრამ დავუბრუნდეთ სასამართლოს _ განსასჯელებს, ჩვენს შემთხვევაში პეტრესა და პავლეს, საჭიროა წავუყენოთ ბრალდება, რის შედეგადაც ისინი ბრალდებულებად იქცევიან. ხოლო შემდგომ დანაშაული განვსაჯოთ და ბრალდებულები ანუ უკვე დამნაშავენი დავსაჯოთ წესისდა მიხედვით.
მაჩაბელა _ სასამართლოს პრაქტიკაში ცნობილია განსასჯელების რამიდენიმე სახე: ბრალდებულები, ბრალ _ დადებულები და ბრალს _ დადებულები. მაგრამ სამივე შემთხვევაში სასამართლოს წესის წასამართავად საჭიროა ერთი ან რამოდენიმე მოწმე, ესე იგი კაცი ან _ ები, რომელიც ან რომელნიც პირდაპირ ან ირიბ დამოკიდებულებაში იმყოფება ან იმყოფებიან განსასჯელთან ან განსასჯელებთან.
ყოველი მოწმე დაკითხვის ან ჩვენების მიცემის წინ იძლევა სუბიექტურ ფიცს, რომელსაც ობიექტურად ასრულებს და თან ცდილობს პროპორციული მდგომარეობა შეინარჩუნოს ბოლომდე, რადგან გადაჭარბებულმა მისწრაფებამ იმისა, რომ სასამართლოს დაეხმაროს, ან ხელი შეუშალოს დანაშაულის მხილებაში, შეიძლება საქმე შემოატრიალოს მისი სურვილისა თუ ნების საწინააღმდეგოდ და მან, იგივე მოწმემ და განსასჯელმა ადგილები გასცვალონ. ამიტომ ყოველი მოწმე ვალდებულია იცოდეს, რომ სიფრთხილეს თავი არა სტკივა.
სასამართლოს შემდეგი, კანონზომიერი სვლა _ ბრალმდებელია. აღნიშნულის პოზიცია დასახელებისთანავე გასაგებია _ მან ბრალი უნდა დასდოს თუნდაც უბრალოს, მაგრამ განსასჯელს, და უნდა ეცადოს თავისი ბრალდების მართებულობის დამტკიცებას.
რაც შეეხება დამცველს, მისი პროფესია ყველაზე ჰუმანურია. მას ავალია დაამტკიცოს ბრალდებულის უდანაშაულობა; უკიდურეს შემთხვევაში უნებური დანაშაული მაინც. . . ხშირად ამის გამო იძულებულია ისარგებლოს ენის ისეთი მიღწევებით, როგორიცაა: შემოელახა, შემოეპატიურა, შემოაკვდა და მრავალი სხვა მსგავსი.
და ბოლოს სიტყვა ეძლევა მოსამართლეს, რომელმაც ამდენი აბდაუბდის მოსმენის შემდეგ უნდა მოიკრიფოს გონება და სამართლიანი სასჯელი მიუზღოს განსასჯელს.
ახლა კი ბატონ სასამართლოს ვთხოვთ დაიკავოს თავისი ადგილი! ბრალმდებელი ჰამლეტა! დამცველი ბონდო! შენ დაუკა! ! !
ყურადღება! ვიწყებთ!
პოლი _ მოწმე ბრმა!
. . . . .
ბრალმდებელი მარცხენა ხის ქვეშ, კუნძზე დაჯდა. მოსამართლე შუაში. მარჯვნივ დამცველი, ხოლო წაქცეულ ხეზე პეტრე და პავლე ჩამოსხდნენ.
რაც შეეხება პოლის, ჩვენი ტყის პოლიციელია და უიმისოდ წარმოდგენა არ დაიდგმება. თანაც მთელი ცხოვრება კომედიანტობაზე ოცნებობდა და თუ შესაძლებლობა მიეცა, ცდილობს სცენაზე მოხვდეს. კომედიანტი მაჩაბელა კი საკმაოდ მოხერხებული კაცია და. . .
. . . . .
ხელი ჩამოუსვა გიტარის სიმებს მაჩაბელამ. გახურებულ სხეულზე თოვლის უმსუბუქესი ფანტელები თუ დაგცემია, სწორედ ასეთი დაცემა იგრძნო ჩემმა სხეულმა ბგერებისა. სუსხმა გულ _ მუცელში დამიარა, ერთიანად გამყინა და შემდეგ ასევე ერთიანად გამახურა. აცეკვდნენ ბგერები ნერვებზე. თითქოს ჭიანჭველები დამესია. ჯერ მხოლოდ ხელისგულებზე და თმებში დაცოცავდნენ. შემდეგ მთელს სხეულს მოედნენ. ერთ ალაგას ვეღარ ვჩერდებოდი. ლენტო ანდანტემ შესცვალა. ალეგრო _ პრესტომ. ჩემს თვალწინ ყველაფერი დაიკარგა. ყურში ბგერები დაჰქროდნენ, თვალებში ფერები. Eრთმანეთში აიზილა შავი და თეთრი, წითელი თუ ყვითელი; მწვანე ან ლურჯი. . . უზარმაზარი ცეცხლი ბრიალებდა. ცეცხლს უკანა მხრიდან ვიღაცა უახლოვდებოდა, რაღაცა მოჰქონდა. ვიცანი! სინდისი, . . სინდისი მოჰქონდა. არა, თავისი არა, ჩემი სინდისი მოჰქონდა და ცეცხლში უპირებდა ჩაგდებას. არა _ მეთქი, დავიღრიალე, არ დაგანებებ! ! !  და უეცრად გონს მოვეგე. . .  ყველამ ჩემსკენ მოიხედა. მაჩაბელას გიტარა დაედო და მე შემომცქეროდა. გავიღიმე. ჰმ, იმდენად მიყვარს საკუთარი თავი, რომ შეიძლება ოვიკლა კიდეც, თუკი ამას ჩემივე აუცილებლობა მოითხოვს. მაჩაბელამ დაკვრა გააგრძელა.
. . . . .
ბრმა _ /შემოდის, მეგზურად ჰყავს გოგონა / მე პეტრემ მომატყუა!
პოლი _ შენ ეი! ბებერო! წესი არ იცი? ჯერ შეჰფიცო სასამართლოს, რომ სიმართლეს იტყვი, მხოლოდ სიმართლეს და მერე რაც გინდა, ის ილაპარაკე!@
ბუბუ _ დაიფიცე, ძვირფასო, ეს ხომ მარტივი ფორმალობაა!
პოლი _ /წიგნს მოუტანს ბრმას/ აჰა, დაადე ხელი და დაიფიცე!
ბრმა _ ვფიცავ, ვიტყვი სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს!
პოლი _ ახლა შეგიძლია დაიწყო!
ბრმა _ რა დავიწყო?!
პოლი _ სიმღერა! რაზე მოგიყვანეს, არ იცი?! დაიწყე დროზე, სანამ ჩამიყუდებიხარ!
ბრმა _ ჰოო! პეტრემ მომატყუა! /გაჩერდება/.
პოლი _ რა მოგატყუა?
ბრმაB_ დამაცადეთ, ბატონო! ეს ამბავი ასე დაიწყო. აი, ამ მდინარეს თუ ჩაუყვებით მოსახვევამდე და შემდეგ მარცხნივ თუ გადაუხვევთ, ათიოდე ხის გავლით, ერთ ძველსა და პაპაჩემივით ჯანმაგარ მუხას შეხვდებით.
პოლი _ რამდენი წლისაა პაპაშენი?
ბრმა _ პაპაჩემი დიდიხანია პაპამისთან გაემგზავრა საიქიოში. იმ დროს მე ჯერ კიდევ არ ვიყავი მოვლინებული ამ ქვეყანაზე.
პოლი _ აბა, ამდენი ცნობა საიდან პაპაშენის ჯანზე?!
ბრმა _ მომაყოლებ ბოლოსდაბოლოს, თუ არა!
პოლი _ ჰო, კარგი, კარგი, გააგრძელე!
ბრმა _ ჰოდა, სწორედ იმ მუხის ძირში ვიჯექით მაშინ. /გოგონას/ დავიწყოთ, შვილო?
გოგონა _ დავიწყოთ, ბაბუ!
ბრმა _ მე მგონი, მაშინ ვმღეროდი, არა?
გოგონა _ მღეროდი, ბაბუ!
ბრმა _ რაზე ვმღეროდი?
გოგონა _ ღამეზე, ვგონებ!
ბრმა _ იქნებ, მოვთქვამდი?
გოგონა _ სიმღერას ჰგავდა. . .
ბრმა _ კარგია ღამე. . . თუმცა დღე მე ბუნდოვნად მახსოვს. პატარა ვიყავ, სინათლე რომ წამართვა ღმერთმა. და იმის შემდეგ ღამეზე ვმღერი, უკუნ ღამეზე. ღამეზე, როცა ყველაფერს გრძნობ და ვერაფერს ხედავ.
გოგონა _ მაშინ ასე მღეროდი, ბაბუ, რომ ღამე ძლიერ ჩამოჰგავს ურჩხულს, ბრჭყალებში რომ მოუქცევია ცოდვილი მიწა. . .
ბრმა _ ამიტომაა ადამიანთა უმრავლესობა ასე ბოროტი. . .
გოგონა _ რატომ, ბაბუ?! რამდენმა სიკეთემ ჩამოიარა იმ მუხის ძირში!
ბრმა _ თითოეული სიკეთის მხოლოდ ნიღაბი იყო, თორემ ისე ტანსაცმლიანად ყარდა. . .
გოგონა _ ისინი უხვად გვაჯილდოვებდნენ!
ბრმა _ და ესეც ყველა იმისთვის მხოლოდ, რომ მეტნი იყვნენ ჩვენზე რაღაცით. ჰოო! სწორედ ღამეს ვუმღერდი მაშინ, რამეთუ ამ სამყაროში ჭეშმარიტი ღამეა მხოლოდ.
გოგონა _ და სწორედ ამ დროს პეტრემ ჩამოიარა! ღვთიური სახე ჰქონდა ამ კაცს, სიკეთით ანთებული!
ბრმა _ /აღგზნებული/ ანთებული! ამაღლებული! ლიტონი სიტყვებია, ადამიანის მოსაღორებლად მოგონებული! ფარსია ყველა და ყველაფერი, დღე სინანულია ილუზიისა, მხოლოდ ღამეა ჭეშმარიტება. /წყნარდება/ მომიახლოვდა პეტრე და მითხრა. . .
პეტრე _ სიკეთე მოგცეს ღმერთმა, მოხუცო!
ბრმა _ მადლობა ვუთხარ და მოწყალების გაღება ვთხოვე.
გოგონა _ მან ხელი წამსვე ჯიბეზე იკრა. . .
ბრმა _ ქისის ჩხრიალზე ვიგრძენი მისი გულუხვობა. . .
პეტრე _ ცოტა იმედიანი და ნათელი რამ იმღერე კეთილო კაცო!
ბრმა _ მე თუ არ მჯერა, უკუნი ღამე ოდესმე თუ გათენდება _ მეთქი.
პეტრე _ ღამესაცა ჰყავს მანათობელი. ნუთუ ოდესმე გადააბიჯე უფსკრულში ფეხი. . .
ბრმა _ /გოგონაზე მიუთითებს/ მე ღმერთმა მხსნელად მომივლინა ეს ანგელოზი!
პეტრე _ და თუკი ვინმემ გაგაჩერა უფსკრულის პირას, თუ სიყვარული წაგჩურჩულა ვიღაცამ ყურში, დაივიწყე ვინ იყავ გუშინ და გაახილე ოცნების თვალი.
ბრმა _ თუ არარა გინახია, ოცნება გაგიჭირდება _ ვუპასუხე.
პეტრე _ მე გზას გასწავლი მაშინ, მოხუცო! ეს გზა მიგიყვანს შვების წყაროსთან. ჭყალს ამოიღებ წყაროდან პეშვით და შეისხურებ ორსავე თვალზე. და შემდეგ ზეცას უნდა ახედო და დაინახავ დიდ, ნათელ მთვარეს. და შემდეგ უცებ მზე მოგჭრის თვალებს. . .
ბრმა _ ვერ მოვითმინე და სიხარულით: სასწრაფოდ _ მეთქი, გზა მიმასწავლე!
პეტრე _ მდინარის ნაპირს აჰყვები მაღლა. ტყე დამთავრდება და დაიწყება მაღალი მთები. ერთ მთას გადახვალ, ორ მთას გადახვალ და შეუყვები მესამეს მერე. მესამე მათში უმაღლესია. მთას შეუყვები უმოკლესი გზით და რომ დაგრჩება სამი ნაბიჯი მთის მწვერვალამდე, შეხვდები ქვაბულს, რომელშიც არის აღქმული წყარო.    
გოგონა _ მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი, ისე დამტაცა ხელი ბაბუამ და გამაქცია ვით თვალხილულმა.
ბრმა _ ძალიან დიდხანს ვეძებდი ამ წყალს, ძალიან დიდხანს. გზად პავლე შემხვდა და რომ გაიგო, თუ რა მინდოდა, გადიხარხარა. . .
პავლე _ პეტრე?! ჰა! ჰა! ჰა! ჰა! ჰა! ვიცნობ პეტრეს! დიდი მასხარა ვინმეა! ჰა! ჰა! ჰა! ჰა! ჰა! , რა ხუმარაა!
ბრმა _ საგონებელში ჩავარდნილმა ისევ დავიწყე ღამის სიმღერა. დიდხანს ვმღეროდი, ვმღეროდი მოთქმით. . .
პავლე _ საკმარისია! შენი ხსნა ახლა ჩემს მეტს ამ ქვეყნად არავის ძალუძს! გინდა გიშველო?
ბრმა _ ოღონდაც, მეთქი. . . მხოლოდ ის ვიგრძენი, როგორ გამიგრილა ცივმა ლითონმა გული. . .
გოგონა _ ამ სისასტიკემ თვალთ დამიბნელა!
ბრმა _ მე პეტრემ მომატყუა და მკვლელიც ის არის!
ბურძგლა _ თუკი არ ჰყოფნის საკუთარი სიმაღლე მდაბალს, უკეთუ მთაზე უთუოდ ავა, მოემატება სიმაღლე განა?!
აბო _ ცხოვრება ბანქოს თამაშია და თუ არ გაგიმართლებს ქაღალდში, ხიმანკლობაც დასაშვებია!
. . . . .               
არა, უცნობო მეგობარო, არ იფიქრო, რომ ბოლო ორი კაცი წარმოდგენის გმირები იყვნენ. პირველი პოეტი ბურძგლაა, ჩვენს ტყეში ცხოვრობს. ამბობენ, დიდი დარეკილი ვინმეაო. მეორე _ ფილოსოფოსია, ბურძგლას მეგობარი, სახელად აბო. ისე კი, როგორც მსმენია, დიდი აუტანელი ვინმე ყოფილა.
ასე იყო თუ ისე, ამ ორი კაცის გამოხტომამ კინაღამ წარმოდგენა ჩაშალა. მაჩაბელა მგრძნობიარე კაცია და არ უყვარს, როცა წარმოდგენაში მაყურებელი საკუთარი სურვილით შეიჭრება, ანთება და გამოკიდება იცის. ჰოდა, ახლაც ასე მოხდა. . .
. . . . .
მაჩაბელა _ რაღაცას ამბობდით, ბატონო აბო!
აბო _ ერთი _ ორი სიტყვა ჩემთვისა ვსთქვი!
მაჩაბელა _ ჩვენთვის არ შეიძლება გაიმეოროთ ეგ ერთი _ ორი სიტყვა?!
აბო _ თქვენ არაფერს მოგცემთ. . .
მაჩაბელა _ ვითომ?!!
აბო _ ვფიქრობ, რომ ჩემი აზრი თქვენთვის მისაღები არ უნდა იყოს. . .
მაჩაბელა _ საიდანღაც მახსოვს რომ, როგორც წესი, კარგ საზოგადოებაში ყველა აზრი მისაღები უნდა იყოს.
პოლი _ ჭეშმარიტი ბრძანებაა! /მაჩაბელასM/ ხომ არ დაგვეპატიმრებინა ეს ბატონები საზოგადოებისათვის მიუღებელ აზრთათვის?!
. . . . .
და ამას მოჰყვა უგვანი ბრძოლა. ავიშვიშდა ტყე. თურმე ვერც თავდაყირა დადგომა შველის საქმეს. სისხლი საფეთქლებში მოგაწვება, ლამის დახეთქოს; აგიწითლდება სამზერი არე და მანამდე უნახავ სიბნელეს ნახავ. ყველაფერი დავიწყწბას მიეცა. სინდისი? რომელი სინდისი?! სირცხვილი? უგზო _ უკვლოდ გადაიკარგა. . . თუ დამარხეს. პრინციპი _ ომი! ომი არაფრისათვის! სიტყვათა თამაში და დაძაბული, დასაწყვეტად გამზადებული ნერვები მხოლოდ და მხოლოდ. . . და მე საკუთარ ამაოებას შევხედე ვითარც თეთრი ოცნების ხორცშესხმას. აბო დაოსელი ბრძენივით სიმშვიდის პოზიციაზე იდგა, მაგრამ დათმობა არც მას შეეძლო. ერთხანს სეირი მსიამოვნებდა. შემდეგ შუბლის ძარღვი დაძაბულობისაგან კინაღამ გამიწყდა. სულ ერთი წუთით დამატყვევა შმაგი განცხრომის ბილწმა სურვილმა: მომინდა შავ სილაში დამეფლა თითოეული მათგანი; მომინდა ცხელი შანთით დამედაღა ასპიტი ენა; გულის ძებნაში გამომეშიგნა დამპალი ხორცი და მეგრძნო შვება. . . გული ამოვარდნას ლამობდა და გადავწყვიტე, თვითდამშვიდებისათვის მიმემართა: სხვისი თვალებით დავლანდე, თავად ვინ ვიყავ. შემოეძარცვა ჩემს ოცნებას უეცრად ხორცი; დავმშვიდდი. გავიგონე, როგორ გადაულაპარაკა აბომ ბურძგლას _ ყველაფერს სჯობია, ჩემო ბურძგლა, არაფრით გამოირჩეოდე სხვებისაგან. ცხოვრება თავცარიელია და თავცარიელები სრული სიმშვიდით პირდაღებულნი შესცქერიან თვალსაწიერზე გადაშლილ წარმოდგენას. არც გამარჯვების ეშინიათ და არც დამარცხების _ მათ არცერთი არ ელოდებათ. ჰოდა, რა გენაღვლება, ვითომ მშვიდად ხარ. . .
. . . . .
პოლი _ მოწმე უიღბლო.
უიღბლო _ /შემოდის მეუღლითურთ/ პირდაპირ დავიწყო?
პოლი _ არა! ჯერ უნდა დაიფიცო!
უიღბლო _ ვფიცავ, ვიტყვი სიმართლეს, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს! დავიწყო?
პოლი _ უიღბლო ვინ დაგარქვა?
უიღბლო _ ასე ადრე მეძახდნენ, და ახლაც შემომრჩა. სახელს რა ჭკუა აქვს! ჰო, ეს ჩემი ცოლია, შუშიკას ვეძახით; სახლში არ გაჩერდა, გინდა თუ არა, რამოდენიმე სიტყვა სასამართლოს მეც უნდა ვუთხრაო და. . .
პოლი _ საკმარისია! დაიწყე!
უიღბლო _ პეტრეს ადრიდანვე ვიცნობ. მოქარგული და ტკბილი ენის პატრონია და მეც გამხვია ეგრეთ წოდებულ, ”სიკეთის კეთებისბადეში. ბრმად ვუჯერებდი პეტრეს, მისი პრინციპებით ვცხოვრობდი. . . და რა გამოვიდა _ ცოლი გამექცა, ჰოო, ჩემი შუშიკა, ბავშვები შიმშილით ამომიწყდა! თვად გაჭირვებული, სხვა გაჭირვებულებს ვეხმარებოდი. . .
შუშიკა _ , რა საშინელი დრო იყო! პეტრეს თავად არაფერი გააჩნია და ამიტომაა ასე ადვილი მისთვის სიკეთის კეთება, როცა არაფერი გაქვს, მისაცემიც არაფერია; სიტყვა კი არც სასმელ _ საჭმელად გამოგადგება და ვერც სიშიშვლეს დაგიფარავს. გააბრიყვა ჩემი მეუღლე. რამდენი არ ვუჩუჩუნე, არ დაუჯერო, არაა ეგ სანდო კაცი_მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა. ქალს მოკლე ჭკუა აქვსო. . . ზოგიერთ ქალსაც აქვს ჭკუა! მამაკაცზე მეტიც! ვეღარ მოვითმინე და გავიქეცი. ჩემი საცოდავი. . . ნეტავ ისინიც თან წამეყვანა! არა, როგორ. . . წაყვანა როგორ არ მინდოდა, მაგრამ ვინ გამატანა! რომ წამეყვანა, ახლაც ცოცხლები მეყოლებოდნენ.
უიღბლო _ საკმარისია, შუშიკ, ნუ დაახრჩვე ეს პატიოსანი ხალხი ცრემლებით!
შუშიკა _ შენთვის ადვილი სათქმელია, თქვენ, მამაკაცებს, ქვის გული გაქვს!
უიღბლო _ აი, ხომ ხედავთ, სულ ამ დღეში ვართ!
პოლი _ გააგრძელე! გააგრძელე!
უიღბლო _ ღმერთმა დალოცოს პავლე, ეგ რომ არა, ახლაც იმ დღეში ვიქნებოდი. ეგაა ჩემი მშველელი. . .
ბუბუ _ არ მესმის?!
უიღბლო _ მოვიდა, დამარიგა და მითხრა. . .
პავლე _ განა ღირს იმად ეს მოკლე წუთისოფელი, რომ სიცოცხლე გაიმწარო რაღაც უსუსური სიკეთის გამო?! ასე ცხოვრება არ გამოგადგება. გაიგე და დაიმახსოვრე _ ადამიანები ხშირად იღუპებიან იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ შეიცვალონ თაციანთი ჩვეულებები. თუ გინდა იცხოვრო, საზოგადოების შვილი უნდა იყო და მათსავით უნდა იცრუო, მოკლა და წაგლიჯო.
უიღბლო _ ახლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ჩემი შუშიკაც კმაყოფილი მყავს! /შუშიკას/ არა, ჩემო ძვირფასო?!
შუშიკა _ ეეჰ! /ამოიოხრებს/
პოლი _ აღარაფერი გაქვთ სათქმელი?
უიღბლო _ არა! ახლა წავალთ, კარგად ბრძანდებოდეთ! თუ საჭირო ვიყოთ, თქვენს განკარგულებაში ვართ, კარგად ბრძანდებოდეთ!
. . . . .
ბურძგლა _ ერთი კაცი ცხოვრობდა თურმე, ცოლიც ჰყოლია და შვილებიც. ხელმოკლედ უცხოვრია, მაგრამ უცხოვრია. . .  ერთხელ, დილით სამსახურისკენ მიმავალს რაღაც ნივთი უპოვია. ძვირფასი ნივთი ყოფილა. რა ვქნაო, უფიქრია, გავყიდო თუ პატრონი მოვძებნო და დავუბრუნოო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სინდისს უჯობნია და. . . მეორე დღეს გაზეთები აჭრელებულა _ სენსაცია! ! ! სენსაცია! ! ! ამა და ამ კაცმა ასეთი და ასეთი ძვირფასი ნივთი იპოვა და პატრონს დაუბრუნაო.
ერთმა თქვა: სულელიაო. მეორემ: ამისთანა კაცი ოჯახში არ ივარგებსო. სამსახურში თქვეს: სანდო არ არის, ერიდეთ, პატიოსანიაო. ოჯახში:Yვერა ხედავ, შენი შვილები შიშველ _ თითველნი დადიანო და . . . გაგდარეულა საწყალი კაცი.
ერთ დღესაც კვლავ აჭრელებულა გაზეთები _ ნეკროლოგებით პატიოსან კაცზე. თავი ჩამოუხრჩვია. . .
აბო _ ვერც ეგ კაცი დარჩა ბოლომდე პატიოსანი!
პოლი _ მე მგონი, თქვენ ცდილობთ საზოგადოებრივი აზრის დამახინჯებას!
აბო _ არა, ძვირფასო პოლი, ღმერთმა დამიფაროს მსგავსი უმსგავსოებისაგან. მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მაიმუნებს რომ ეხარხარათ, ალბათ ისტორია სხვა გზით წავიდოდა. . .
პოლი _ მაიმუნები რა შუაშია?! მიგდებთ?!
მაჩაბელა _ დაწყნარდი, პოლი! ნუ ბრაზობ, არავინ გიგდებს! თქვენ კი, ბატონო ბურძგლა, თუ გინდათ, რომ ვინმე ასიამოვნოთ, ცრემლები არ უნდა ღვაროთ. ხოლო თქვენ, ბატონო აბო, ნუ გვაშინებთ, მეტად ულმობელი და სასტიკია თქვენი ლოგიკა. გინდათ, რომ სინდისამოიღლიავებულებმა კვალში ვსდიოთ ჩადენილ ცოდვას. არა, რეალობა ჩემთან და თქვენთან შედარებით ობიექტურია და მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა, ბოროტთა და ცოდვილთ არ სჯის და არც ალალ _ მართალთ აჯილდოვებს. ძალა ყოველთვის ხნავდა აღმართს. . . პოლი, ვინაა მესამე მოწმე?
პოლი _ ახლავე! მოწმე ბრიყვი!
. . . . .
ბრიყვი _ შეიძლება?
პოლი _ სწრაფად! სწრაფად! გამოადგი ფეხი და აი აქ დადექი! ყველამ უნდა დაგინახოს! ახლა გავეცნოთ ერთმანეთს, მე პოლიციელი გახლავართ, პოლი მქვია. თქვენი სახელი?!
ბრიყვი _ ბრიყვი!
პოლი _ გვარი!
ბრიყვი _ ბრიყვი!
პოლი _ ახლა დაიფიცე, რომ იტყვი სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს და მერე რაც გინდა ის ილაპარაკე!
ბრიყვი _ ვიტყვი სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს და მერე რასაც მინდა ვილაპარაკებ!
პოლი _ ასე არა! დადექი, დაადე წიგნს მარჯვენა ხელი და თქვი _ ვფიცავ, ვიტყვი სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს!
ბრიყვი _ ვფიცავ, ვიტყვი სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს!
პოლი _ ახლა კი მოყევი, რაც გინდა, ოღონდ ძალიან არ მიედ _ მოედო!
ბრიყვი _ ბრიყვი ვიყავი და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ერთხელ პეტრე გამოჩნდა და ამიხირდა _ ცოდნა ბედნიერებას მოგიტანსო და . . . სწავლა დავიწყე. ჟერ ღრამატიკის შესწავლა დავიწყე, ყველაფერი შევისწავლე: ობიექტური თუ სუბიექტური, სახელთა ბრუნებაც კი. . . შემდეგ მათემატიკას მოვკიდე ხელი, ოთხივე მოქმედება ვიცი, დამატებით ფესვის ამოღებაც. მაგრამ არც ამან დამაკმაყოფილა და ისტორიას დავეწაფე. ასე მივყევი _ ლოღიკა, ეთიკა, ფიზიკა, ასტრონომია. . .  ბევრი, ბევრი ვისწავლე; დიდი ცოდნა დავაგროვე. აღარ მახსოვს და უკანასკნელად, მგონი, ფილოსოფიას ვსწავლობდი. . . /გაჩუმდება/
პოლი _ მერე! მერე! გააგრძელე!
ბრიყვი _ თურმე, რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო ნაკლები იცი. . . /გაჩუმდება/
პოლი _ ნუ გაგვტანჯე! ყოველი სიტყვა ძალით უნდა ამოგგლიჯო პირიდან?! თუ ყვები, მოყევი!
ბრიყვი _ თურმე, რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო ნაკლები იცი და ვიგრძენი, თუ რაოდენ უბედური ვიყავი.
პოლი _ სულ ეს არის?!
ბრიყვი _ ბრიყვი ვიყავი პეტრეს გამოჩენამდე და თავს ბედნიერად ვგრძნობდი.
პოლი _ დაამთავრე? /ბრიყვი თანხმობის ნიშნად თავს დაიქნევს; დაღონებულია/ ჩხირი კედელს! Aახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ! დიდი მადლობა და, თუ შეიძლება, მიბრძანდით!
მაჩაბელა _ პოლი! კიდევ არის მოწმე?
პოლი _ არა! სიტყვა ბრალმდებელს ეკუთვნის!
. . . . .
ჰამლეტა _ ყველაფერი დღესავით ნათელია. პეტრეს მიზანდასახულმა სიცრუემ მიიყვანა ეს ადამიანები პავლემდე. გავადევნოთ თვალი მომხდარ მოვლენებს: დაზარალებული ბრმა. . .
ბურძგლა _ დაზარალებული კი არა, მოკლული!
პოლი _ წესი, წესი დაიცავი!
ჰამლეტა _ დიახ! დაზარალებული ბრმა! იჯდა მუხის ძირში და მღეროდა. და ელოდა გამვლელ _ გამომვლელს, რათა მიეღო თავისი წილი; ის მცირედი, რომელიც მისი არსებობის სახსარს შეადგენდა. სწორედ ამ დროს პეტრემ ჩამოიარა. იმის მაგიერ, რომ მიეცა ის, რის მიცემასაც აპირებდა და გაეარა, წასულიყო თავისი გზით, უარყო ელემენტარული ადამიანური წესი და გადაწყვიტა მისი მოღორება. დიახ! მოღორება! უკეთესი სიტყვა ამ საქციელს არ მიესადაგება. მიასწავლა რაღაც არარსებული შვების წყარო და მისცა ფუჭი იმედი _ თვალი აგეხილებაო. და ამასთან, საოცრად არაადამიანური გზებით გაგზავნა ამ წყაროსაკენ. მან, ესე იგი პეტრემ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა ის, რომ ბრმა ვერ იპოვიდა ამ წყაროს, ან როგორ იპოვი იმას, რაც არ არსებობს, და სადმე მიუვალ კლდეებზე გადაიჩეხებოდა. მან ეს დასაწყისშივე იცოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კაცმა ჭირი მალა _ მალაო, ხომ გაგიგიათ, გზა მოუნახა თავის შავბნელ ზრახვებს. . .  ერთი უბედურება მეორემ შეცვალა _ ბრმას გზად პავლე შეხვდა, რომ გაიგო, რასაც ეძებდა _ გადაიხარხარა და აუწყა არანაკლებ საშინელი. . . ! . . დიახ! სიმართლე! კი, მაგრამ, ვის რაში სჭირდებოდა მისი სიმართლე?! ყოფილიყო თავისთვის და ევლო თავის გზაზე! და კიდევ მკვლელობა. . . პავლემ დაასრულა პეტრეს დაწყებული საქმე.
სწორედ ასეთი ჩარევის, უფრო სწორად, არასაჭირო ჩარევის შედეგია უიღბლო და ბრიყვიც.
ვის სჭირდება დღეს შენი ცოდნა, თუ რამე იცი შენთვის შეინახე. თუ მის გამოყენებასაც მოახერხებ, ხომ კარგი. . . მაგრამ, რომ აიკვიატებენ, დიახ! ამათმა აკვიატებულმა ჭკუის სწავლებამ ჯერ დაანგრია უიღბლოს ოჯახი, სასამართლოს შევახსენებ, რომ უიღბლოს შიმშილით ამოუწყდა შვილები, და შემდეგ რას დაამგვანა, თავადაც ნახეთ.
ხოლო რაც შეეხება ბრიყვს, რაში სჭირდება ბრიყვს ცოდნა, გაანებონ რა თავი! რა გატანჯეს ეს კაცი?! “ცოდნა ბედნიერებას მოგიტანსოდა კიდევ ათასი სხვა სისულელეებით გააბრუეს.
ჭეშმარიტად ბრძნული ნათქვამია _ არამკითხე მიამბეო. .
ყველაფერი დღესავით ნათელია: პეტრეს მიზანდასახულმა სიცრუემ მიიყვანა ეს ადამიანები პავლემდე, ხოლო პავლე მათ მისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით გაუმასპინძლდა.
მკვლელია პავლე, ხოლო პეტრე მისი ხელშემწყობია. მოვითხოვ მთელი სიმკაცრით დაისაჯონ პეტრე და პავლე.
მე დავამთავრე.
. . . . . 
მთვარე გამოგორებულიყო ცაზე. ხის ტოტებიდან შემოგვცქეროდა.
დაიკივლებდა სადღაცა ბუ და ფოთოლთა ჩურჩულს იდუმალს ხდიდა. რასა ჰყვებოდა ასეთ ამაზრზენს ტყე, ბუ რომ კიოდა. თუ საკუთარი ტკივილი ჰკლავდა. იქნებ მღეროდა. . . მერე, ასეთი მძიმე სიმღერა?! შეუძლებელია! უნდა გწყდებოდეს გულმკერდში რაღაც და მოწყვეტის წამი ცხოვრება იყოს. აი მაშინ კი, მაშინ კი იმღერებ ასე. . .
ძნელი ყოფილა ლამაზად ლაპარაკი.
წამოიკივლებდა ბუ და იდუმალის შიში ხელ _ ფეხს მართმევდა. თუ ამათსავით ფიქრობს ყოველი, ან კი ფიქრობს? ახლა დავრწმუნდი, რაც უფრო მეტადაა კაცი ჩაკეტილი საკუთარ თავში და ნაკლებ სწამს აზრის, რომელიც მისგან მომდინარეობს, მით უფრო ღირებულია მისი აზრი. . . მე კი დავრწმუნდი, მაგრამ. . .
რა უნდა გტკიოდეს ნეტავი ასე. . .
. . . . .
პოლი _ სიტყვას იტყვის დამცველი!
ბონდო _ ვერ დავეთანხმები ბატონ ჰამლეტას მიერ აქ მოტანილ ბრალდებას! დამნაშავე არც ერთი არ არის. პეტრე მთელი გულით ცდილობდა სიკეთე ეთესა; ასევე ცდილობდა პავლე. ამის დასტურია მათ მიერ ჩადენილი ყოველი ქმედობა. თანმიმდევრულად გავადევნოთ თვალი მომხდარ მოვლენებს და დავრწმუნდებით მათ კეთილქმედობაში. მოწმე ბრმა იჯდა მუხის ძირში და მღეროდა. რაზე მღეროდა? ღამეზე! მისი სიტყვებით _ ღამეზე, როცა ყველაფერს გრძნობ და ვერაფერს ხედავ. ბრმისთვის სიბნელის მეტი სინათლე ამ სამყაროში არ არსებობს, იმიტომ, რომ ცხადად სხვა არაფერი ახსოვს. მისთვის სიკეთეც ნიღაბია. არა სჯერა არავითარი ამაღლებული. . . სწორედ ასეთი კაცია ბრმა და სწორედ ამ კაცთან მოვიდა პეტრე, რომ მისთვის მიეცა იმედი, იმედი იმისა, რომ საკუთარი თვალებით იხილავდა იმას, რაც სხვებისაგან გაუგონია. იმედი კი რაცაა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ. ხოლო რაც შეეხება პავლეს, პავლე მართალი კაცია. მასაც აქვს გული სიკეთით სავსე, მაგრამ, პეტრესაგან განსხვავებით, ძალიან კარგად იცის, რომ მხოლოდ სიკეთით ამ ქვეყანაზე ვერ იცხოვრებ, და ამიტომ ამ გულნამცეცა ადამიანებს მიწასთან ასწორებდა. ესეც თავისებური სიკეთეა. . . სიკეთეა, როცა ძირმაგარას ძირიანად ამორწყავ, ანდა მუწუკის ლპობას დააჩქარებ, ასე უფრო მალე მორჩება.
კაცი, რომელიც ღრმადაა დარწმუნებული, რომ მეორე დღე არ გაუთენდება, იმავ ღამეს დალევს სულს. რაც შეეხება უიღბლოს, პეტრეს ნუ დავაბრალებთ მისი ოჯახის დანგრევას. პეტრე მხოლოდ სიკეთეს ასწავლიდა. მაგრამ ცოდნა თავისთავად არაფრის მაქნისია, თუ მისი გამოყენება ვერ შესძელი. . . აქ, სიმართლე რომ გითხრათ, მშურს პავლეს მოხერეხებულობა. დაინახა რა პავლემ უიღბლოს მოუხერხებელი და უხეში ნატურა, მისცა იმისი ცოდნა, რისი გამოყენების შესაძლებლობაც უიღბლოს ტვინს ჰქონდა.
ხოლო რაც შეეხება ბრიყვს, ბრიყვი ბრიყვად დარჩება, რამეთუ ცოდნაში ბედნიერებას ეძებს. მე მასზე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.
მაშასადამე დამნაშავე არც ერთი არ არის.
მე დავამთავრე.
. . . . .
პოლი _ სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად!
მაჩაბელა _ ბევრი იფიქრა მოსამართლემ და /პოლიმ რაღაც წასჩურჩულა ყურში მაჩაბელას/. . . უგზო _უკვლოდ დაიკარგა. იმის გამო, რომ მეტი მოსამართლე არ გვყავს ტყეში, პეტრეს და პავლეს ვათავისუფლებთ, ხოლო მტყუან _ მართალი დაე დამსწრე საზოგადოებამ თავად განსაჯოს!
. . . . .
მაგრამ ამით როდი დამთავრდა ეს ამასწინანდელი წარმოდგენა. პოეტი აკივლდა _ შემოქმედო, განა იმად არ გამოაპინტრიშე ადამ და ევა სამოთხიდან, რომ შეგეშინდა, კაცობრიობამ ჭეშმარიტებას თვალებში არ შეხედოსო?! ამას მოჰყვა ერთი რია _ რია და ბოლოს და ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ცხოვრება თავის სათქმელს თავად იტყოდა.
ჩააბარა რა წარმოდგენა დავიწყებას, უცნობო მეგობარო, ტყემ გააგრძელა მშვიდი ცხოვრება. ერთხანს ასე იყო. ოღონდაც, კარგად გემახსოვრება: დღეს ღამე მოსდევს უცილობლად. მიწის შვილნი ვართ ამ ქვეყნად ყველა, და არ შეიძლება არ გეტკინოს ის სატკივარი, მოყვასს რომ ახრჩობს.
. . . გაგიჭირდება ცხოვრება მარტოს.
. . . . .
გავიდა დრო და ერთ დღეს, როდესაც მზე ცის ტატნობის ზენიტში იდგა, დღე დაგვიბნელდა, ასე, ნელ _ ნელა, დღე სულს ღაფავდა და მოდიოდა ბნელი ზრახვებით დაუვიწყარი უგრძესი ღამე. ტყეში სისხლისმსმელი ბელიარი დასახლებულა. თურმე ამ ავსულს გაუძევებია ცის კაბადონიდან მზე.
როგორც მაშინ პოეტი ბურძგლა ამბობდა:
ობლად იდგა ცის გუმბათზე მთვარე.
არასოდეს არ ყოფილა ამისთანა ღამე.
არასოდეს არ ყოფილა ამისთანა გრძნობა.
ხის ტოტებში შიშისაგან სისინებდა სიო
და ათასი ჭორ _ მართალი გაჰქონდ _ გამოჰქონდა.
ბუ კიოდა, შიშისაგან ასწეოდა წნევა.
შიში ტყეში ჩამოსახლდა, გაიმართა წელში.
შიშის გამო არ ინდობდა მსგავსი მსგავსის ძვალ_ტყავს.
ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა ტყეში.
. . . . .
ერთხელაც ტყეში ხმა დაირხა _ ფილოსოფოსმა აბომ ამ შავი დღიდან გამოსავალი თავის მძიმე წიგნებში ამოიკითხაო.
აი ისიც: ბელიარის მოშორების ორი გზა არსებობს.
პირველი, თუ სისხლისმსმელის თვალწინ ამოიგლეჯავთ საკუთარ გულს, მას თავგზა აებნევა და თავისით გადაიკარგება.
მეორე გზა ბელიარის სიკვდილში მდგომარეობს, მახვილით მკერდი უნდა გადაუხსნათ, გული ამოგლიჯოთ და ჯერ კიდევ ცოცხალი ბელიარის თვალწინ შესანსლოთ.
მძიმე იყო გამოსავალი.
. . . . .
როგორც კი ბოროტი აზევდება სიკეთეც იჩენს თავს.
ბილიკს დაადგა პეტრე, ბილიკს, რომელიც ბელიარის საცხოვრისისკენ მიდიოდა. გზად პავლე შეხვდა:
_ საით გაგიწევია, პეტრე _ ბატონო?
_ ბელიარი უნდა ვნახო!
_ შენ რა, მოკვლას უპირებ?! _ გადაიხარხარა პავლემ.
_ ვფიქრობ გავაგდო!
_ თავად აპირებ სიკვდილს?!
_ თუკი სიკეთეს სჭირდება! . .
_ სისულელეა! ! !
_ შენთან კამათის დრო არ მაქვს, პავლე! ჩემს გზაზე წავალ. კარგად იყავი!
_ ღმერთმა ხელი მოგიმართოს! _ ჩაიცინა პავლემ.
პეტრე გაუყვა ბილიკს. პავლემ ერთხანს სტკეპნა ადგილი და შემდეგ უეცარი გადაწყვეტილებით პეტრეს აედევნა.
. . . . .
უეცრად საშინელი ქარი ამოვარდა. ცა ღრუბლებმა დაფარა. ამას მოჰყვა ჭექა _ ქუხილი, ელვა და კოკისპირული წვიმა. თითქოს მეორედ მოსვლა დაიწყო. მაგრამ ყველაფერმა ამან ცოტა ხანს გასტანა. მზე გამოჩნდა მთის წვერზე და ახალფეხადგმულ ბავშვის გაუბედავი ნაბიჯებით გააგრძელა გზა ცის გუმბათზე.
გათენდა.
დათბა.
გაიხარა ტყემ. გახალისდა, ამღერდა. კაცი კაცს და ხე ხეს ულოცავდა გათენებას.
. . . . .

ჩვენს ტყეს ძალიან უნდოდა თავისი გმირი ჰყოლოდა. მთელი ტყე გამოეფინა მხსნელის საზებრად. ბევრი ეძებეს თუ ცოტა, სამი გვამის მეტი ვერაფერი იპოვეს. აქედან ორი მაშინათვე იცნეს: პეტრე და პავლე იყვნენ. მესამეზე დიდხანს იმტვრიეს თავი, ვინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სანამ ფილოსოფოსმა აბომ არ მოიტანა თავისი ყველაზე მძიმე წიგნიავსულების სრული დასურათებული ენციკლოპედიადა იქ არ ნახა, რომ ეს კაცი თურმე ბელიარი ყოფილა, ვერაფრით ვერ დაადგინეს მისი ვინაობა.
აღაფრთოვანა ხალხი ბელიარის სილამაზემ. უცნაურია ბუნება, ციურ ხეულში ამოგუდავს ქვესკნელის დემონს და გახრწნილ რისხვას თვალებიდან გამოასხივებს. ხოლო ლამაზ სულს დაფლეთილ ხორცს დაუტოვებს სატკივარად.
ბელიარის გვამს მკერდი ჰქონდა გადახეული და გული ამოგლეჯილი. ასევე პეტრეს გვამს. მაგრამ პავლეს ჭრილობის ნასახიც არსად აჩნდა, და ყველასათვის საიდუმლოებით მოსილი რჩებოდა მისი სიკვდილის მიზეზი.
დასადგენი გახდა ვინ იყო გმირი, პეტრე თუ პავლე.
შედგა კომპეტენტური კომისია პატივცემული პირებისაგან. კომისიის თავჯდომარედ აირჩიეს ტყის ბურგომისტრი არდავიკლო სუჩემია. კომისიის წევრებად _ პოლიციელი პოლი და პატივცემული ბატონები: ჩლახო მკელობელი, ქუში ბრუტიანი და ბუტი ტეტია.
დაიწყო დამქანცველი და გაჭიანურებული დავა.
მაგრამ ყველაფერს საკუთარი ბოლო აქვს და გადაწყვიტეს, რომ მთელი ტყე შეეკრიბათ, ემსჯელათ და გამოერკვიათ, ან აერჩიათ, ვინ იყო გმირი.
. . . . .
დიდი მუხის ძირში შეიკრიბნენ ტყის შვილები. სხდომი დაწყება რატომღაც გაჭიანურდა (შემდგომ გაირკვა _ ბურგომისტრს სადილი საოცრად გაგრძელებოდა). ბოლოს, როგორც იქნა ტრიბუნაზე ავიდა არდავიკლო სუჩემია. პოლი მოვალეობის შესრულებას შეუდგა:
_ წესი დავიცვათ, ბატონებო და ქალბატონებო, წესი!
_ არავინ გვაკლია? _ იკითხა ბურგომისტრმა
_ მხოლოდ ფილოსოფოსი აბო!
_ სად არის?
_ სახლშია ჩაკეტილი და არც თვითონ გამოდის, და არც კარს გვიღებს!
_ სხდომას გახსნილად ვაცხადებ! სიტყვას ვიტყვი მე! _ ბურგომისტრმა რამდენჯერმე ჩაახველა და წყალი მოსვა _ ბატონებო და ქალბატონებო, კომპეტენტურმა კომისიამ ჩემის ხელმძღვანელობით გამოიყენა მთელი თავისი გამოცდილება, ცოდნა და უნარი სიმართლის დადგენისა. არაფერი დაგვიკლია, რათა გამოგვერკვია ვინ არის გმირი _ პეტრე თუ პავლე. დღევანდელი სხდომის მიზეზიც სწორედ ეს არის: შევაჯამოთ ჩვენი კომისიის შედეგები, ვიმსჯელოთ და გამოვარკვიოთ, ან ავარჩიოთ გმირი. მაგრამ, სანამ გავარჩევდეთ ამ საკითხს მოკლედ მიმოვიხილოთ ჩვენი ტყის სხდომების ისტორია. სიტყვას ვაძლევ ამ საკითხის ბრწყინვალე მცოდნეს, სხდომების ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრს, ბუტი ტეტიას! . . ტაში, მეგობრებო, ტაში! ! 1
_ გმადლობთ, ძვირფასო ბატონებო! მაგრამ ტყის სხდომები ისტორიამდე მსურს ორიოდ სიტყვით გაგაცნოთ დეტალები საკუთარი ცხოვრებიდან. _ მაგისტრმა ცხვირზე სათვალე შეისწორა _ მე დავიბადე თითქმის ტყის ცენტრში, ყველაზე გაშლილ ნაძვის ხის ძირში და ვიზრდებოდი ისე, როგორც არვინ და ყველა. დედად უბრალო ქალი მყავდა, კარგი დიასახლისი და განათლებული, აცხონოს მისი სული უფალმა. მამა ადრე გარდამეცვალა და ამიტომ კარგად არც მახსოვს, მაგრამ კარგი კაცი იყოო _ დიდედა ამბობს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დიდედა მარგოს და დედა არვარგოს კარგმა აღზრდამ და მზრუნველმა დამოკიდებულებამ შედეგი გამოიღო. Dდიახ, ჩვენს ხალხს არ დაუკარგეს ჩემი ნიჭი და ინტელექტი.
ახლა მოკლედ ტყის სხდომების ისტორიის შესახებ.
პირველი სხდომა ტყის, რიგით მეცამეტე ბურგომისტრმა თოხლი მშივამ ჩაატარა. სხდომაზე განხილული საკითხები დღესაც აღელვებს კაცობრიობას. დიახ ბატონებო, დიახ! ეს საკითხები კუჭის ამოყორვას შეეხებოდა. ზოგიერთბს ახსოვთ კიდეც ალბათ მაშინდელი დევიზები. აქაც გვქონდა, დიდი მუხის ძირში, ერთი მათგანი _ “მთავარია არაა რას შესჭამ, მთავარია გაძღე”, ანდათუ არა გაქვს, ნუ შესჭამ”, ანრაც გაქვს, ისა სჭამე”. დიდხანს რომარ მომიწიოს ტრიალმა პირველი სხდომის გარშემო, ბატონებო, მხოლოდ ერთს ვიტყვი, ვიტყვი, რომ ყველამ ვიცით პირველი სხდომის ისტორიული მნიშვნელობა და გადავალ მეორე სხდომაზე.
მეორე სხდომა ტყის რიგით მეთოთხმეტე ბურგომისტრმა, ჩვენმა სახელოვანმა წინაპარმა, ზორბეგ უნამუსომ მოიწვია. სხდომა ჩვენი ტყის განათლების საქმეს შეეხებოდა და რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ეს საქმე და საერთოდ ნებისმიერი საქმე ამ კაცისათვის, მისი სიტყვებიდანაც ჩანს. აი, რას ამბობდა იგი: “ტყის კანონები, სიტყვა და საქმე ერთია და ყველაფერი ტყის შვილების კეთილდღეობისთვისაა გამიზნული. ეს უნდა იცოდეთ ყველამ და ისწავლოთ ის, რასაც ტყე გასწავლით” (აქ ზოგ დამსწრეთაგანმა მთქნარება დაიწყო. აქა _ იქ გაისამა: დროზე დაამთავრე და საქმეზე გადავიდეთო _ რის გამოც სხდომების მაგისტრი იძულებული შეიქნა სიტყვა შეემოკლებინა).
რომელი ერთი სხდომა ჩამოვთვალო _ მესამე, მეოთხე, მეხუთმეტე და ასე შემდეგ. . . ყოველი სხდომის მიზანი ხალხის კეთილდღეობა იყო. მაგრამ სიტყვა როდის მისცემია დავიწყებას, ჩვენ მათ ყოველთვის კეთილად ვიხსენებთ.
დღეს ჩვენს წინ კიდევ ერთი მეტად საპასუხისმგებლო სხდომაა და ჩვენს ნიჭიერებაზე და სამართლიანობაზეა დამოკიდებული, როგორ გაიხსენებს ჩვენი მომავალი ამ სხდომას.
გმადლობთ, ძვირფასო მეგობრებო! ! !
. . . . .
შემდეგ დიდხანს იმსჯელეს ჩლახო მკელობელმა და ქუში ბრუტიანმა. დიდხანს იდავეს ისტორიისათვის გმირის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. რომ ყოველ გმირს ხალხი შობს და რომ ის ხალხი, რომელმაც გმირი შობა, დიდი ხალხია და სხავა მრავალი და სხვა მრავალი. . .
შესაძლებელია, განცვიფრებს უცნობო მეგობარო ტყის ცხოვრების ასეთი რიგი, მაგრამ ერთ რამეში შეგიძლია მერწმუნო, რომ თავად ისე შევენივთე ამ ხალხს, მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია. მე მიყვარს ტყე მთელი თავისი ტკივილებით და მგონია, რომ მისი მთლიანობის უმნიშვნელო, მაგრამ განუყოფელი ნაწილი ვარ. სრულყოფილება ხომ დადებითის და უარყოფითის ჰარმონიულ ერთიანობაში ვლინდება. ისე ვერ შეიგრძნობ გამარჯვების ნეტარებას, თუ მრავალჯერ არ დამარცხდი. ეგებ ხანდახან დამარცხებაც სჯობდეს! ეს ღმერთმა იცის. . .
რომ ვთქვა, წყნარად ვიჯექი რომელიმე ხის ტოტზე და განდეგილი ბერივით მშვიდად შევცქეროდი ტყის გმირის ძიებას, სისულელე იქნება. მთელი ცხოვრება რაც ყველაფერზე მეტად მიჭირდა, გაურკვევლობა იყო.
. . . აღელდნენ ტყის შვილები, მოითხოვდნენ გმირის დასახელებას. ტრიბუნა პოეტმა ბურძგლამ ჩაიგდო ხელში და ჯერ კიდევ უცნობი გმირისადმი მიძღვნილი ლექსის კითხვა დაიწყო. მეორე მხარეს კომედიანტმა მაჩაბელამ გამართა სასწრაფოდ სცენა, რათა იმ ღამით მოფიქრებული წარმოდგენა მზის სინათლეზე გამოეტანა.
მაგრამ მაინც, ვინ იყო გმირი, ამაზე პასუხს არავინ იძლეოდა. იმის მეტი რა შეუძლია კაცს, რაც იცის!
. . . . .
ისინი, ვისაც ოცნებად სიღრმე გადაქცევიათ, რომელთა შინაგანი სიღარიბის მიზეზსაც წარმოსახვის ნაკლებობა წარმოადგენს, ცხადად განიცდიან ამაღლებული ვნებების მოთხოვნილებას და თუ გამოჩნდა ვინმე, ვისაც ძალუძს გზა გაუხსნას მათ ვიწრო ხედვას, ან მოჩვენებითი ჰორიზონტი დაანახოს, საბელს აიხსნის უბედურება და ისინიც თავს მანიაკურ თვითგვემაში და ფანატიკურ სასოწარკვეთილებაში ჰპოვებენ.
ხალხში უცნობი შემოიჭრა, მუჯლუგუნებით გაიკვლია გზა და ტრიბუნაზე ამოჰყო თავი. უცნობმა ხელი ჰკრა ბურძგლას, ტრიბუნიდან გადააგდო და მისი ადგილი დაიკავა:
_ ყურადღებით მომისმინეთ ბატონებო, და გაიგებთ ვინაა გმირი! (სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა) ყველას კარგად ახსოვს ბელიარის განადგურების რა გზა იპოვა თავის მძიმე წიგნებში ფილოსოფოსმა აბომ. ისიც კარგად გახსოვთ, რა კაცი იყო პეტრე. მან გული საკუთარი ხელით ამოიგლიჯა მკერდიდან და სიცოცხლე შესწირა ტყის ბედნიერებას.
_ როგორც ბატონმა აბომ წაგვიკითხა, თვითმკვლელის დანახვაზე ბელიარს თავგზა უნდა აბნეოდა და გადაკარგულიყო ტყიდან. ეს უკანასკნელი კი მოკვდა. არ მითხრა, თუ კაცი ხარ, გულსუსტი უყოო ბელიარი.
_ მარტო წიგნზე დაყრდნობაც არ ივარგებს!
_ გული ბელიარსაც ჰქონდა ამოგლეჯილი. პავლემ მოკლა ბელიარი. მახვილით გადაუხსნა მკერდი და გული ამოგლიჯა.
_ პავლეც ხომ მკვდარია.
_ განა პეტრეს გარეშე მის სიცოცხლე ფასი ექნებოდა?!
და ამას მოჰყვა უგვანი დავა. ტყე ორ ნაწილად გაიყო. ერთნი უცნობს მიემხრნენ, სხვანი ეჭვიან კაცს. საქმე იქამდე მივიდა, რომ მუშტი _ კრივიც კი გაიმართა. . .
. . . . .
ხანძარი ნაპერწკლიდან ჩნდებაო და გაჩაღდა სატყეო ომი. მთელი ტყე ორად დაბანაკდა. თუ სადმე შეეჩეხებოდნენ მოწინააღმდეგეთა წარმომადგენლები, “პეტრეს მოციქული”, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ის, მახვილს იშიშვლებდა, მკერდს გადაიხსნიდა და გულს ამოიგლეჯავდა, ხოლო თავზარდაცემულიპავლეს მიმდევარიტყიდან გარბოდა.
გაჩანაგდა ტყე. გამრავლდა გლოვა. თითქმის ყოველ ხის ძირას ხორცგაცლილი კაცი ეგდო.
ერთი მხრიდან სასოწარკვეთილი ბურძგლა გაიძახოდა _ არ გვინდა გმირი, რომელიც ჩვენვე ამოგვაგდებსო.
სხვა მხრით მაჩაბელა დარბოდა და ტყის შვილებს მშვიდობისაკენ მოუწოდებდა.
ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ეს ამბავი, რომ არ მიხვედრილიყვნენ _ ასე ერთიანად ამოწწყდებოდნენ და ზავისათვის შეიკრიბნენ.

ამბავი, რომელიც მოყვა აბომ, ანუ ვინ                   მოკლა ბელიარი
ბელიარი ჰამაკში ნებივრობდა, პეტრე რომ წამოადგა თავს. პეტრე ჩვეული თავაზიანობით მიესალმა:
_ გამარჯვებას მოგახსენებთ, ბატონო ჩემო!
_ გამარჯვება ნუ მოგშლოდეთ! _ თავაზიანობას თავაზიანობითვე უპასუხა ბელიარმა.
_ მაპატიეთ, ჩემო ბატონო, სიმშვიდე დაგირღვიეთ! . .
_ ოჰ, რასა ბრძანებთ?!
_ ბელიარს ვეძებ, სადღაც აქ ცხოვრობს, იქნებ იცოდეთ და მიმასწავლოთ!
ბელიარმა აათვალ _ ჩაათვალიერა პეტრე, ჰამაკიდან გადმოვიდა და
_ მაგაზე უარს როგორ გეტყვით, ეგ ადვილია!
_ მადლობელს დაგრჩებით!
_ არ ღირს მადლობად! თქვენს წინ დგას იგი!
_ ნუ დამცინით! შეუძლებელია, ასეთი წარმოსადეგი და ლამაზი ყმაწვილი ბელიარი იყოთ!
_ რატომაა შეუძლებელი, _ გაიცინა ბელიარმა _ განა ყველა მახინჯი სისხლისმსმელია?!
_ ამას არ ვამბობ!
_ მაშინ უნდა დამიჯერო, რომ ვისაც ეძებ, სწორედ ისა ვარ!
_ ვერ დაგიჯერებ!
_ როთ დავამტკიცო?!
_ მზე დააბრუნე!
_ ესე იგი, მე წავიდე ტყიდან. რა ხეირია?!
_ არა! შეუძლებელია! ბელიარი შენ ვერ იქნები! . .
_ სასაცილო ხარ, ღამესა ვფიცავ!
_ თუკი შენა ხარ ბელიარი, აი მახვილი! მზეს დავაბრუნებ უცილობელად!  და თუ შენ არ ხარ, მთელი სიავე სიცრუისა სინდისზე გქონდეს!
_ რას სჩადი, გესმის! ! ! _ ხელებში ეცა პეტრეს ფერდაკარგული ბელიარი, მაგრამ უკვე გვიან იყო, საკუთარი გული ყელზე დადგომოდა პეტრეს.
ხეებს ასკდებოდა თავზარდაცემული ბელიარი, პავლე რომ წამოადგა თავს, პეტრეს გვამის დანახვისთანავე მიხვდა ყველაფერს, დაშნა იშიშვლა და . . .
ბელიარი სისხლცრემლიანი თვალებით შესცქეროდა პავლეს ყბებში მოქცეულ საკუთარ გულს.
ასე რომ, ძვირფასო ბატონებო, ორი გმირი გვყოლია ტყეში _ პეტრე და პავლე!
_ აგებ, ისიც იცოდე, აბო, რამ მოკლა პავლე!
_ ბელიარის გულს სისხლის მაგიერ შხამი კვებავდა, ჩემო ბურძგლა.
. . . . .
თუ ეძებ ჭეშმარიტებას, ჩემო უცნობო მეგობარო, ეძებ ერთგულებას, თანადგომას ან ნუგეშს, ეს ყველაფერი უსაზღვრიდაა მასში. თუ გსურს სათნოება, უსათნოესია იგი. თუ გსურს სილამაზე, ულამაზესია, უმდიდრესი და უძლიერესია. რასაც ინატრებ, ყველაფერს ნახავ სიკეთეში _ სიყვარული რომ ჰქვია.
და სწორედ მისი მიზეზით და მის შემდეგ, მთელი თავისი უფლებებით ჩამოსახლდა ტყეში მშვიდობა.
მზე ტყის თავზეა უწინდებურად.
ბურძგლა ლექსებს წერს.
აბო წიგნებთან ათენებს ღამეს.
მაჩაბელა წარმოდგენებს დგამს ტყის ყოველ მხარეს.
პოლი წესრიგს დარაჯობს და ბურგომისტრი თავის რჩეულებთან ერთად ხვავ _ ბარაქიან სუფრას უზის.
ასე და ამრიგად ტყის ცხოვრება მარადისობის ადამიანურ კანონებს იცავს.
. . . . .
ალბათ ძალიან შეგაწყინე თავი, უცნობო მეგობარო! მაგრამ ახლა კი ნამდვილად დავამთავრე. თუ რამ ისე ვერ დავწერე, როგორც მოხდა, ვფიქრობ, მაპატიებ. . . არც ლამაზად წერაა ადვილი. ერთსი კი უნდა მერწმუნო, რომ აქ მე არც არაფერი მომიგონია და არც დამიმატებია. ეს ამბავი ჩვენს ტყეში მოხდა; მე შენ გიამბე, მისი განსჯა შენი ნებაა.
პატივისცემით ტყიდან! . .
                                             1984 .    Q             
 
 
    









































No comments:

Post a Comment