Thursday, June 13, 2013


რიცხვთა მისტერიები

1. მეცნიერება რიცხვთა შესახებ ისეთივე ძველია, როგორც თავად სამყარო. Aამტკიცებენ, რომ მისი სამშობლო ძველი ეგვიპტეა. მოსემ ეს სიბრძნე ეგვიპტელებისაგან მიიღო და შეეცადა, რომ იგი იუდეველებისათვის გადაეცა. სწორედ მაშინ დაიწყო “კაბალას” შექმნა, რომელიც “ძველი აღქმის” თავისებურ მისტიურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს და დაფუძნებულია რიცხვთა სიმბოლიკაზე.
მეცნიერება რიცხვთა შესახებ მალე გავრცელდა ქალდეველთა და ფინიკიელთა შორისაც. შემდეგ კი უფრო შორს _ ინდოეთისა და ჩინეთის მიმართულებით.
 თუმცა შესაძლებელია, რომ ყველაფერი სხვაგვარად იყო. შესაძლებელია, რომ ამ მეცნიერების ფესვები უფრო შორს, შუმერებში, ანდა კიდევ უფრო შორს, რომელიმე, დღეისათვის ღრმად მივიწყებული კულტურის ფესვებში უნდა ვეძებოთ.
ასე თუ ისე, მეცნიერებამ რიცხვთა შესახებ საკმაოდ დიდი და ძნელი გზა გამოიარა.


  2. ქრისტეს დაბადებამდე მეხუთე საუკუნეში, პითაგორას მეშვეობით, მეცნიერებამ რიხცვთა შესახებ დიდი გავრცელება ჰპოვა ხმელთაშუა ზღვის აუზში. პითაგორა 20 წელი ცხოვრობდა ეგვიპტეში და ცდილობდა ჩასწვდომოდა რიცხვთა საიდუმლოებებს.
პითაგორამ და მისმა მიმდევრებმა შეკვეცეს ყველა რიცხვი ელემენტარულ (ერთნიშნა) რიცხვებამდე, რადგანაც ყველა სხვა რიცხვი მიიღება ამ რიცხვებიდან.
მათ დაადგინეს, რომ ყველა რიცხვს საკუთარ თავში გააჩნია ორი ერთმანეთს დაპირისპირებული ხასიათი (აქტიური და პასიური, პოზიტიური და ნეგატიური. . .) და სამყარო ამ ურთიერთდაპირისპირების რეალიზაციის შედეგია.


3. მრავალმა მეცნიერმა, მისტიკოსმა თუ რელიგიურმა მოღვაწემ შესწირა თავი რიცხვთა საიდუმლოების ამოხსნას. განსაკუთრებით საინტერესო იყო ქრისტეს შობიდან მეოთხე საუკუნეში მცხოვრები წმინდა მამის, ნეტარი ავგუსტინეს შრომები. იგი მუშაობდა “ახალი აღთქმის” ტექსტებზე, და როგორც თავად აღნიშნავდა, რიცხვთა სიმბოლიკის ცოდნის გარეშე, მისთვის მრავალი ფრაგმენტი მიუწვდომელი გახდებოდა.

პითაგორადან ოცი საუკუნის შემდეგ კორნელიუს აგრიპამ თავის ნაშრომში “ოკულტური ფილოსოფია” აღწერა ელემენტარული რიცხვები:
 1 _  მიზანი, რომელიც ვლინდება აგრესიასა და ამბიციაში.  მთლიანობა.
 2 _  ანტითეზა, ისეთი უკიდურესობით, როგორიცაა დღე და ღამე,   წონასწორობის საფუძველია, რადგან აერთიანებს პოზიტიურსა და ნეგატიურს.
 3 _ აღნიშნავს ცვალებადობას და წარმოადგენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ის აერთიანებს ტალანტსა და მხიარულებას, და ნიჭიერების სიმბოლოა.
 4 _ აღნიშნავს სიმყარეს. წელიწადის ოთხ დროს. ოთხ სტიქიასა და ოთხ ელემენტს. ეს ყველაზე პრიმიტიული რიცხვია.
 5 _ სიმბოლოა რისკის, რომლის საბოლოო შედეგი მიიღწევა გამოცდილებით. მას აკლია სტაბილურობა: ერთი მხრიდან მას შეუძლია გამოიწვიოს მერყეობა, სხვა მხრივ იყოს ყველაზე ბედნიერი და ყველაზე გამოუცნობი რიცხვი.
 6 _ საიმედოობის სიმბოლოა. ის ჰარმონიაშია გარემოსთან.
 7 _ მისტიკის, ცოდნისა და სწავლის სიმბოლოა. იგია მუსიკალური გამის შვიდი ნოტი; შვიდი ფერი; შვიდი პლანეტა; კვირის შვიდი Dდღე.
 8 _ მატერიალური წარმატების რიცხვი. სრულყოფილი წონასწორობის სიმბოლო.
 9 _ სრული წარმატების სიმბოლო. ყველაზე დიდი ელემენტარულ რიცხვთა შორის. იგი აერთიანებს ყველა სხვა რიცხვის ხასიათს, რაც მას აქცევს მაკონტროლებელ ფაქტორის მატარებლად.


4. მეჩვიდმეტე საუკუნიდან მეცნიერება რიცხვთა შესახებ იქცა სწავლულ და ერუდირებულ ადამიანთა პრივილეგიად. მათ შორის იყვნენ დეკარტე, დიდრო, ბალზაკი, ფლობერი და თქვენ წარმოიდგინეთ, აინშტაინიც, რომელიც ცდილობდა ეჩვენებინა რიცხვთა გარკვეული ზემოქმედება მიკრორხევების ფიზიკაში.
 მორის დრიუონი წერდა: “რიცხვი სიტყვაა, ტალღა და სინათლეა, თუმცა მას ვერავინ ხედავს; რიტმი და მუსიკაა, თუმცა მას ვერავინ ისმენს. ის შეუცვლელია, და მისი ვიბრაციები უსაზღვროა. სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა რიცხვის კონკრეტული გამოვლინებაა.”


 5. რიცხვი თავისთავადია ბუნებაში, ხოლო ციფრი რიცხვის თავისებური ტრანსკრიფციაა, მისი გარეგნული, თუ სიმბოლური გამოსახულებაა. არსებობს 9 ელემენტარული (ერთნიშნა) რიცხვი (1. 2. 3. 4. 5. 6. 7. 8. 9.) და ნული (0). სწორედ ამ მარტივი რიცხვებით ცდილობდნენ სხვადასხვა დროის მისტიკოსები მსოფლიოს შემეცნებას, რადგან სწორედ ეს რიცხვები დგას ყველა დანარჩენი რთული რიცხვების ფუძეში და ნებისმიერი რიცხვის დაყვანა ხერხდება ამ მარტივ რიცხვებამდე (არიფმოლოგიური, იგივე ნუმეროლოგიური ჯამი), მაგალითად:

  38 = 3 + 8 = 11 = 1 + 1 = 2
  567 = 18 = 1 + 8 = 9
  394210 = 3 + 9 + 4 + 2 + 1 + 0 = 19 = 1 + 9 = 10 = 1 + 0 = 1 და ა.შ.


  6. ძველი მისტიკოსების მტკიცებით მსოფლიო შედგება ბგერის ფერისა და ფორმისაგან. ბგერა შეესაბამება მენტალურ სივრცეს (1), ფერი _ ასტრალურს (2), ხოლო ფორმა _ ფიზიკურს (3), და თითოეულ მათგანს განსაზღვრავს რიცხვი, რომელიც ახასიათებს მათ ვიბრაციას:
 0 _   ეს იქნება სულიერი სივრცის ხარისხი, ის არაფერი და ყველაფერია. ნებისმიერი რიცხვი ნულ ხარისხში ერთის ტოლია:
         0
N = 1.
 ანუ ღმერთი ერთია და განუყოფელი.
 1 _   მენტალური სივრცის ხარისხია და ნებისმიერი რიცხვი ამ სივრცეში თავის თავს ასახავს ისეთად, როგორიც არის:
    1
 N = N.
 ასევე, იგი პირველი განზომილებაა, საწყისი, დასაბამი. მკვებავი წყარო რიცხვებისა, აზრებისა, შემოქმედებისა. იგი სიტყვაა.
                                                                  2
 2 _   ასტრალური სივრცის ხარისხია (N  ). მთელის გაყოფის, სიცოცხლის საწყისისა და წინააღმდეგობათა ერთიანობის სიმბოლოა.
                                                              3
 3 _   ფიზიკური სივრცის ხარისხია (N  ). ასევე _ მესამე განზომილებაა. სამების სიმბოლოა: მამა, ძე და სულიწმინდა; წარსული, აწმყო და მომავალი; მეხსიერება, მატერია და ენერგია; სული, სამშვინველი და ხორცი, ანუ ის, რისგანაც შევდგებით.
ყოველ სივრცეში დევს წილი სხვა სივრცის, ასე რომ, პირობითად, მთელი ეს წყობა შეგვიძლია შემდეგნაირად აღვწეროთ:
                                                                          რიცხვთა დახასიათება:
     0
        0              
   (N )
1
M
 
   1(M )
       
მენტალური
  სივრცე
        1
   (N )
1. მენტალი-მენტალში      1
   (M,M)                    2  
                           3
2. ასტრალი-მენტალში        4
    (A,M)                   5    
                             6
3. ფიზიკური-მენტალში     7
     (F,M)                  8
                           9

გვირგვინი; მე; პრინციპი, (ნება)

ანტაგონიზმი; ენერგია; სიბრძნე; სიკეთე.
                        იდეა; გონიერება; სიფრთხილე.

   

    2(A)

ასტრალური
  სივრცე
         2
    (N )          
4. მენტალი-ასტრალში  12 = 1
     (M , A)            22 = 4
                        32 = 9
5. ასტრალი-ასტრალში  42 = 7
     (A , A)             52 = 7
                        62 = 9  
6. ფიზიკური-ასტრალში 72 = 4
     (F , A)              82 = 1
                        92 = 9


ფორმა; სათნოება.


ცოდნა; სიმკაცრე


ჰარმონია; სილამაზე; მოთმინება.


    3(F)            

 ფიზიკური     სივრცე
       3
   (N )



7. მენტალი-ფიზიკურში  13 = 1       (M , F)              23 = 8
                        33 = 9
8. ასტრალი-ფიზიკურში 43 = 1
    (A , F)               53 = 8
                        63 = 9
9. ფიზიკური-ფიზიკურში 73 = 1
    (F , F)                83 = 9
                         93 = 9
სამართლიანობა; გამარჯვება.

სიმეტრია; კანონი; კარმა; შეგუება.

ფორმა, როგორც იდეის სრულყოფილება. აღსრულება (ნებელობა).


                                                                                                                                       
     

         7. მენტალური და ასტრალური სივრცეებიც ისეთივე მატერიალურნი არიან, როგორც ფიზიკური სივრცე, მათ შორის განსხვავება რხევათა (ვიბრაციათა) სიხშირეშია და სწორედ ამის გამო, ჩვეულებრივი ადამიანი აღიქვამს მხოლოდ ფიზიკურ სივრცეს, რადგან ჩვენი აღქმისა და ფიზიკური სივრცის სიხშირეები ერთმანეთს თანხვდება. მგრძნობელობის გაზრდის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ასტრალური და მენტალური გარემოს აღქმასაც.
ზემოთ მოცემული ცხრილი ასახავს სტატიკურ მდგომარეობას. დინამიურში (მოძრაობაში) _ სხვაგვარ სურათს მივიღებთ.
 თუ დავუშვებთ, რომ ნებისმიერი N რიცხვი მოძრაობაში ტოლია   1 + 2 + . . . + (N - 1) + N რიცხვის, მაშინ თითოეული სივრცისათვის მივიღებთ ფორმულებს:
                                  1    1
1. მენტალური _ N (N + 1) / 2
                                    2   2
2. ასტრალური _ N (N + 1) / 2
                               3   3
3. ფიზიკური _ N (N + 1 ) / 2
                                              0   0
ხოლო სულიერ სივრცეში N (N + 1) / 2 = 1 (1 + 1) / 2 = 1                                        ყველა რიცხვი ერთის ტოლია, ანუ ღმერთი ერთია.
 ზემოთქმულის გათვალისწინებით ცხრილი ასე შეიცვლება:
 






1

(M)
1. (M , M)


2. (A , M)


3. (F , M) 1
2
3
4
5
6
7
8
9


   1      1
N ( N + 1) / 2 1
3
6
1
6
3
1
9
9

2


(A)
4. (M , A)


5. (A , A)


6. (F , A) 1
2
3
4
5
6
7
8
9


   2       2
N ( N + 1) / 2 1
1
9
1
1
9
1
1
9

3

(F)



7. (M , F)


8. (A , F)


9. (F , F)
1
2
3
4
5
6
7
8
9


   3      3
N ( N + 1) / 2 1
9
9
1
9
9
1
9
9



8. ნებისმიერი რიტუალი (რელიგიური იქნება ეს თუ მაგიური) მოქმედებს ასტრალური სივრცის მეშვეობით. ამიტომ მისი აღსრულების ფორმულა იგივე იქნება, რაც ასტრალური სივრცის დინამიური მდგომარეობის ფორმულა:
    2      2
N ( N + 1) / 2                                
 გამოცხადებაში სწერია: “ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი” /გამოცხადება 13. 18/.
 ოკულტურ მეცნიერებაში არსებობს ე.წ. ანტიქრისტეს კანონი: _ ანტიქრისტე არის ჰიპერფიზიკური სუბსტანცია,რომელიც საკუთარ თავში ატარებს ცალსახად უარყოფით, დამანგრეველ პოტენციალს, უცილობელი გამოვლინებით მატერიალურ სამყაროში.
 თუ ავიღებთ რიცხვი 6-ის (იგივე, ჰექსაგრამის) რიტუალს, მივიღებთ:
   2    2 
6 (6 + 1) / 2 = 666
666-ის არიფმოლოგიური ჯამი 9-ის ტოლია, რაც ნიშნავს აღსრულებას.
ხოლო ჯვრის რიტუალი (N = 4), იძლევა 1-ს:
   2    2
 4 (4 + 1) / 2 = 10 = 1
ერთი ყველაფრის საწყისია; ერთი მისწრაფებაა ღმერთისაკენ; ერთი ლოცვაა.


9. თუ ციფრებს გადმოვიტანთ მატრიცების სახით, მივიღებთ კვდრატებს:

1. მენტალურ სივრცეში
                            1                                           1      1
 ა) სტატიკური N                   ბ) დინამიური N (N + 1) / 2    
                                                                M    A    F
 M  A  F
 M 1 1 1
A 3 6 9
F 6 3 9

 M  A  F
 M 1 4 7
A 2 5 8
F 3 6 9


 M  A  F
 M 1 7 4
A 4 7 1
F 1 9 9






  2. ასტრალურ სივრცეში
                                 2                                                         2    2
      ა) სტატიკური N                 ბ) დინამიური  N (N + 1) / 2
 M  A  F
 M 1 1 1
A 1 1 1
F 9 9 9

           3
 3. M. ფიზიკურ სივრცეში
                            3                                                         3     3
 ა) სტატიკური N                 ბ)  დინამიური N (N + 1) / 2
 M  A  F
 M 1 1 1
A 8 8 9
F 9 9 9
 M  A  F
 M 1 1 1
A 9 9 9
F 9 9 9
       M   A   F                                                                







ე. ი. მენტალურ სივრცეში იწყება იდეის ფორმირება_ანუ იბადება შემოქმედება. ასტრალურ სივრცეში იწყება ნების დაცემა ნებელობად, მაგრამ ნების წილი მეტია. ხოლო ფიზიკურ სივრცეში ნების წილი მცირდება და იწყება ნებელობის აღსრულება.


10. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ უძველეს დროში რიცხვების მეშვეობით ცდილობდნენ ადამიანის რაობის ამოცნობას. არსებობდა მრავალი მეთოდი, მე აქ ყველას განხილვას ვერ შევუდგები, მაგრამ ვეცდები მაგალითისათვის განვიხილო ერთი ე.წ. პითაგორას კვადრატი, იგივე თანამედროვეობაში ცნობილია როგორც _ ფსიქომატრიცა.
ავიღოთ რომელიმე თარიღი, მაგალითად: 26. 5. 1991

1.გავთვალოთ პირველი რიცხვი: 2 + 6 + 5 + 1 + 9 + 9 + 1 = 33

2.გავთვალოთ მეორე რიცხვი: 3 + 3 = 6

2. გავთვალოთ მესამე რიცხვი: მესამე რიცხვი ითვლება  შემდეგნაირად, პირველ რიცხვს აკლდება სრული თარიღის (მონაცემის) პირველი ციფრის გაორმაგებული რიცხვი. ჩვენს შემთხვევაში ეს არის 2. ე. ი.:
33 - 2 X 2 = 33 - 4 = 29

4. გავთვალოთ მეოთხე რიცხვი: 2 + 9 = 11

ყველაფერი ზემოთქმული ჩაიწერება შემდეგნაირად:

            26. 5. 1991
            33. 6. 29. 11

აქედან,ციფრების დაჯგუფებით მივიღებთ პითაგორას კვადრატს (ფსიქომატრიცას):

1111    _    _
 22    5    _
 33    66   999



11. ახლა ფსიქომატრიცაში ციფრთა ხასიათის შესახებ:
ციფრი 1 პასუხობს ადამიანის ხასიათს, მის  ნებით (ნებელობით) მონაცემს, ძალაუფლებისკენ სწრაფვას, თავის შეხედულებათა დაცვის შესაძლებლობას (ზოგადად, იგია პრინციპი).
ციფრი 2, პითაგორას სისტემის მიხედვით, ადამიანში აღნიშნავს ენერგიას. ენერგია ამ შემთხვევაში, მოიაზრება როგორც ადამიანის მოქმედება გარემოში (და არა ბიოენერგია). ადამიანი ენერგიულია, თუ მას შეუძლია დაისახოს მიზანი, იპოვოს გზა მისი განხორციელებისა და იაროს ამ გზაზე (ზოგადად, იგია ანტაგონიზმი; ასევე შეწინააღმდეგების შემძლეობა).
ციფრი 3 _ ინტერესი მეცნიერებებისადმი, პირველ რიგში ზუსტი მეცნიერებებისადმი (იგივე, იდეა).
ციფრი 4, როგორც მიიჩნევენ, აღწერს ადამიანის ფიზიკურ სხეულს და ჯანმრთელობას (იგივე, ფორმა).
ციფრი 5 _ ლოგიკა და ინტუიცია. იგი საჭიროა, რადგან მისი მეშვეობით ადამიანს უადვილდება გაანალიზოს სიტუაცია. იგი ყველაზე ადამიანური რიცხვია და დგას მატრიცის ცენტრში. მასზე გადის ყველა დიაგონალი.
 ციფრი 6 ახასიათებს ფიზიკური შრომისადმი მიდრეკილებას და უნარს (იგია იგივე “დამიწება”).
 ციფრი 7 უძველესი დროიდან უკავშირდება გამართლებას (ქართულში ზუსტი შესატყვისია _ ”ქუდბედი”). ხანდახან მას “ანგელოზის ნიშანსაც” უწოდებენ (იგივე გამარჯვება).
ციფრი 8 _ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციფრია ადამიანის ფსიქომატრიცაში, რადგან ის აღნიშნავს მოვალეობის შეგრძნებას ახლობლების (ოჯახის) მიმართ, მოთმინების უნარსა და სიკეთეს (იგივე “კარმა”).
ციფრი 9 _ პასუხობს მეხსიერებას (იგივე, აღსრულება).


12. ფსიქომატრიცაში გვაქვს გარკვეული რიგები (ვერტიკალები და ჰორიზონტალები) და დიაგონალები.
 პირველი ვერტიკალი (1.2.3.) განსაზღვრავს ადამიანში თვითშეფასების ძალას: ესაა, ადამიანის სურვილი გამოირჩეოდეს მასისაგან. ამის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა აქვს ციფრთა რა რაოდენობაა ვერტიკალში.
 მეორე ვერტიკალი (4. 5. 6.) განსაზღვრავს ადამიანის მისწრაფებას მატერიალური დამოუკიდებლობისადმი.
 მესამე ვერტიკალი (7. 8. 9.) განსაზღვრავს ადამიანის ტალანტს.
პირველი ჰორიზონტალი (1. 4. 7.) განსაზღვრავს ადამიანის მიზანდასახულობას, უნარი_დაიცვას საკუთარი შეხედულებები, დაისახოს მიზნები და ამოცანები.
მეორე ჰორიზონტალი (2. 5. 8.) განსაღვრავს მეოჯახობის ხარისხს, ანუ მისწრაფებას ოჯახის ყოლისაკენ (მაგრამ, ეს არ განსაზღვრავს ორი ადამიანის შეთანხმებულობას).
 მესამე ჰორიზონტალი (3. 6. 9.) განსაზღვრავს ადამიანის სტაბილურობას (მიჯაჭვულობას, ჩვევებს, წინააღმდეგობა ცვალებადობასთან).
 პირველი დიაგონალი (1. 5. 9.) განსაზღვრავს ადამიანის მისწრაფებას სრულყოფილებისაკენ (ღმერთისაკენ), პარტნიორში სულიერების ძიებას.
მეორე დიაგონალი (3. 5. 7.) განსაზღვრავს ტემპერამენტს (სურვილებს).
ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მატრიცაში მოცემულ ციფრთა სიხშირეს (თუ რამდენჯერაა მოცემული ესა თუ ის ციფრი მატრიცაში), რაც განსაზღვრავს ამა თუ იმ ციფრის მახასიათებლის სიძლიერესა და ხარისხს.


13.  განვიხილოთ მაგალითი: საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადებულია 26 მაისი, ე. ი. მისი კოდი იქნება 26. 5. დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1991 წელს. მივიღებთ:

26. 5. 1991.
33. 6. 29. 11.
1111   _   _
22   5   _
33  66  999

საინტერესოა რიცხვი 1111_ეს ლიდერის ხასიათია. Aასეთი მონაცემით შეუძლებელია მოიტყუო თავი, რომ შეძლებ ვინმეს დაუთმო ლიდერობა, მითუმეტეს, რომ თვითშეფასების ვერტიკალშიც (1111 _ 22 _ 33) ციფრთა რაოდენობა გადაჭარბებულია. ყველას ახსოვს რამდენი ლიდერი გამოჩნდა 1991 წელს საქართველოში. და ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზიც სწორედ ეს იყო იმ დაპირისპირებებისა, რამაც შემდგომში ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა.
 ასევე დამაფიქრებელია _ 33, რამაც ინტერესთა გაყოფა გამოიწვია საზოგადოებაში.
ხოლო 66 _ ეს ის ნათელი წერტილია, როცა საზოგადოება ფიქრობდა, რომ საკუთარი ხელით (შრომით) უნდა აეშენებინა საკუთარი ქვეყანა.
ავიღოთ იგივე მონაცემი 1992 წლისათვის:

26. 5. 1992.
34. 7. 30. 3.
1    4    7
22    5    8
333    6    99

როგორც ვხედავთ ძალაუფლებისათვის ბრძოლამ (ამბიციამ) უკან დაიწია (ერთი ერთიანი), ასევე ზომიერი გახდა თვითშეფასების ხარისხიც (1 _ 22 _ 333). სამაგიეროდ, კიდევ უფრო გაიყო ინტერესები (333). ამ წელს ჩამოვიდა ე. შევარდნაძე. გაჩაღდა სამოქალაქო ომი. შრომის სურვილი უფრო იმპულსური გახდა (ერთი 6).
 ახლა იგივე მონაცემი 2003 წლისათვის:

26. 5. 2003.
18. 9. 14. 5.
11    4    -
22   55   8
3     6     9

აქ, როგორც ვხედავთ ინტერესი (3) ერთადერთია და თანაც მთელი ეს ინტერესი ლოგიკურად (55) დასაბუთებულია.
საინტერესოა თავად კოდი 26. 5.

              26 + 5 = (2 + 6) + 5 = 8 + 5 = 13

13 მეტაფიზიკაში ტრანსმუტაციის რიცხვია, ხოლო მისი უარყოფითი გამოვლენა სტაგნაციაა (სიკვდილია).
მეტაფიზიკურად 13 = 8 + 5 წაიკითხება შემდეგნაირად: კანონზომიერება (8), საყრდენს აცლის (13) ტრადიციას, წესჩვეულებას, რწმენას (5); ანუ ეს ჩვენს შემთხვევაში გვაძლევს პერმანენტული ტრანსმუტაციის კოდს (რადგან იგი ყოველთვის ზის ციფრთა წყობაში). რაც უნდა კარგი იყოს ტრანსმუტაცია, პერმანენტული დამღლელი და დამანგრეველია. უკიდურეს შემთხვევაში ეს წყობა გვაძლევს დაკანონებულ სტაგნაციას _ რაც კიდევ უარესია, ვიდრე პერმანენტული ტრანსმუტაცია.
26. 5. 1991-ის ჯამური მონაცემი შეესატყვისება 33 = 6-ს რაც მეტაფიზიკურად აღნიშნავს ორ გზას შორის არჩევანს, ან იგივე, არჩევანის წინაშე დგომას. ასეც იყო 1991 წელს მთელი ქართველი ერი იდგა არჩევანის წინაშე.
26. 5. 2003-ის ჯამური მონაცემი 18 = 9-ა. ცხრა თავისთავად რაღაც ეტაპის დასასრულიცაა და დასაწყისიც. ხოლო რაც შეეხება 18-ს, ის შედგება ორი დაპირისპირებული ციფრისაგან 1 და 8 (ნებისმიერი ორი ციფრი, რომელთა ჯამიც შეადგენს 9-ს, დაპირისპირებული ციფრებია: 1 და 8, 2 და 7, 3 და 6, 4 და 5). ეს დაპირისპირება პოზიტიური კუთხით ხასიათდება როგორც ილუზია, ძლიერად განვითარებული ინტუიცია, რომანტიული დამოკიდებულება მოვლენებისადმი; ხოლო ნეგატიური კუთხით იკითხება როგორც სიმართლისა და სიცრუის განურჩევლობა, მოტყუება; სიმბოლოა უაზრო ქმედებებისა.
ღმერთმა ნუ ქნას, რომ 2003 წელს მომხდარის გამო ქართველი ერი ისევ მოტყუებული დარჩეს.



14.  ქართველებისათვის უძველესი დღესასწაული გიორგობა 23 ნოემბერსაა. რადგან ქართველები გიორგიანელები ვართ, წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის დღედ გამოცხადდა 23. 11.
23 პენტაგრამაა და მისი მეტაფიზიკური განმარტებაა _ ტრადიცია, წესჩვეულება, რწმენა; ხოლო 11, რომელიც იგივე 2-ია, შეესატყვისება მეტაფიზიკურ  Nატურა Nატურატა-ს (ლათ), ანუ რაც იგივეა _ ბუნებით რეალიზებული ობიექტები, რასაც საბოლოოდ მივყავართ თეზისამდე _ ”საკუთრების უფლება”.
ვფიქრობ, საქართველოს ეს კოდი უცილობლად სჭირდება.



 15.  როდესაც რომელიმე პიროვნების (ადამიანის) პორტრეტს ვაკეთებთ, უფრო დიდი სიზუსტისათვის სასურველია განიხილებოდეს არა მარტო მისი დაბადების მონაცემები, ასევე მისი სახისა და სხეულის ფორმები. ასევე შესაძლებელია მისი სახელისა და გვარის მონაცემების ციფრებში გადაყვანა და მათი განხილვა, რაც პორტრეტს კიდევ უფრო დააზუსტებს.
წლების განხილვის დროს შესაძლებელია, გარდა მატრიცებისა, კიდევ სხვა მონაცემების გამოყვანაც, რაც უფრო დააზუსტებს მოვლენებს და მათ თანამიმდევრობას. ამ სტატიაში ჩემს მიზანს სცილდება მსგავსი ახსნა-განმარტებები (ეს უფრო სახელმძღვანელოს მიზანი იქნებოდა), ჩემი მიზანი იყო ყურადღება გამემახვილებინა რიცხვთა მნიშვნელობაზე ჩვენს რეალურ ცხოვრებაში, აკი “ახალი აღთქმა” გვასწავლის: “ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს . . .” /გამოცხადება 13. 18./.  მე ჩემს მიზანს შესრულებულად ჩავთვლი, თუ ვისიმე ინტერესი გავაღვიძე რიცხვთა მიმართ.  ხოლო მათ, ვისაც ეს ინტერესი გაუჩნდება, იგი შეძლებს (მოახერხებს) და უფრო ღრმად და საფუძვლიანად გაერკვევა რიცხვთა საიდუმლოებებში.
                                           


   


                                                                                                                                                                                                                                                                     






                                                                                                                                                                                                                       

No comments:

Post a Comment