Thursday, June 13, 2013

წყვილთა ჰარმონიული თანაარსებობის მისტერია


 1. მსოფლიო ვიბრირებული სულიერი სინათლეა და მისი სიხშირე თავსდება სიყვარულის ბიპოლარულ ჰარმონიაში.
კაცი (ადამიანი), თავისი ჰარმონიული არსებით მსოფლიოს მიკრომოდელია და მისი სრულყოფილება ირეკლება იმ ბიპოლარულ გამოვლინებაში, რომლითაც იგი მსოფლიურ სივრცეში განივრცება: “შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი” /დაბადება 1 (27)/.
A ამდენად, გარკვეული სქესი, მამაკაცი იქნება ეს თუ დედაკაცი, რაოდენ სრულყოფილიც არ უნდა იყოს იგი, მხოლოდ ნახევარია იმ ჰარმონიული არსებისა, რასაც კაცი (ადამიანი) ჰქვია . . . და ნებისმიერი ნახევრის მისწრაფება გამთლიანებაა.


  2. მსოფლიური სივრცის გაყოფასთან ერთად ადამიანმა დაკარგა სულიერი სივრცის აღქმის უნარი და განმარტოვდა ფიზიკურ შეგრძნებათა გარემოში, რამაც გამოიწვია მისი ბიპოლარული სრულყოფილების განცალკევება ორ ფიზიკურ მთლიანობად: მამაკაცად და დედაკაცად. Dდიახ, ფიზიკურ შეგრძნებათა არეში ისინი ორ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ, მთლიანობად იქცნენ და მათ სიმბოლურ ერთიანობას ფიზიკური ლტოლვა დაედო საფუძვლად.
 სიყვარულში ადამიანური არსება თავისუფლდება ყოველგვარი ჩარჩოებისაგან და რადგანაც სიყვარული, თავისი სრული გამოვლინებით, ზნეობრივია, ამდენად თავისუფლებაც ჭეშმარიტი გაგებით, ჰარმონიულია.
 თუკი, რასაც სიყვარულს ვუწოდებთ, საფუძველში უდევს მხოლოდ ფიზიკური ლტოლვა _ აქ უკვე ნებელობის გამოვლინებასთანა გვაქვს საქმე. Aასეთი სიყვარული სიყვარული არ არის _ სიყვარული ნახევარი არ შეიძლება იყოს.

   
3. რადგანაც ადამიანი მსოფლიოს მიკრომოდელია, მისი ვიბრირებული სიხშირე მსოფლიურ სიხშირეს უნდა თანხვდებოდეს. მაგრამ, ცოდვის დაცემის გამო განახევრებულ ადამიანებში სიყვარული დამიწდა, დაკარგა თავისი სრულყოფილი სახე და, მამაკაცი და დედაკაცი, მიუხედავად დაუოკებელი შინაგანი ურთიერთლტოლვისა, გაეთიშნენ ერთმანეთს და მარადიულ მარტოობაში ჩაიძირნენ.
მარტოობაში დარჩენილები საკუთარ სუბიექტურ მდგომარეობაში ეძებენ ჰარმონიულ არსებას და ხშირ შემთხვევაში იქმნება ილუზია, რომ პოულობენ კიდეც. სწორედ ეს ილუზია ედება საფუძვლად იმ არაბუნებრივ (და რაც ბუნებრივი არაა, ის არც ჰარმონიულია) მოთხოვნილებას _ “ჰომოსექსუალური სიყვარული” რომ ეწოდება.


  4. ამრიგად, ადამიანის ჰარმონიული არსება ქალისა და მამაკაცის ურთიერთსიყვარულის სრულყოფილებაშია კოდირებული, რაც მათი სულისა და ხორცის ჰარმონიულ შერწყმას გულისხმობს. ასეთი სიყვარული მარადიულია და კარმიულ განხორციელებათა უწყვეტ ჯაჭვად რეალიზდება, რასაც წყვილთა მარადიული თანაარსებობა შეიძლება ვუწოდოთ. სწორედ ასეთი იყო ადამიანის არსებობა მსოფლიოში ცოდვის დაცემამდე.
Aადამიანის არაცნობიერში (სულის მეხსიერებაში) შემოტანილია ხსოვნა ადამიანური სრულყოფილების (წყვილთა მარადიული თანაარსებობის) შესახებ, და ზოგ შემთხვევაში ხერხდება მისი გაცნობიერება. Dდა თუ გაცნობიერდა, ადამიანი ვეღარ ისვენებს და მთელი არსებით ცდილობს გაცნობიერებული ხსოვნის რეალიზებას.
სწორედ ამ გაცნობიერებული ხსოვნისათვის გასწირა თავისი მიწიერი არსებობა ნოვალისმა _ გადასდო სიცოცხლე, რომ სულთა შეუღლება მომხდარიყო, რათა შემდგომ განსხეულებაში მიწიდან ზეცაში ატაცებული სიყვარული კვლავ მიწაზე დაბრუნებულიყო, რომ კვლავ აღსდგეს მსოფლიურ სივრცეში წყვილთა მარადიული თანაარსებობა.


  5. ჰარმონიული წყვილის სასიცოცხლო ენერგიები ერთმანეთს ერწყმის და პრაქტიკულად ერთიან, მძლავრ (ჯანმრთელ) ენერგიას ქმნის (იხ. ნახ.). აქედან, ჰარმონიულ წყვილს ერთი, საერთო სამშვინველი უყალიბდებათ.
A ადამიანის ასაკი (რაც იგივეა _ ფიზიკური სხეულის ასაკობრივი მდგომარეობა) მისი ბიორიტმის სიხშირეზეა დამოკიდებული. რაც უფრო ხშირია (დიდია სიხშირე) ადამიანის ბიორიტმი, მით უფრო სწრაფად მოდის მასში (ადამიანში) სიბერე და სიკვდილი. ბიორიტმის აჩქარებას იწვევს სტრესები, რომლებიც ნებელობის შედეგად წარმოიქმნებიან.
  თუკი ადამიანი თავისი ბიორიტმის სიხშირეს მოახერხებს და შეუთავსებს მსოფლიური დროის რიტმის სიხშირეს, ანუ რაც იგივეა, ადამიანისა და მსოფლიოს ასაკობრივ რიტმთა თანხვედრა (ზედდება) მოხდება, ადამიანი ჰარმონიულ მდგომარეობაში მოექცევა და მარადიულობას ეზიარება. Aასეთი ადამიანი პრაქტიკულად მსოფლიური რიტმით იცხოვრებს.
  ჰარმონიულ წყვილს, დროთა განმავლობაში, ერთიანი სამშვინველის ჩამოყალიბებასთან ერთად საერთო ბიორიტმი უყალიბდებათ. მათი ყველა ფიზიკური მონაცემი თანაბრდება და ასევე თანაბრდება მათი სულიერი არსიც. მათი ქვეცნობიერი ერთი საერთო ინფორმაციული ენერგიის მატარებელი ხდება, რის შემდგომაც შესაძლებელია საერთო მენტალიტეტის ჩამოყალიბებაც. Aასეთ წყვილში სასიცოცხლო პროცესები უკვე გულისა და გონების ჰარმონიული ურთიერთობის ხარჯზე მიმდინარეობს, რაც იწვევს სულისა და სხეულის გამოჯანმრთელებას. თუ ყველა ამ პროცესთა სიხშირე სრულიად თავსდება მსოფლიური სიყვარულის ბიპოლარულ ჰარმონიაში, ანუ რაც იგივეა, რომ წყვილთა ბიორიტმი თანხვდება მსოფლიურ რიტმს, ხდება წყვილთა კარმიული და გენეტიური კოდების სრული განწმენდა (ჰარმონიულ წყვილს საერთო კარმიული და გენეტიკური კოდი უყალიბდებათ, რაც უკვე ნიშნავს სულისა და სხეულის ერთიანობას).
  ყოველივე ზემოთქმულიდან, წყვილთა ჰარმონიულობის მისტერიის საფუძველი სიყვარულის ბიპოლარობის არსში მდგომარეობს  და იგი ერთიანი, განწმენდილი ინფორმაციული ველია, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს მსოფლიური სიყვარულის ერთიანობის შენარჩუნებაში.

     

No comments:

Post a Comment