Thursday, June 13, 2013

   ბგერათა ვიბრაციის ძალა


     ბგერა (ასო) ვიბრაციაა. ვიბრაციის საზომი არის რიცხვი

(ციფრი). ნებისმიერი N ვიბრაცია K სივრცეში, როცა ის არ

ჰქმნის (ანუ, მხოლოდ იდეის მდგომარეობაშია) იქნება
                       
ქმნადობის პროცესის შედეგად მივიღებთ
                   
რიცხვს. Aაქედან, შესაძლებელია ნებისმიერი იდეის (პროცესის;

ქმედების) შედეგის განსაზღვრა.

     ასევე, შესაძლებელია მიზანმიმართულად ბგერათა

ვიბრაციის ისეთი შერჩევა, რომ წინასწარ იქნეს

განსაზღვრული მისი ქმნადობით მიღებული შედეგი. Aამის

ბრწყინვალე მაგალითია სხვადასხვა კულტურებში არსებული,

ერთი შეხედვით უაზროდ დალაგებული ბგერებისაგან

შედგენილი, ეგრეთწოდებული “აბრაკადაბრები”.

     მაგალითისათვის შეგვიძლია განვიხილოთ ერთ-ერთი

რაჭული შელოცვა: “სიმღერად თქმული ეს შესალოცი გველს

გააშეშებდა, დავიჭერდით და ნესტარს ამოვაცლიდითო” (ი.

გაგულაშვილი “ქართული მაგიური პოეზია” 1986 წ. გვ. 192):

   
        “კი-კი, კი-კი, კიბანახი,

         აჩანახი, ბაჩანახი,

         გველო შენ გამორაკრაკდი,

         თხილის ჯოხივით გაშეშდი”.

   პირველი ორი მწკრივი ტიპიური აბრაკადაბრაა. პირველი

ბგერა  “კ” ფსიქიკური ენერგიის კონცენტრირებისთვისაა

გამოყენებული “კ”=11=20=2.

    მარცვალი “კი”=20+10=3 ე.ი. “კი” ამ შემთხვევაში უკვე

მიმართულია ფსიქიკური ზემოქმედებისაკენ.

    რაც შეეხება “კიბანახი”-ს, მეორე მარცვალი “ბა”, “კი”-ს

განვითარებაა. “ნა”_ სიტყვას ძალას ანიჭებს, ხოლო “ხი”-ს

მთელი ეს წყობა იერარქიულ ერთიანობაში მოჰყავს.

    ასევე, იერარქიულადაა აწყობილი მეორე მწკრივი

“აჩანახი, ბაჩანახი” (“ა” და “ბ”) და იგი პირველი მწკრივის

ბგერათა ვიბრაციას უხეშ სივრცეში ფორმირებისაკენ

მიმართავს.



მალხაზ გველუკაშვილი 2006
         

No comments:

Post a Comment