Thursday, June 13, 2013

რიცხვი π და არსებობის კანონზომიერება

თუ დავუშვებთ, რომ ნებისმიერი მოვლენის სვლა დროსა და სივრცეში სპირალურად ხდება, მაშინ შეგვიძლია დავუშვათ, რომ სპირალზე ერთი შემობრუნების სიდიდე (ზომა) მოვლენის სვლის ერთ ციკლს შეადგენს და იგი გეომეტრიულად, როგორც წრე გამოისახება.  სპირალზე ერთი შემობრუნება წრეხაზის სიგრძეა და იგი აისახება ფორმულით
πD, სადაც π=3,14159.., ხოლო D წრის დიამეტრია. დავუშვათ, რომ D=1, მაშინ წრის სიგრზე იქნება π. მოვლენის სვლის ერთი ციკლი ტოლია π წლის.

Nნებისმიერ მოვლენას (ინდივიდის თუ სახელმწიფოს ცხოვრებიდან) აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, და იგი ტოლია πK-სი, სადაც K მთელი, დადებითი რიცხვია.

მაგალითები:

1) საქართველოში რუსეთის იმპერია შემოვიდა და გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა 1801 წელს. 1917 წელს რუსეთში მოხდა რევოლუცია, რის შედეგადაც საქართველო გამოეყო რუსეთის იმპერიას. 1801 წლიდან 1917 წლამდე გავიდა 116 წელი, რაც ტოლია 37π-ს (ე.ი. K=37). 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა ხელმეორედ მოახდინა საქართველოს ანექსია. 1990 წელს ჩატარდა პირველი დამოუკიდებელი არჩევნები, რომელმაც საქართველოს მოუტანა დამოუკიდებლობა. 1921 წლიდან 1990 წლამდე 69 წელია და ტოლია 22π-ს.
2) 1917 წელს ლენინის ხელმძღვანელობით განხორციელდა ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია. 1924 წელს ლენინი გარდაიცვალა. სხვაობა 2π-ია.
3) 1925 წელს საბჭოთა კავშირის სათავეში მოვიდა სტალინი. Gგარდაიცვალა 1953 წელს. მისი სრული კარიერა ჯდება 9π-ში.
4) Gგერმანიამ მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1939 წელს, კაპიტულაცია გამოაცხადა 1945 წელს. დრო = 2π.
5) ე. შევარდნაძე საქართველოს სრ-ის ხელმძღვანელი გახდა 1972 წელს. შემდეგ მისი კარიერა გაგრძელდა სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრად. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და ასე 2003 წლის
ნოემბრამდე. Kკარიერის სრული დრო = 10π-ს.
6) 1995 წლის ნოემბრის არჩევნების შემდგომ ზურაბ ჟვანია მოვიდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ. 2005 წლის თებერვალში იგი დაიღუპა.მისი უმაღლეს ეშელონებში მოღვაწეობის პერიოდი გამოისახება 3π-ით.
7) Aასლან აბაშიძე 1991 წელს დაინიშნა აჭარის უზენაესი საბჭოს თავჯდომარეთ და გაძლო 2004 წლის მაისამდე. სულ 4π.
8) ერაყში სადამ ჰუსეინის კარიერა დაიწყო 1968 წლის ივლისში, როდესაც რევოლუციური ხელმძღვანელობის საბჭო, რომლის ერთ-ერთი წევრიც თავად იყო, მოვიდა სახელმწიფოს სათავეში. 1979 წლიდან გახდა ერთპიროვნული მმართველი. 2003 წელს დააპატიმრეს. სრული დრო ტოლია 11π-ს.
9) თუ ფიდელ კასტროს კარიერის ათვლის წერტილად ავიღებთ 1962 წელს - როცა დაინიშნა ნაციონალური ხელმძღვანელობის პირველ მდივნად, მაშინ მისი კარიერის დასასრული 2009 წლამდე უნდა გაგრძელდეს.


როგორც ამერიკელი მათემატიკოსი ფრანკლინ მერრელ ვოლფი თავის წიგნში “მათემატიკა, ფილოსოფია და იოგა” აღნიშნავს _ π-ში ნამდვილად არის რაღაც საიდუმლო და სამყაროს არ შეეძლებოდა არსებობა ამ რიცხვის გარეშე. შეიძლება მთლად ასე არაა, მაგრამ ზემოთ მოყვანილ ფაქტებს (მსგავსთა რაოდენობა კი უსასრულოა) ვერ გავექცევით.

თუ მოვლენის სვლის დროს (ანუ, დროს მოვლენის დასაწყისსა და დასასრულს შორის) ავღნიშნავთ ლათინური Τ ასოთი, მაშინ მივიღებთ ფორმულას
           Τ = πK
სადაც  K მთელი დადებითი რიცხვია და განსაზღვრავს Τ-ს ხასიათს, და იგი შეესაბამება რიცხვის ეზოთერულ შინაარსს.


           მალხაზ გველუკაშვილი
2005

No comments:

Post a Comment