Thursday, June 13, 2013

 იერარქიული კანონი

                                                 
                                                  ჯამი


               1                                   1

             2   2                                 4

           3   4   3                               10 = 1
 
         4   7   7   4                             22 = 4

       5   11  14  11   5                           46 = 10 = 1

     6   16  25  25  16  6                          94 = 13 = 4

   7   22  41  50  41  22  7                        190 = 10 = 1
 
 8   29  63  91  91  63  29  8                       382 = 13 = 4  

9  37  92  154 182 154  94  37  9                    766 = 19 = 10 = 1


  სამკუთხედის აგების პრინციპი მარტივია: სამკუთხედის ფერდებს ქმნის რიცხვთა მარტივი მიმდინარეობა 1, 2, 3, . . N K . . 9.

ქვედა რიგში ყოველი რიცხვი (პირველი და ბოლო რიცხვის გარდა) იქმნება ზედა რიგში მიმდებარე ორი რიცხვის ჯამით:
 მაგ.: მეხუთე რიგის მეორე რიცხვი ტოლია მეოთხე რიგის პირველი და მეორე რიცხვების ჯამისა 11 = 4 + 7; ან მერვე რიგის მეხუთე რიცხვი ტოლია მეშვიდე რიგის მეოთხე და მეხუთე რიცხვების ჯამისა
91 = 50 + 41.
                   
  N K რიგის რიცხვთა ჯამი ΣN K ასახავს N K  რიცხვის (ზევით ან ქვევით) მისწრაფების ხასიათს:
                                                             k-1     k
                                                ΣN K = 2   +2  - 2
         
 ნებისმიერი მისწრაფება მოძრაობის (დინამიური ქმედების) შედეგია. მოძრაობის (ქმედების) საფუძველი ანტაგონიზმია (რიცხვი 2 – წინააღმდეგობათა ერთიანობა).


 მაგ.: მეხუთე რიგი: 5, 11, 14, 11, 5
                                              4      5
                                 ΣN5 = 2 + 2 - 2

          და რაც იგივეა 16 + 32 - 2 = 46 =10 = 1

ანუ: სიცოცხლე (5) → სულიერი ადამიანი (10) →  აბსოლუტური “მე” (1).
                         7    8
            ΣN8 = 2 + 2 - 2

 კანონი (8) → ტრანსმუტაცია (13) → მატერიალიზაცია (4).

  ნებისმიერი ზედა რიგის ჯამი (მიზნობრივად) კავშირშია მომდევნო რიგის ჯამთან. Mმარტივად, 1 იწვევს 4-ს ან 4 მიისწრაფვის 1-საკენ, რაც ნიშნავს, რომ პრინციპის (აბსოლუტის, სულიერების) მიზანი მატერიალიზაციაა (ფორმირებაა), ხოლო მატერიის მიზანი განსულიერებაა (გაცოცხლებაა).

   რიგთა ჯამის საფეხურებრივი სვლის (ევოლუციის ან ინვოლუციის) ფორმულა:

          ΣNk = 2ΣNk-1 + 2

აქედან ΣNk-1 = (ΣNk - 2)/2
         
    აღმასვლა (ევოლუცია) მოითხოვს ენერგიის (2) ხარჯვას და რაც უფრო “მაღლა” ავდივართ, ანტაგონიზმი მცირდება; ანუ იერარქიულად მაღალი საფეხური სულიერი კონცენტრირების შედეგია. უმაღლეს საფეხურზე (1) წინააღმდეგობა ისპობა, ხდება აბსოლუტური კონცენტრაცია (ერთ წერტილში). Eესაა უმაღლესი პრინციპი _ ღმერთი ერთია.


    თუ სამკუთხედში ორ და სამ ნიშნიან ციფრთა მაგიერ დავწერთ მათ ერთნიშნა შესატყვისებს (ე.ი. არიფმოლოგიურ ჯამის შედეგს), მივიღებთ:



                     1  
                   2   2
                 3   4   3
               4   7   7   4
             5   2   5   2   5
           6   7   7   7   7   6
         7   4   5   5   5   4   7
       8   2   9   1   1    9   2  8
     9   1   2   1    2   1   2   1  9


     თუ ერთი და იგივე რიცხვებს ერთმანეთთან დავაკავშირებთ, მივიღებთ გეომეტრიულ ფორმებს, რომლებიც შესაბამისი რიცხვის ხასიათს (ფორმირების ხასიათს) გამოხატავენ: იდეა (3), თავისუფალი ნება (6) და კანონი (8) მხოლოდ თითო რიგს მოიცავს და გეომეტრიულად გამოისახებიან წრფით, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ისინი, თავისთავად, ფორმირების ხასიათის საფუძველნი არიან და მათი ამოქმედებისათვის ენერგიის მობილიზებაა საჭირო.



მალხაზ გველუკაშვილი
                    2005

No comments:

Post a Comment