Thursday, June 13, 2013

                      წერილი

წერილი, რომელიც შენთვის უნდა მომეწერა, ნაკუწებად ვაქციე ჯერ კიდევ გუმანში, რომელიც ასე ხშირად მღალატობს. და გადავწყვიტე გადმომეხატა სულის სიღრმიდან ორიოდ სიტყვა, ჩემს მარტოობას რომ მოსდევენ დასაწყისიდან. 
არ მახსოვს როდის ამმტეხიარდა, სული მორჩილად მჯდომარე ადრე. აგებ შენ იყავ ამის მიზეზი! ჭყლული შენამდის გამიჩნდა აგებ, რათა შამანმა დასტოვოს ძარღვნი და წმინდა სისხლით ამევსოს ბაგე.
თუკი ასეა, არ კი გეძრახვი, მაშინ რატომღაც უნდა მახსოვდე. . . და ჩემს შემდეგაც ჩემი ტკივილი ათას სხეულში გაიღვარცოფებს.
ანდა, აგება მე ვიყო იგი ბოლო სხეული, რომლის შემდეგაც პირისწყალი აორთქლდება და გაიშლება სამყაროს სულში.
თურმე როგორც კი განვსულიერდი, ამოჟივჟავდა წამწამზე ჟავი, ამიფრთხიალდა პატარა გული და ეს იყო პირველი ტკივილი და სიხარული დაბადებისა.
მძიმეა სული, თუკი გაგაჩნია.
და ახლა, როცა მოვწყდი ბავშვობას, მიწაზე ჩემი გზები მოვნახე, ფიქრებში წასულს მეწვევა ნიჭი, მახსენებს წარსულს, ჩემს განხორციელებამდე გასულს და მანიშნებს:
_არ გაქვს უფლება იცხოვრო ისე, როგორც იცხოვრე უკვე. არ გაქვს უფლება ის იყო ისევ, იმით ჩაბარდი უკუნს. ნუღა გიკვირდეს, გიკვირდეს მაინც, და გიხაროდეს ამით, რამეთუ უფრო დიდია აწი შენი ცხოვრების ჟამი.           
და მე თუ ისევ ის ვარ, რაც ვიყავ, აგებ შენა ხარ ამის მიზეზი! აგებ შენამდის გამიჩნდა დარდად შენი სხეულის სითბო და სევდა. თუკი ასეა (ვერ დავიფიცებ, ეს შეგრძნება მაქვს _ უნდა მახსოვდე), ცრემლი, რომელსაც უხმოდ ჩაყლაპავ, ამ ჩემს სხეულში გაიღვარცოფებს.
                                               
  1983 წ.                 

No comments:

Post a Comment